კოდის წერა AI-ის ეპოქაში: რატომ იზრდება დეველოპერის როლი კომპლექსურ სისტემებში
ფოტო: Upgaming
ბოლო პერიოდის ყველაზე ხშირად დასმული კითხვა ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში, ალბათ, ყველასთვის ნაცნობია: ჩაანაცვლებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი დეველოპერებს?
კოდის გენერირების საოცარმა სისწრაფემ ბევრ დამწყებ სპეციალისტსა თუ ენთუზიასტს აფიქრებინა, რომ ადამიანის როლი პროგრამირებაში მინიმუმამდე მცირდება. თუმცა, რეალობაში სრულიად საპირისპირო ტენდენციას ვხედავთ. სახეზეა ერთგვარი ტექნოლოგიური პარადოქსი: რაც უფრო ხელმისაწვდომი ხდება AI ინსტრუმენტები, მით მეტად იზრდება მოთხოვნა ძლიერ, საინჟინრო აზროვნების მქონე პროფესიონალებზე.
საქმე ის არის, რომ ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, თავად პროგრამული სისტემების სირთულეც იზრდება. როგორც Upgaming-ის Tech Lead-ი, სოფო ქობულაშვილი აღნიშნავს, მთავარი ზღვარი ხელოვნურ ინტელექტსა და ადამიანის გონებას შორის სწორედ ამ კომპლექსურობის მართვისას ვლინდება.
“AI ძალიან ეფექტურია კონკრეტული, ვიწრო ამოცანების შესრულებაში, იქნება ეს კოდის სწრაფი გენერაცია, რეფაქტორინგი, მარტივი ხარვეზების გასწორება თუ დოკუმენტაციის შექმნა. თუმცა, კომპლექსურ პროექტებში მთავარი გამოწვევა მხოლოდ კოდის დაწერა ან ფუნქციონალური პროტოტიპის მიღება არ არის. მთავარი ღირებულება პროდუქტის მასშტაბის, გრძელვადიანი მიზნებისა და კომპონენტების ერთმანეთთან კავშირის სრულყოფილად გააზრებაშია“.
სოფოს აზრით, ისეთ ტექნოლოგიურ კომპანიებში, როგორიც აპგეიმინგია, სადაც ყოველდღიურობა ასობით სხვადასხვა სისტემის ინტეგრაციას, უსაფრთხოებასა და ბიზნეს მიზნების დაბალანსებას უკავშირდება, კრიტიკული აზროვნება გადამწყვეტი ხდება. AI-ს შეუძლია მოგვაწოდოს ალტერნატიული რეკომენდაციები ვიწრო კონტექსტში, მაგრამ მას არ შეუძლია აწონ-დაწონოს გრძელვადიანი საოპერაციო რისკები. როდესაც სისტემის მასშტაბი დიდია, ადამიანის გამოცდილება და ინტუიცია კვლავ შეუცვლელ ფუნქციად რჩება.
დეველოპმნეტ პროცესის ევოლუცია: სამუშაო დღე AI-მდე და ახლა
ტექნოლოგიების ასეთმა სწრაფმა პროგრესმა ბუნებრივად შეცვალა ინჟინრების ყოველდღიური სამუშაო რიტმიც. თუ რამდენიმე წლის წინ Senior დეველოპერის დროის უდიდესი ნაწილი უშუალოდ კოდის ხელით წერასა და საჭირო ტექნიკური გადაწყვეტებისა თუ სიახლეების ხანგრძლივ ძიებაზე იხარჯებოდა, დღეს ეს მოცემულობა სრულიად სხვაგვარია. AI-მ მექანიკური, რუტინული სამუშაოები მკვეთრად დააჩქარა, რამაც დეველოპერებს უფრო მაღალი დონის ამოცანებზე კონცენტრირების საშუალება მისცა.
დღეს ტექნოლოგიურ პროცესებში წამყვანი ინჟინრის ენერგია მიმართულია იქით, სადაც შემოქმედებითი და ანალიტიკური მიდგომაა საჭირო: სისტემების არქიტექტურის დაგეგმვა, ტექნიკური ალტერნატივების სიღრმისეული შეფასება, მოთხოვნების ანალიზი და პროდუქტის საიმედოობის უზრუნველყოფა. თუმცა, სამუშაო სტილის ამგვარი შემსუბუქება ავტომატურად არ ნიშნავს ხარისხის კონტროლის შესუსტებას. პირიქით, ახალ რეალობაში ფხიზელი თვალი ბევრად უფრო კრიტიკულია.
“AI-ის მიერ გენერირებულ კოდს არასოდეს ვენდობი ბრმად. მის შემოთავაზებებს ყოველთვის კრიტიკულად ვაანალიზებ, ვამოწმებ და საჭიროების შემთხვევაში მნიშვნელოვნად ვცვლი, იმისთვის, რომ საბოლოო შედეგი პროექტის მოთხოვნებსა და ხარისხის სტანდარტებს სრულად შეესაბამებოდეს“, — განმარტავს სოფო.
კოდის წერა vs. სისტემის დიზაინი და პროექტირება: აპგეიმინგის ხედვა
დამწყებებისთვის პროგრამირება ხშირად ეკრანზე კოდის სწრაფად წერასთან ასოცირდება. თუმცა, AI-ის ეპოქაში, როცა სინტაქსის გენერირება წამებშია შესაძლებელი, მთავარი ღირებულება სისტემურ აზროვნებაზე გადის. ეს არის უნარი, პროდუქტს ფართო კონექსტიდან შეხედო.
სოფო ქობულაშვილის თქმით, გამოცდილი დეველოპერი ახალი ფუნქციონალის შექმნისას ფიქრობს არა მხოლოდ სასურველ შედეგზე, არამედ პროცესის სრულ ციკლზე:
- როგორ მიმოიცვლება, შეინახება და სინქრონიზდება მონაცემები უსაფრთხოდ?
- რა ეფექტს მოიტანს ეს ცვლილებასსისტემასა და სხვა დაკავშირებულ კომპონენტებზე
- როგორ დამუშავდება გამონაკლისი შემთხვევები და რამდენად მოქნილი იქნება არქიტექტურა სამომავლოდ?
- როგორ იმუშავებს სისტემა, როცა მას ერთდროულად ათასობით მომხმარებელი მიმართავს?
“AI შეიძლება დაგეხმაროს კონკრეტული პატარა ნაწილის შექმნაში, მაგრამ მთლიანობის დანახვა და სისტემის სხვადასხვა კომპონენტს შორის კავშირების გააზრება კვლავ ადამიანის მთავარი უპირატესობაა“. — აღნიშნავს სოფო.
კონტექსტის ძალა და Problem Solving-ის ხელოვნება
ხელოვნური ინტელექტი კარგად უმკლავდება მკაფიო, იზოლირებულ დავალებებს, თუმცა რეალურ პროექტებში პრობლემები იშვიათად ჩნდება ერთ კონკრეტულ ადგილას. AI-ის უდიდესი სისუსტე სწორედ აქ ვლინდება, მას აკლია ღრმა ბიზნეს კონტექსტის გააზრების, რეალური შეზღუდვებისა და ორგანიზაციული რისკების დანახვის უნარი.
გამოწვევები, როგორც წესი, სხვადასხვა სისტემის, გუნდისა და ბიზნეს პროცესის გადაკვეთაზე იბადება. სწორედ ამიტომ, კრიზისულ მომენტებში ადამიანური ინტუიცია და გამოცდილება გადამწყვეტი ხდება.
“როდესაც სისტემაში სერიოზული პრობლემა ჩნდება, მაგალითად, მომსახურება ითიშება, მონაცემები იკარგება ან მომხმარებლები ვერ იღებენ სერვისს, პასუხისმგებლობას AI ვერ აიღებს. ასეთ დროს საჭიროა სიტუაციის სწრაფი შეფასება და გადაწყვეტილებების მიღება არასრული ინფორმაციის პირობებში. Problem Solver-ის მთავარი ღირებულებაც ეს არის — გაურკვევლობაში სწორი მიმართულების პოვნა“, — განმარტავს სოფო ქობულაშვილი.
ინტუიცია, სინამდვილეში, წარსულ გამოცდილებაზე დაფუძნებული სწრაფი ანალიზია, რასაც ხელოვნური ინტელექტი ვერ ანაცვლებს. AI შეიძლება იყოს ძლიერი დამხმარე, მაგრამ კოდზე საბოლოო პასუხისმგებლობა, გადაწყვეტილება და ლიდერობა ყოველთვის ადამიანის პრეროგატივაა.
გზამკვლევი დამწყებებისთვის: როგორ არ გავხდეთ AI-ზე დამოკიდებულები
ბევრი დამწყები სპეციალისტი დღეს შიშობს, ღირს თუ არა საერთოდ ამ სფეროსთან დაკავშირება ხელოვნური ინტელექტის ბუმის ფონზე. სოფო ქობულაშვილის პასუხი ასეთია: პროგრამირების სწავლა დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, თუმცა აქცენტები ოდნავ იცვლება.
ნოვაციური ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების ფონზე, პროფესიული ზრდა მხოლოდ ახალი უნარების ათვისებით აღარ შემოიფარგლება. სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება კომფორტის ზონის მიღმა განვითარება, პასუხისმგებლობების არეალის გაფართოება და მუდმივი წინსვლა.
იმისათვის, რომ მომავალშიც მოთხოვნად პროფესიონალებად დარჩეთ, სოფო სამ მთავარ მიმართულებას გამოყოფს:
- ფოკუსი ბაზისურ ცოდნაზე: ვინაიდან, მარტივი ტექნიკური გადაწყვეტების შესახებ ინფორმაციის მოძიება უკვე იოლია, მეტი დრო დაუთმეთ ალგორითმულ აზროვნებას, მონაცემთა შენახვის სტრატეგიების გააზრებას, ინფრასტრუქტურასა და სისტემის დიზაინის საფუძვლებს.
- არ გამოტოვოთ ხელით კეთების ეტაპი: სწავლის ადრეულ საფეხურზე ზედმეტად ნუ დაეყრდნობით აგენტურ AI მოდელებს. ეცადეთ, ბევრი საინტერესო ფუნქციონალი საკუთარი ხელით შექმნათ. ეს ინსტრუმენტების შესაძლებლობების სიღრმისეულ გააზრებაში დაგეხმარებათ.
- განავითარეთ სოფთ სქილები: კომუნიკაცია, გუნდური მუშაობა და ბიზნესის მოთხოვნების ტექნიკურ ენაზე თარგმნის უნარი ის თვისებებია, რომლებიც დღეს ნებისმიერ დეველოპერს სჭირდება წარმატებული კარიერისთვის.
ტექნოლოგიები მუდმივად იცვლება, მაგრამ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ რთული პრობლემების გააზრება, სწორი კითხვების დასმა და პასუხისმგებლობის აღება, ყოველთვის იშვიათნი და მოთხოვნადი იქნებიან.
ხელოვნური ინტელექტი არ ამცირებს კარგი ინჟინრების საჭიროებას. პირიქით, ის ზრდის იმ პროფესიონალების ღირებულებას, რომლებიც ამ ინსტრუმენტებს ეფექტურად იყენებენ რეალური პრობლემების გადასაჭრელად. აპგეიმინგის კორპორატიულ კულტურაშიც აქცენტი სწორედ ასეთი, სისტემური ხედვის მქონე ნიჭიერი ადამიანების განვითარებაზეა, მათზე, ვისაც კომპლექსური გამოწვევები არ აშინებთ.
-
ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო სწავლება დაიწყო ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო სწავლება დაიწყო
გადახედვა
-
OC Media: აზერბაიჯანში ჰიჯაბებთან დაკავშირებით პროტესტია — ვრცელდება ცნობები სოცქსელების დაბლოკვის შესახებ OC Media: აზერბაიჯანში ჰიჯაბებთან დაკავშირებით პროტესტია — ვრცელდება ცნობები სოცქსელების დაბლოკვის შესახებ
გადახედვა
-
კაია კალასი: ქართველ ხალხს ევროპული მომავალი უნდა, მაგრამ მათ ამას "ქართული ოცნება" სისტემატურად ართმევს კაია კალასი: ქართველ ხალხს ევროპული მომავალი უნდა, მაგრამ მათ ამას "ქართული ოცნება" სისტემატურად ართმევს
გადახედვა
-
სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმიდან მოსამართლე მანანა კობახიძის თვითგანრიდების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმიდან მოსამართლე მანანა კობახიძის თვითგანრიდების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
გადახედვა
-
Global Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის Global Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის
-
საქართველოს განადგურების მოწოდებისა და ქართველების შეურაცხყოფისთვის რუსეთში მოქალაქე 10 000 რუბლით დააჯარიმეს საქართველოს განადგურების მოწოდებისა და ქართველების შეურაცხყოფისთვის რუსეთში მოქალაქე 10 000 რუბლით დააჯარიმეს
გადახედვა
-
ევროსაბჭომ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარების გამო 77 ფიზიკური პირი დაასანქცირა ევროსაბჭომ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარების გამო 77 ფიზიკური პირი დაასანქცირა
გადახედვა
-
BMG: მამუკა მდინარაძემ საკონსულტაციო კომპანია დააფუძნა BMG: მამუკა მდინარაძემ საკონსულტაციო კომპანია დააფუძნა
გადახედვა
-
უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმების შემდეგ, Yandex-ს შესაძლოა აღჭურვილობის შესაცვლელად ექვსი თვე დასჭირდეს უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმების შემდეგ, Yandex-ს შესაძლოა აღჭურვილობის შესაცვლელად ექვსი თვე დასჭირდეს
გადახედვა
-
მომთაბარე პოდკასტი: ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — ფრინველების დიდი მიგრაცია მომთაბარე პოდკასტი: ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — ფრინველების დიდი მიგრაცია
-
როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე
გადახედვა
-
"მცხეთობასთან" დაკავშირებით მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება "მცხეთობასთან" დაკავშირებით მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
გადახედვა
-
ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა
გადახედვა
-
გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი
გადახედვა
-
Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია
გადახედვა
-
თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მათი საქმიანობა რუსეთში "კოკა-კოლას" გაყიდვასთან დაკავშირებული არ არის თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მათი საქმიანობა რუსეთში "კოკა-კოლას" გაყიდვასთან დაკავშირებული არ არის
გადახედვა
-
10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია 10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია
გადახედვა
-
რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა? რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა?
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
-
ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
გადახედვა
კომენტარები