ნუთუ რძის მწარმოებელ 15 ქართულ კომპანიაზე მოხსნილი სანქციები ღირს ჩვენს ათასწლოვან მეგობრობად? — სტეფანჩუკი
"ნუთუ რძის მწარმოებელ 15 ქართულ კომპანიაზე მოხსნილი სანქციები ღირს ჩვენს ათასწლოვან მეგობრობად?" — ასე მიმართა უმაღლესი რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა ქართველ კოლეგებს. მისი თქმით, საქართველო მხოლოდ მთავრობა არ არის, ესაა "უშიშარი, თავისუფლებისმოყვარე ხალხი", რომელიც არასდროს მისცემს თავს უფლებას, რომ დუმდეს.
"გამარჯობა გენაცვალე, ყოველთვის ასე მივმართავდი ჩემს ქართველ კოლეგებს პარლამენტიდან. როგორ მოხდა გენაცვალე, რომ დღეს, ომის შუაგულში თქვენი მოძმე უკრაინის წინააღმდეგ, გადაწყვიტეთ ვაჭრობა იმ ქვეყანასთან, რომელიც თავს დაგვესხა ჩვენც და თქვენც? [...]
ნუთუ რძის მწარმოებელ 15 ქართულ კომპანიაზე მოხსნილი სანქციები ღირს ჩვენს ათასწლოვან მეგობრობად? ჩვენს საერთო მრავალწლიან ბრძოლად? ჩვენ საერთო მისწრაფებებად? ნუთუ ვერ ხედავთ, რომ საქართველოს მოსახლეობა, რომელიც ქუჩაში გამოდის, მხარს უჭერს უკრაინას და არა თქვენს ბუნდოვან შეთანხმებებს. ნუთუ დაგავიწყდათ დიდი შოთა რუსთაველის სიტყვები: რომ მტერთაგან ყველაზე უარესი ისაა, ვინც მეგობარივით გექცევა. მაგრამ ჩვენს ზუსტად ვიცით, რომ საქართველო მხოლოდ მთავრობა არ არის, პირველ რიგში ეს ქართველი ხალხია უშიშარი, თავისუფლებისმოყვარე ხალხი, რომელიც არასდროს მისცემს უფლებას თავს დუმდეს, როდესაც მისი მოძმეები საფრთხეში არიან. და თქვენც ძვირფასო პარლამენტარებო არ უნდა დუმდეთ, რადგან თქვენ ამ ქვეყნის ნაწილი ხართ", — თქვა მან.
რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარული კონტროლის ფედერალურმა სამსახურმა, რომელიც მოქმედებს როგორც სადამსჯელო ორგანო რუსეთის ფედერაციის არამეგობრული სახელმწიფოების მიმართ სავაჭრო სანქციების დაწესებისთვის, 15 ქართულ საწარმოს შესაძლოა რუსეთში რძის პროდუქტების გატანის ნებართვა მისცეს.
Tass-ის ცნობით, როგორც დეპარტამენტში განმარტავენ, ეს გადაწყვეტილება მის ხელმძღვანელ სერგეი დანკვერტს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს, ზურაბ ჩეკურაშვილსა და სურსათის უვნებლობის თავმჯდომარეს შორის 5 მარტის მოლაპარაკების შედეგად მიიღეს.
საქართველოს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები 2020 წლიდან მიმდინარეობდა და ქართული პროდუქტის ექსპორტზე გატანის გადაწყვეტილებაც სწორედ ამის საფუძველზე იქნა მიღებული.
ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით კი, რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის რძის პროდუქტების ექსპორტის შეთავაზებაზე შექმნილი აჟიოტაჟი ინფორმაციის ნაკლებობის გამოა. მისი თქმით, რუსეთში პროდუქტების ექსპორტის განაცხადი 2020 წელს კერძო კომპანიებმა გაგზავნეს და მას შემდეგ არანაირი მოლაპარაკებები მხარეებს შორის არ შემდგარა.
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები