ალექსეი რეზნიკოვი

27 Feb. 2022, 09:26

ძვირფასო უკრაინელებეო!

72-საათიანი წინააღმდეგობა. სამი დღე, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა ჩვენი ქვეყანა და მსოფლიო. სად არიან ისინი, ვინც კიევის აღებას 72 საათში გვპირდებოდა? Სად არიან? მე მათ ვერ ვხედავ. მხოლოდ მესმის, როგორ იმართლებენ თავს. სამაგიეროდ, ვხედავ გმირულ არმიას, გამარჯვებულ მცველებს, უშიშარ მესაზღვრეებს, თავდადებულ მაშველებს, საიმედო პოლიციელებს, დაუღალავ სამედიცინო ანგელოზებს. ყველას, ვინც თავის საქმეს აკეთებს.

მე ვხედავ ათასობით მოქალაქეს, რომლებმაც აიღეს იარაღი, შეუერთდნენ ტერიტორიული თავდაცვის რიგებს და იბრძვიან შვილებისა და შვილიშვილების მომავლისთვის, მათთვის, ვინც უყვართ, მათი წინაპრების ხსოვნისთვის, მათი სახელმწიფოსთვის. ყველა გხედავთ, მთელი მსოფლიო!

წინ ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა, მაგრამ ახლა მხოლოდ ჩვენ არ ვართ, ვისაც ჩვენი გამარჯვების სჯერა. მიმოიხედეთ, ბევრმა საბოლოოდ დაძლია შიში და გაბედა კრემლის გამოწვევა. ყოველ საათში სულ უფრო მეტი ადამიანი ხვდება, რომ ასეთი ჯარი ევროპაში არსად არსებობს და რომ ამ არმიისა და ჩვენი ხალხის გარეშე ევროპა არასოდეს იქნება უსაფრთხო. ჩვენ გარეშე ევროპა უბრალოდ არ იარსებებს. ამიტომ, დახმარება, რომელიც სამი დღის წინ შეუძლებელი იყო, უკვე მოდის.

სიბნელე უკან დაიხევს, განთიადი ახლოვდება.შევინარჩუნოთ სისტემა. დიდება უკრაინას! დიდება უკრაინის გმირებს!


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  4. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"Facebook-პოსტთან დაკავშირებით პირველი საქმე განვიხილე" — მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას თქმით, Facebook-ზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქის წინააღმდეგ შსს-ს მიერ დაწყებულ საქმეზე…