"მოიპარეს ყველაფერი, რაც დაბომბვისას გადავარჩინე" — თბილისში უკრაინიდან ლტოლვილის მანქანა გაქურდეს
თბილისში უკრაინიდან ლტოლვილის მანქანა გაქურდეს. როგორც ელიზავეტა ფილოტამ On.ge-ის განუცხადა მანქანიდან ტანსაცმელი და ფეხსაცმელიც კი წაიღეს. მისი თქმით, უკრაინული ნომრები ჰქონდა და არ ელოდა, თუ ლტოლვილებს ასე მოექცეოდნენ.
ელიზავეტა ლუგანსკის ოლქის ქალაქ რუბეჟნოიდანაა ლტოლვილი და მანქანაში ის ნივთები ჰქონდა, რომლის გადარჩენა და წამოღებაც შეძლო. წერს რომ აქ ჩამოსვლისას უსაფრთხო თავშესაფარს ეძებდა შვილისთვის, ახლა კი 6 500 დოლარის ღირებულების ტექნიკა მოპარეს, რომელსაც სამსახურისთვის იყენებდა.
"ტექნიკა რომელიც გადავარჩინე ქალაქ რუბეჟნოიში, ლუგანსკის ოლქში. ამოატრიალეს მთელი მანქანა. აქ ჩამოსვლისას მე ვეძებდი უსაფრთხოებას ჩემთვის და ჩემი შვილისთვის. არასდროს მეგონა, რომ ასეთი არაადიამიანები იყვნენ, რომ ბავშვების ნივთებს მანქანაში მომიყრიდნენ და ლტოლვილებს გაქურდავდნენ. ხალხს, რომლებიც გამოიქცნენ ჯოჯოხეთიდან", — წერს ის.
ელიზავეტას თქმით, სამართალდამცავებს მიმართა, მაგრამ, ადგილზე მისულმა პოლიციამ არ შეამოწმა მანქანა და ჩვენება არ აიღო, მიზეზად კი უთხრეს, რომ რუსული ენის თარჯიმანი სჭირდებოდათ და მოგვიანებით დაუკავშირდებოდნენ. ქალი ამბობს, რომ დახმარების იმედი დაკარგა და ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა, რის შემდეგაც, გვიან ღამით მასთან ახალი ეკიპაჟი მივიდა.
"ღამის 12 საათზე. მე 4 წლის ბავშვთან ერთად ვარ. პოლიცია მოვიდა და აიღო ჩემგან ჩვენება, ველოდებით ინფორმაციას", — წერს ის.
ჩვენთან საუბარში ელიზავეტა ამბობს, რომ პოლიცია დილის 6 საათამდე ადგილზე იყო და დოკუმენტებს ადგენდნენ. მისივე თქმით, ამ დრომდე არანაირი ინფორმაცია არ მიუღია.
"არ ვიცი დამეხმარებიან თუ არა, ბლომდე დავკარგე სამართლიანობის იმედი და უკვე არ მჯერა, რომ პოლიცია დამეხმარება და ვინც ეს გააკეთა, დაისჯება", — წერს ის.
როგორც On.ge-ის შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები