უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში ჩავიდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში ჩავიდა და ადგილზე გაეცნო მავთულხლართების შედეგად შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას.
კლიმკინი ადგილობრივ მკვიდრს, დავით ვანიშვილს, გაესაუბრა რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან მავთულხლართების გავლების პროცესისა და ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს შექმნილი ვითარების შესახებ.
პავლო კლიმკინის განცხადებით, უკრაინას და საქართველოს აქვს საერთო გამოწვევები და ღირებულებები, ისეთი, როგორიც არის ევროინტეგრაცია, მათი საერთო პრობლემა კი რუსეთია და ერთად უნდა იბრძოლონ ამ პრობლემის მოსაგვარებლად:
„ამ ყველაფრის ადგილზე ნახვა ძალიან მძიმე განცდაა. მაქვს იგივე ემოცია, რაც მქონდა დონბასში ჩასვლისას, გამყოფ ხაზთან რომ ვიმყოფებოდი. რადგან დონბასიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ. სიმბოლურია, რომ სადაც რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებია, არის მავთულხლართები. ჩვენ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები. სამწუხაროდ, უკრაინაში, ყოველ დღე ისვრიან, იღუპება ხალხი, ჩვენი გმირები. მე მინდა ღრმა მწუხარება და განსაკუთრებული პატივისცემა, სოლიდარობა გამოვხატო ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც იბრძოდა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკა, ეს სრულიად შეუფასებელია და ადამიანის გრძნობებს ეხება. ეს ეხება იმას, როგორი იქნება დემოკრატიული და ევროპული საქართველო. ჩვენ ზუსტად ისეთივე ღირებულებები, მიზნები და მისწრაფებები გვაქვს, ევროპული ინტეგრაცია და ევროპული და ტრანსატლანტიკური ოჯახის წევრობა. მაგრამ ჩვენ მსგავსი გამოწვევები და საფრთხეებიც გვაქვს და ამისთვის ერთად უნდა ვიბრძოლოთ. ჩემთვის ძალიან ემოციური იყო ამ ბატონისთვის ხელის ჩამორთმევა. ვიგრძენი, რომ პირველად შევეხე რუსული ოკუპაციის რეჟიმსა და ამ რეჟიმის ტყვეს, რომელიც ასე მტკივნეულად იტანჯება. ჩემი ვიზიტი და ორ ქვეყანას შორის არსებული ყველა კონტაქტები არ ეხება მხოლოდ პოლიტიკასა და ეკონომიკას, ეს არის ჩვენი მეგობრობა, ჩვენი ხალხი. ჩვენ ერთად ვიბრძვით და ასე უნდა გავაგრძელოთ".
ვიზიტის ფარგლებში უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა პატივი მიაგო და გვირგვინით შეამკო საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი.
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
კომენტარები