12 ივნისს, თბილისის დროით 18:00 საათისთვის, მეტას პლატფორმებზე ხარვეზი დაფიქსირდა, არ იტვირთებოდა ფეისბუქი, ინსტაგრამი და მესენჯერი და სისტემაში შესვლა დაბლოკილი იყო, მათ შორის საქართველოშიც. Meta-ს გლობალური ხარვეზი დაახლოებით 30 წუთს გაგრძელდა. ამ დროისთვის, როგორც ჩანს, მომხმარებლების წვდომა აღდგენილია, თუმცა პლატფორმა შეფერხებით მუშაობს.

მიუწვდომელი იყო Meta-ს აპლიკაციების როგორც დესკტოპ, ისე მობილური ვერსიები, ხარვეზისას სისტემამ მომხმარებლები ანგარიშებიდან ავტომატურად გაიყვანა:

ფოტო: Facebook

პრობლემის შესახებ მომხმარებლები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან იტყობინებინებოდნენ, რაც მიანიშნებს, რომ ხარვეზი მასშტაბური და საერთო იყო ყველა ქვეყნის მომხმარებლისთვის.

Meta-ს პლატფორმებზე გათიშვა სერვისების მონიტორინგის საიტ StatusGator-ზეც დაფიქსირდა — გრაფიკის მიხედვით, ხარვეზი თბილისის დროით 17:45 საათზე დაიწყო.

ფოტო: StatusGator

ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ეს ხარვეზი. Meta-ს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.