სტაჟირების პროგრამის ფარგლებში თიბისის გუნდმა სტუდენტებთან შეხვედრების სერია გამართა
ფოტო: თიბისი
20 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით, თიბისი ოთხ უნივერსიტეტს ეწვია. შეხვედრების სერიის — "პირველი ნაბიჯი კარიერისკენ" ფარგლებში ისინი დაახლოებით 400 სტუდენტს შეხვდნენ და იშვიათი შესაძლებლობა მისცეს, პროფესიონალებთან ესაუბრათ, კარიერულ პერსპექტივებს გაცნობოდნენ და თიბისის "შიდა სამზარეულოც" ეხილათ.
თიბისი წლებია ზრუნავს დამწყები პროფესიონალების განვითარებაზე — როგორც თიბისი კამპუსის, ისე სტაჟირების პროგრამის საშუალებით. ამჯერად, ინიციატივა შეხვედრების სერიას დაეთმო, რომლის ფარგლებშიც თიბისის გუნდი სტუდენტებს ეწვია და მათ პრაქტიკული გამოცდილება და ცოდნა გაუზიარა პირველი კარიერული ნაბიჯების მხარდასაჭერად.
როგორც ლელა თოფურიამ, თიბისის ტალანტების მოზიდვისა და შერჩევის განყოფილების უფროსმა, გვითხრა, უნდათ ახალგაზრდებმა დაინახონ, რომ კარიერის დაწყება თიბისიში მათთვის კარგი შესაძლებლობაა, როცა ინტერესი, მოტივაცია და სწავლის სურვილი გაქვს.
"ეს თიბისისთვისაც დიდი შანსია, რომ ადამიანური კაპიტალი შემოიკრიბოს: ახალგაზრდა ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც "მომავალში საკუთარი იდეებით, ენერგიითა და პროფესიონალიზმით თიბისის განვითარების ნაწილი გახდებიან".
გვჯერა, რომ კომპანიის ყველაზე დიდი ღირებულება ადამიანები არიან".
როგორ ჩაიარა სტუმრობამ
თიბისიმ ვიზიტები ისე დაგეგმა, რომ სტუდენტებისთვის ინფორმაციული და ამასთანავე პრაქტიკულად გამოსადეგიც ყოფილიყო. გუნდი კავკასიის უნივერსიტეტს, თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებს, ISET-სა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს ეწვია.
შეხვედრების პირველი ნაწილი გაცნობითი იყო — ახალგაზრდები გაეცნენ როგორც ერთმანეთს, ასევე თიბისის გუნდსაც. შემდეგ ინტერაქციული თამაშიც გაიმართა; ამ აქტივობის გამარჯვებულებს კი, განსაკუთრებული შესაძლებლობა მისცეს, Job Shadowing-ის ფორმატში ერთი დღე თიბისიში გაატარონ და რეალურ სამუშაო პროცესს დააკვირდნენ.
შემდეგ ეტაპზე სტუდენტებს სტაჟირების პროგრამა, მისი სარგებელი და შერჩევის პროცესი გააცნეს დეტალურად. რაც ყველაზე საინტერესოა, თიბისიმ სიმულაციური გასაუბრებები მოაწყო შერჩევის მენეჯერებთან. მონაწილეებმა, გასაუბრების გამოცდილების გარდა, ინდივიდუალური უკუკავშირი და რეკომენდაციებიც მოისმინეს.
"განსაკუთრებით დადებითი გამოხმაურება მოჰყვა გასაუბრების სიმულაციებს. სტუდენტებისთვის ძალიან ღირებული აღმოჩნდა შესაძლებლობა, უსაფრთხო გარემოში გამოეცადათ საკუთარი თავი", — გვითხრა ლელამ.
სწორედ, ეს იყო მათი მიზანიც, რომ სტუდენტებს არა მხოლოდ ინფორმაცია, არამედ გამოცდილება მიეღოთ, რომელიც მათ კარიერული გზის დაგეგმვასა და პირველი ნაბიჯების გადადგმაში დაეხმარებათ.
შეხვედრების მესამე ნაწილი პრაქტიკულ ვორქშოფებს დაეთმო, რათა სტუდენტებს რეალურად დაენახათ, როგორია თანამედროვე სამუშაო გარემო და სამომავლო პერსპექტივები. ისინი სხვადასხვა მიმართულების წარმომადგენლებს შეხვდნენ, იქნებოდა ეს ბიზნესის, ფინანსების, ინვესტიციების, მარკეტინგის, მონაცემთა მართვისა თუ AI-ის გუნდები. პროცესში თიბისის რეალურ პროექტებზეც შეიტყვეს და პარალელურად თავადაც გამოცადეს კონკრეტული ამოცანების შესრულება.
"რეალური მაგალითებით დაინახეს, როგორ იქმნება პროდუქტები და სერვისები, რომლებსაც ყოველდღიურად მილიონობით მომხმარებელი იყენებს", — თქვა ლელამ.
მისი აზრით, სტუდენტებისთვის ყველაზე ღირებული იყო შესაძლებლობა, უშუალოდ შეხვედროდნენ ადამიანებს, რომლებიც თიბისიში მნიშვნელოვან და მასშტაბურ პროექტებზე მუშაობენ.
როგორც ლელამ სტუდენტების უკუკავშირის საფუძველზე გვითხრა, მონაწილეებისთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი აღმოჩნდა, რომ ექსპერტებთან პირდაპირი კომუნიკაციის საშუალება მიეცათ და მათი რეალური გამოცდილებაც გაიზიარეს. ვიზიტები ღირებული აღმოჩნდა თავად ლელასთვის და თიბისის გუნდისთვისაც:
"ყველაზე მეტად იმან გამახარა, თუ რამდენად ნიჭიერი, მოტივირებული და ცნობისმოყვარე ახალგაზრდები გავიცანი ამ შეხვედრების ფარგლებში", — ამბობს ლელა — "მათთან ურთიერთობამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ საქართველოში ძალიან ძლიერი და პერსპექტიული თაობა იზრდება — ახალგაზრდები, რომლებსაც აქვთ ამბიცია, სურვილი ისწავლონ, განვითარდნენ და საკუთარი წვლილი შეიტანონ მნიშვნელოვანი საქმეების შექმნაში. მათი ენერგია, კითხვები და ინტერესი ნამდვილად შთამაგონებელი იყო".
თიბისის ტალანტების მოზიდვისა და შერჩევის განყოფილების უფროსს იმედი აქვს, რომ ამ ახალგაზრდების ნაწილი რამდენიმე თვეში უკვე თიბისის გუნდის წევრიც გახდება.
თიბისის სტაჟირების შესახებ
გამბედავ, მოუსვენარ და მიზანსწრაფულ ახალ თაობას ველოდებით ჩვენს დიდ გუნდში".
სტაჟირება, როგორც წესი, სამუშაო გამოცდილების მისაღები ინსტრუმენტია დამწყებთათვის, თუმცა ხშირად გვავიწყდება, რომ კომპანიისთვის ეს ამავდროულად შანსია, საკუთარი ადამიანური რესურსი თავადვე განავითაროს და შექმნას.
თიბისის სტაჟირება ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნვასთან ერთად, სწორედ, ამასაც ისახავს მიზნად. როგორც ლელამ აღნიშნა, თიბისის სტაჟირების პროგრამის მთავარი მიზანია, ორგანიზაციაში საუკეთესო ახალგაზრდა ტალანტები მოიზიდონ:
"სწორედ, ასეთი ადამიანები ქმნიან იმ პროდუქტებს, სერვისებსა და ინოვაციებს, რომლითაც თიბისი დღეს გამოირჩევა".
როგორც ლელამ აგვიხსნა, სტაჟირების პროგრამის მონაწილეებს შეუძლიათ, პროფესიონალებთან ერთად რეალურ პროექტებზე იმუშაონ და "კარიერის პირველი ნაბიჯები ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ ორგანიზაციაში გადადგან". პროგრამები ახალგაზრდებში საკმაოდ მოთხოვნადი ყოფილა, ყველაზე მეტად კი, ტექნოლოგიების, მონაცემთა ანალიზის, AI-ს, ფინანსებისა და ბიზნესის მიმართულებები აინტერესებთ.
სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობა ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტს შეუძლია, ვინც კი მონაწილეობის სწავლასთან შეთავსებას შეძლებს. შეხვედრების სერიის ფარგლებში გუნდმა ღიად განიხილა ის კითხვები თუ მოლოდინები, რომლებიც ახალგაზრდებს კარიერის დაწყებისას ყველაზე ხშირად აქვთ. გაუზიარეს ისიც, თუ რას ეძებენ სტაჟიორებში, რა უნარები ფასდება ყველაზე მეტად და როგორ შეუძლიათ მათ საკუთარი პოტენციალის წარმოჩენა.
და მაინც, ვის ეძებს თიბისი? — ამ კითხვაზე საპასუხოდ ლელამ შემდეგი ასპექტები ჩამოთვალა:
"ვეძებთ პოტენციალს, სწავლის სურვილს, ინიციატივას, ანალიტიკურ აზროვნებას და იმ უნარებს, რომლებიც მომავალში პროფესიულ წარმატებას განაპირობებს".
სექტემბრის გეგმები
თიბისი სტაჟირების ახალ ნაკადზე მიღებას სექტემბრიდან გამოაცხადებს. პროგრამებისა და შერჩევის ეტაპებზე დეტალურ ინფორმაციას თიბისის სხვადასხვა სოციალური არხიდან მივიღებთ.
ლელას აზრით, ახალგაზრდებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გამბედაობა, მცდელობა, კითხვების დასმა და გამოცდილებების ძიებაა. ფიქრობს, რომ სწორედ აქედან შეიძლება დაიწყოს ყველაფერი:
"ამიტომ ჰქვია ჩვენს ინიციატივას "პირველი ნაბიჯი კარიერისკენ", რადგან ხშირად ერთი შეხვედრა, ერთი შესაძლებლობა ან ერთი გაბედული გადაწყვეტილება შეიძლება გახდეს დიდი პროფესიული გზის დასაწყისი".
"თიბისიში გვჯერა, რომ შეუძლებელიც შესაძლებელია, მთავარია გჯეროდეს და სწორედ გამბედავ, მოუსვენარ და მიზანსწრაფულ ახალ თაობას ველოდებით ჩვენს დიდ გუნდში", — გვითხრა ბოლოს ლელამ.
-
ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს
გადახედვა
-
მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ
გადახედვა
-
კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა
გადახედვა
-
ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება
გადახედვა
-
გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
გადახედვა
-
პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
კომენტარები