რუსეთის ეკონომიკა კოლაფსისკენ მიდის — რას ნიშნავს ეს?
ფოტო: Alexey Malgavko / Reuters
უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად, ვლადიმერ პუტინმა რუსეთი ჰეგემონურ ძალად წარმოაჩინა, რომელიც იმპერიულ სიდიადეზე თავის "კანონიერ პრეტენზიას" გამოთქვამს. თუმცა, ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით, რუსეთს უკრაინაში ომის დაწყებამდეც გაუჭირდებოდა იმპერიის შენარჩუნება.
ახლა, როდესაც რუსული რუბლის მკვეთრი დაცემა საგარეო სანქციებითაა განპირობებული, რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. სანქციებით შეცვლილი გაცვლითი კურსით თუ ვიხელმძღვანელებთ, 7 მარტის მდგომარეობით რუსეთის ეკონომიკა სიდიდით მსოფლიოში 22-ე იყო და მისი მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ოჰაიოს შტატისას დიდად არ აღემატებოდა.
ეს სიტუაცია იმ წარსულისგან განსხვავებულია, როდესაც რუსეთი ნამდვილ მსოფლიო ძალას წარმოადგენდა. გვიანდელი ეკონომიკის ისტორიკოსის, ანგუს მედისონის მიერ შეკრებილი მონაცემების მიხედვით, 1913 წელს რუსეთი ეკონომიკით მეხუთე უდიდესი სახელმწიფო იყო მსოფლიოში — შეერთებული შტატების, ჩინეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ. 1957 წელს კი, როდესაც სსრკ-მ კოსმოსში პირველი თანამგზავრი გაუშვა, საბჭოთა ეკონომიკა მსოფლიოში სიდიდით მეორე იყო, ამერიკის შემდეგ.
რუსული რუბლის სანქციებით განპირობებული მკვეთრი ვარდნის გამო რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობა კვლავ უარესდება.
ფოტო: Eric Werker
პუტინის სწრაფვა დიდებისკენ
პუტინი პრეზიდენტად საბჭოთა კავშირის ქაოსური დაშლის და 1998 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ აირჩიეს. ამ კრიზისის შედეგად რუსეთის ეკონომიკამ დეფოლტი განიცადა და ვალუტის ფიქსირებული კურსი წარსულს ჩაბარდა.
იმ დროისათვის საბაზრო ღირებულების მიხედვით რუსეთის მშპ $210 მილიარდამდე ჩამოვიდა, რის გამოც მან მსოფლიოს უმსხვილეს ეკონომიკათა შორის 24-ე ადგილზე გადაინაცვლა, ავსტრიის შემდეგ (მშპ-ს ყველა თანამედროვე მაჩვენებელი მოცემულია 2021 წლის ოქტომბრის მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვიდან, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერაა გამოქვეყნებული).
პუტინმა რუს ხალხთან არაფორმალური სოციალური კონტრაქტი გააფორმა, რომელშიც ის თავის ამომრჩეველს თვალშისაცემ ეკონომიკურ ზრდას შეჰპირდა. პუტინის მმართველობის პირობებში და იმ სასაქონლო ფასის სუპერციკლის დახმარებით, რომელიც 21-ე საუკუნეშიც გაგრძელდა, რუსეთის მშპ ათჯერ გაიზარდა. ამან ქვეყანას — გლობალური აქტუალობა, მის საშუალო ფენას კი მსყიდველობითი უნარი დაუბრუნა.
რუსეთის რიგით მოქალაქეებს გაზრდილ ფასებთან გამკლავება მოუწევთ. დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო რუბლის კურსი დაეცა, რამაც იმ ქვეყანაში, რომელმაც პოსტსაბჭოთა ეპოქაში არაერთი სავალუტო კატასტროფა განიცადა, ბანკებსა და ბანკომატებთან რიგები დააყენა.
ფოტო: AP Photo / Dmitri Lovetsky
თუმცა რუსი მკვლევრები ამტკიცებდნენ, რომ როდესაც რუსეთის ეკონომიკამ მწვერვალიდან დაშვება დაიწყო, პუტინმა თავისი მმართველობის ლეგიტიმაცია ამჯერად ისეთ საგარეო პოლიტიკურ ქმედებებზე დააფუძნა, რომელიც რუსეთს "დიადი ძალის" სტატუსს აღუდგენდა. ამ მხრივ პირველი ნაბიჯი მან ჯერ კიდევ 2008 წელს საქართველოში ომის დაწყებით გადადგა. 2014 წლის ყირიმის ანექსიით კი უკვე ცხადი გახდა, რომ ის არჩეულ საგარეო კურსზე მყარად იდგა.
იმის გათვალისწინებით, რომ საბაზრო განაკვეთის მიხედვით რუსეთის მშპ-მ 2013-დან 2020 წლამდე თავისი ღირებულების მესამედი დაკარგა, უკრაინაში შეჭრა პუტინის სტრატეგიით გათვალისწინებული კიდევ ერთი სარისკო სვლა იყო — იგი ავტორიტეტის მოხვეჭას არა ეკონომიკური მაჩვენებლებით, არამედ "დიდი ძალაუფლების სტატუსით" ცდილობს.
ამის პარალელურად, დასავლეთის შეუპოვარმა ფინანსურმა და ეკონომიკურმა სანქციებმა რუსეთის ეკონომიკური ვარდნა მხოლოდ დააჩქარა.
ინგლისის ბაზარზე რუსული აქციები მარტის შუა რიცხვებისთვის 98 პროცენტით დაეცა, რამაც რუსეთი $572 მილიარდით აზარალა. ამასთან, რუსულ საფონდო ბირჟებზე ვაჭრობა დღემდე ნაწილობრივ შეჩერებულია.
დომინოს ეფექტი
ფოტო: AP Photo / Dmitri Lovetsky
საბაზრო განაკვეთის მიხედვით ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი აღნიშნავს მის იმ მშპ-ს, რომელიც აშშ დოლარის მსგავს გლობალურ ვალუტაშია კონვერტირებული. მიუხედავად იმისა, რომ მშპ-ს გაზომვის სხვა გზებიც არსებობს, როდესაც საქმე გლობალურ ვაჭრობას, ინვესტიციებსა და ეკონომიკურ ძალას ეხება — გადამწყვეტი სწორედ საბაზრო ფასია.
2021 წელს რუსეთის მშპ საბაზრო განაკვეთის მიხედვით $1.65 ტრილიონს შეადგენდა, რაც საკმარისი იყო იმისთვის, რომ იგი მსოფლიოს უმსხვილეს ეკონომიკებს შორის მე-11 ადგილზე ყოფილიყო, სამხრეთ კორეის შემდეგ. თუ, უხეში გაანგარიშებით, რუსეთის 2021 წლის მშპ-ს 2022 წლის 7 მარტისთვის არსებულ გაცვლით კურსზე (და არა საშუალო კურსზე) გადავიყვანთ და მას 2021 წლის საბაზრო განაკვეთით განსაზღვრულ მშპ-ის სტატისტიკას შევადარებთ, რეიტინგი შეიცვლება და რუსეთი ტაივანსა და პოლონეთს შორის, 22-ე ადგილზე გადაინაცვლებს.
ეს ვარდნა არსებულ ვითარებას ზუსტად ვერ აფასებს. მაშინ, როცა რუბლის დაცემა რუსეთის მშპ-ს აშშ დოლართან მიმართებაში ამცირებს, ქვეყნის დასუსტებული ეკონომიკა პირდაპირ რუბლის მშპ-ს სწევს დაბლა. გარდა ამისა, რუსეთის იზოლირება მის ეკონომიკურ კონკურენტუნარიანობას ძირს უთხრის, რაც ეკონომიკურ ნაპრალს კიდევ უფრო გაზრდის.
უკრაინელებმა, რომლებიც თავიანთი ქვეყნის საზღვრებში გადმოსულ რუსულ არმიას დაუპირისპირდნენ, პუტინის ქიმერულ სტრატეგიას ბრძნულად უპასუხეს. "თქვენს ქვეყანაში არ გაქვთ პრობლემები გადასაჭრელი? ყველანი მდიდრები ხართ იქ, როგორც ემირატებში?" — უყვირა ერთმა შუახნის კაცმა რუს ჯარისკაცებს.
პუტინის შემდეგი ნაბიჯი
პუტინის სიტყვით გამოსვლა რუსეთის სამოქალაქო ომის დასრულებისთვის მიძღვნილი მემორიალის გახსნაზე. სევასტოპოლი, 2021 წლის ნოემბერი.
ფოტო: AP Photo / Mikhail Metzel
როგორც რობერტ კენედიმ ერთხელ მახვილგონივრულად შენიშნა, მშპ საზოგადოებისთვის ღირებულ ბევრ ისეთ ფაქტორს ვერ ითვალისწინებს, როგორიც, მაგალითად, ჯანმრთელობა და განათლებაა. საბაზრო განაკვეთის მიხედვით რუსეთის მშპ-ის ვარდნა იმ ადამიანურ ტრაგედიას ვერ აღწერს, რომელიც ომის შედეგად ხდება.
მაგრამ ის, რასაც ეს რიცხვები ააშკარავებენ, არის ის, რომ პუტინის პრეტენზია — ეკონომიკური მაჩვენებლებით განემტკიცებინა თავისი ლეგიტიმაცია — მთლიანად განადგურებულია. დიდი ძალაუფლების მქონე სახელმწიფოს სტატუსი კი მჭიდროდაა დაკავშირებული ეკონომიკურ ძალასთან. შესაბამისად, ლეგიტიმაციის ის წყაროც, რომელსაც პუტინი დღეს ეყრდნობა, ნაციონალისტური სიამაყის გაღვივებისთვის გამოუსადეგარია.
პუტინმა რუსეთი რთული პერიოდიდან ერთხელ კი გამოიყვანა, მაგრამ მან ქვეყანა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. თუმცა ეს მისი შემდეგი ნაბიჯების მომლოდინე უკრაინისთვის — და დანარჩენი მსოფლიოსთვისაც — დიდი ვერაფერი ნუგეშია.
-
ისპანახიანი პური ინსულინისა და შიმშილის სამართავად? — მეცნიერთა ახალი ექსპერიმენტი ისპანახიანი პური ინსულინისა და შიმშილის სამართავად? — მეცნიერთა ახალი ექსპერიმენტი
გადახედვა
-
მდინარაძის წერილი და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში? მდინარაძის წერილი და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?
გადახედვა
-
მძიმე მეტალის მოსმენა ფიზიკური ტკივილის ატანას აადვილებს — კვლევა მძიმე მეტალის მოსმენა ფიზიკური ტკივილის ატანას აადვილებს — კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კონკურსის წესი რამდენიმე ფუნდამენტურ კითხვას აჩენს საია: სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კონკურსის წესი რამდენიმე ფუნდამენტურ კითხვას აჩენს
გადახედვა
-
ვინ იყო ნენსი გრეის რომანი — ასტრონომი, რომელსაც "ჰაბლის დედა" უწოდეს ვინ იყო ნენსი გრეის რომანი — ასტრონომი, რომელსაც "ჰაბლის დედა" უწოდეს
გადახედვა
-
ნეპალში მასობრივი დაკრძალვები მიმდინარეობს — წყალდიდობისგან დაღუპულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა ნეპალში მასობრივი დაკრძალვები მიმდინარეობს — წყალდიდობისგან დაღუპულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ხელოვნურ ინტელექტთან ხშირი კომუნიკაცია ადამიანებს სულ უფრო რობოტულს ხდის? — კვლევა ხელოვნურ ინტელექტთან ხშირი კომუნიკაცია ადამიანებს სულ უფრო რობოტულს ხდის? — კვლევა
გადახედვა
-
კროსვორდი: დაასრულე ცნობილი ნახატის სახელი კროსვორდი: დაასრულე ცნობილი ნახატის სახელი
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური ციხეში პატიმართა განთავსების ლიმიტის გაზრდას განმარტავს პენიტენციური სამსახური ციხეში პატიმართა განთავსების ლიმიტის გაზრდას განმარტავს
გადახედვა
-
FT: ილონ მასკი თანახმაა, უკრაინამ Starlink-ით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს FT: ილონ მასკი თანახმაა, უკრაინამ Starlink-ით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი Forbes Georgia Under 30-ის მთავარი წარმდგენია საქართველოს ბანკი Forbes Georgia Under 30-ის მთავარი წარმდგენია
-
"მითების დეტექტორმა" წელს ხელისუფლებასთან ასოცირებული 434 არაავთენტიკური პროფილი გამოავლინა "მითების დეტექტორმა" წელს ხელისუფლებასთან ასოცირებული 434 არაავთენტიკური პროფილი გამოავლინა
გადახედვა
-
სადაც ახალი იდეები იბადება — თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს სადაც ახალი იდეები იბადება — თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს
-
12 ფოტო იმის დასტურად, რომ ლუჩანო პავაროტი შენზე უკეთ ატარებდა შვებულებას 12 ფოტო იმის დასტურად, რომ ლუჩანო პავაროტი შენზე უკეთ ატარებდა შვებულებას
-
15 გამორჩეული ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან 15 გამორჩეული ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან
გადახედვა
-
გააგზავნე მინიმუმ 200 ერთეულის Ria-ს ფულადი გზავნილი დისტანციურად და დასაჩუქრდი გააგზავნე მინიმუმ 200 ერთეულის Ria-ს ფულადი გზავნილი დისტანციურად და დასაჩუქრდი
-
გიგა ფარულავა: გეორგიევსკის ტრაქტატის შემდეგ რუსეთმა გააუქმა ეკლესიის ავტოკეფალია, დაუქვემდებარა რუსულ სინოდს და საუკუნეზე მეტხანს რუსი ეგზარქოსებით მართავდა! გიგა ფარულავა: გეორგიევსკის ტრაქტატის შემდეგ რუსეთმა გააუქმა ეკლესიის ავტოკეფალია, დაუქვემდებარა რუსულ სინოდს და საუკუნეზე მეტხანს რუსი ეგზარქოსებით მართავდა!
გადახედვა
-
თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება — მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება — მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის
-
ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა
-
შალვა ნათელაშვილი Eagle Hills-თან გაფორმებული ხელშეკრულების გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს შალვა ნათელაშვილი Eagle Hills-თან გაფორმებული ხელშეკრულების გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს
გადახედვა
კომენტარები