რა ვქნათ, როცა საქმეები თავზე გვაყრია და ამით გამოწვეული შფოთვა მუშაობის დაწყებაში ხელს გვიშლის
ფოტო: Liubov Dronova / Dribbble.com
შფოთვითი აშლილობის ერთ-ერთი სიმპტომი ემოციების მოზღვავებაა — გრძნობა, რომელიც პარალიზებულს გვტოვებს. თუმცა ეს მდგომარეობა მხოლოდ ამ აშლილობის მქონე ადამიანებისთვის არ არის ნაცნობი. ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველა ავღელვებულვართ იმის გამო, რომ უამრავი საქმე გვაქვს და არ ვიცით, საიდან დავიწყოთ მათი მოგვარება.
ჩვენს ყურადღებას ხომ ყველაფერი მოითხოვს და თუ გვინდა, დავალებები კეთილსინდისიერად შევასრულოთ, თითოეულ მათგანში უამრავი შრომა და ენერგია უნდა ჩავდოთ. ამას დრო სჭირდება — ის კი არასდროსაა საკმარისი. ეს ყველაფერი ზოგჯერ დამთრგუნველი და შემაშინებელიც კია. შედეგად, ადვილია, ამ გრძნობამ მთლიანად მოგვიცვას, ჩაგვყლაპოს.
ასეთ დროს იმის მაგივრად, რომ საქმეს შევუდგეთ, ვიძაბებით, ყურადღების გადასატანად ინსტინქტურად ერთი წუთით ტელეფონს ვიღებთ, თუმცა ეს წუთი საათებშიც კი შეიძლება გადაიზარდოს. ასე პროკრასტინაცია იწყება და მასთან ერთად — დემონური, ბოროტი წრე, ციკლი, რომელიც დაუსრულებელი გვეჩვენება.
ასევე იხილეთ:
ჩვენ სოციალური მედიის სამყაროში ვიკარგებით, დრო მიდის, საქმეები კი ისევ გვიცდის. სადღაც, გონების კუნჭულში, ვაცნობიერებთ, რომ მოვალეობებთან გამკლავების არასწორი სტრატეგია ავირჩიეთ, თუმცა ჩვენს ტვინს ურჩევნია, ამჟამინდელი ხასიათის გამოსწორებაზე ფოკუსირდეს, ვიდრე — გრძელვადიან მიზანზე. საბოლოოდ, გვიწევს, დანაშაულისა და სირცხვილის გრძნობით დამძიმებულებმა, 48 საათის სამუშაო ორ საათში მოვასწროთ, რაც არც საქმისთვისაა კარგი და არც ჩვენი მენტალური ჯანმრთელობისთვის.
ამიტომაც, ასეთ დროს უკეთესი სტრატეგია გვჭირდება — გეგმა, რომელიც ნეგატიური ემოციების მართვაში დაგვეხმარება.
წერეთ ჟურნალში
ფოტო: Maja / Dribbble.com
პირველ რიგში, უნდა გაარკვიოთ, საიდან მოდის ეს გრძნობები. ჟურნალის წარმოებას ბევრი დადებითი ეფექტი აქვს. როგორც კი გვერდს გადაშლით, მაშინვე გასაკეთებელი საქმეების სიის შედგენას ნუ დაიწყებთ. მნიშვნელოვანია, საკუთარ თავსა და ემოციებს დრო დაუთმოთ. ფურცელზე გრძნობებისა და ფიქრების გადატანას მაგიური ძალა აქვს — როცა შფოთვის მიზეზს სახელს ვარქმევთ, მისგან გათავისუფლების გზაზე პირველ ნაბიჯს ვდგამთ.
ჟურნალს საკუთარი მეგობარივით ან თერაპევტივით მოექეცით. დაწერეთ, რა გაწუხებთ, რას გრძნობთ. საკუთარ თავში ასე ჩაღრმავებით, შესაძლებელია, ისეთი ღირებული რამ აღმოაჩინოთ, რაც ნეგატიური ემოციებისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ.
შეადგინეთ გეგმა
ფოტო: Rafael Varona / Dribbble.com
ჟურნალი ჯერ არ დახუროთ. თქვენი ემოციებით ფურცლების შევსებას რომ მორჩებით, გეგმის შედგენას შეუდექით. ჩამოწერეთ ყველაფერი, რაც უნდა გააკეთოთ, შემდეგ კი ეს საქმეები პრიორიტეტების მიხედვით დაალაგეთ. რასაც სასწრაფო ყურადღება სჭირდება, სიის თავში მოაქციეთ და ასე განაგრძეთ.
საქმეების გარკვეული დროის მონაკვეთზე გადანაწილების გზით, აღარ მოგეჩვენებათ, რომ დრო არ გაქვთ ან რომ ყველაფერი ერთ დღეს უნდა მოასწროთ. ახლა უკვე იცით, რით დაიწყოთ.
შეუდექით საქმეს
ფოტო: Faiq / Dribbble.com
ალბათ ხშირად გსმენიათ, რომ ყველაზე რთული რაიმეს დაწყებაა, შემდეგ კი ყველაფერი იოლდება. ამიტომ ჩათვალეთ, რომ ნახევარი ბრძოლა მოგებული გაქვთ, თუ, უბრალოდ, სამუშაო მაგიდასთან გამოცხადდებით და ლეპტოპს ჩართავთ.
თუ დედლაინები ამის ნებას გაძლევთ, შეეცადეთ, პირველი შედარებით ადვილი საქმე გააკეთოთ — ასე იგრძნობთ, რომ სულაც არ ხართ არაკომპეტენტური და ყველაფერთან გამკლავების ძალა გაქვთ. როგორც ლაო-ძიმ თქვა: "ათასი მილის სიშორეზე მოგზაურობა პირველი ნაბიჯით იწყება".
იყავით რეალისტები
ფოტო: Hoang Nguyen / Dribbble.com
მიზეზი, თუ რატომ ვითრგუნებით საქმის წინაშე, პერფექციონიზმი და/ან დაბალი თვითშეფასება შეიძლება იყოს. საკუთარი თავისგან მუდამ მაქსიმალურის მოთხოვნას შეუძლია, სამუშაო მიგატოვებინოთ. შეიძლება, საკუთარ თავს ეუბნებოდეთ: "ამ საქმეს ან იდეალურად შეასრულებ, ან საერთოდ არა".
ჯული მორგენსტერნი, პროდუქტიულობის კონსულტანტი ნიუ-იორკში, ამბობს, რომ პროკრასტინაცია პერფექციონისტებს თავის გამართლებისათვის არაჩვეულებრივ მიზეზს აძლევს: უბრალოდ, საკმარისი დრო არ ჰქონდათ დავალების სრულყოფილად შესასრულებლად.
პერფექციონისტებმა, შეიძლება, შეამჩნიონ, რომ საქმის დასაწყებად იდეალურ მომენტს უცდიან — მაგალითად, წიგნის წერას ვერ დაიწყებთ, თუ პერიოდზე, რომელშიც მოქმედება ხდება, ყველაფერი არ შეისწავლეთ.
ასევე იხილეთ:
დაბალი თვითშეფასების ადამიანებისათვის საქმეში შიში ერთვება. დარდი, რომ შეცდომებს დაუშვებთ, საუკეთესო შედეგს არ მიაღწევთ, ხალხისგან განსჯას მიიღებთ, გაიძულებთ, გადადოთ თქვენი საქმე (იქნებ პერფექციონისტიც ხართ და იდეალურ მომენტს ელოდებით — გონების განათებას, კარგად დასვენებას, გამოძინებას — და შემდეგ აპირებთ მოვალეობის შესრულებას).
საკუთარი თავისგან მხოლოდ საუკეთესოს მოლოდინი დამღუპველი შეიძლება იყოს. სჯობს, რეალისტური მოთხოვნები გქონდეთ და საკუთარ თავს შეცდომების დაშვების უფლება მისცეთ. დაიმახსოვრეთ, რომ რაც უფრო მეტხანს გადადებთ საქმეს, მით უფრო მეტს ინერვიულებთ მასზე. უკეთესია, "ბრწყინვალესა" თუ "იდეალურის" მაგივრად, "საკმარისად კარგსა" და "შესრულებულზე" ფოკუსირდეთ.
შეისვენეთ
ფოტო: Cat Mouta / Dribbble.com
ჰო, საქმე ბევრია, დრო კი — ცოტა. მაგრამ დასვენება მაინც საჭიროა. შესვენების გარეშე საქმეს მხოლოდ გაირთულებთ! 30 წუთი დაიძინეთ, მედიტაციას ან იოგას მიმართეთ, საყვარელ ადამიანებს დაუკავშირდით და მათგან მხარდაჭერა მიიღეთ.
რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ, რომ საკუთარ თავს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადოთ — თუნდაც საყვარელი წიგნის წაკითხვით ან გემრიელი ვახშმით. ნეგატიური ემოციების მოზღვავებასა და შესასრულებელი მოვალეობების უზარმაზარ სიასთან გამკლავება ადვილი სულაც არ არის, ამიტომაც საკუთარი თავით სიამაყე და მასზე ზრუნვა გამართლებულიცაა და მნიშვნელოვანიც.
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი
გადახედვა
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები? ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები?
გადახედვა
-
ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა
-
ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან" ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან"
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
"საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group "საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა

კომენტარები