პროკრასტინაცია გახასიათებს? მართე ემოციები და არა დრო
პრობლემა არა სამუშაოს თავიდან არიდებაში იმალება, არამედ — ნეგატიური ემოციებისგან გათავისუფლების სურვილში.
ფოტო: Marion Fayolle
ადრეულ 1980-იანებში დაგლას ადამსი მთელი ძალით ცდილობდა, ყველასთვის საყვარელი სერიის, ჰიჩჰაიკერის გზამკვლევი გალაქტიკაში, მეოთხე ნაწილზე მუშაობის დასრულებას. სამეცნიერო ფანტასტიკის დიდმა იუმორისტმა სერიის წინა წიგნების წერისას შეამჩნია, რომ კარგი აზრები და იდეები, ძირითადად, აბაზანაში მოსდიოდა, ამიტომ ყოველ დილას იქამდე ატარებდა შხაპის ქვეშ, სანამ გონება არ გაუნათდებოდა. თუმცა რა წამს ის ჩაცმას მორჩებოდა და სამუშაოდ მაგიდას მიუჯდებოდა, ყველა გენიალური აზრი ავიწყდებოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ აბაზანაში უნდა შებრუნებულიყო.
ბევრი თვის უშედეგო მუშაობის შემდეგ ადამსმა რამდენიმე კვირით ქალაქგარეთ განტვირთვა და სიმარტოვეში წერა გადაწყვიტა. მაგრამ, სამწუხაროდ, ის მასპინძლებთან დამეგობრდა და დროის უმეტესი ნაწილი ღვინის სმაში დახარჯა. ხელნაწერის ჩაბარების დედლაინამდე სულ რაღაც რამდენიმე კვირით ადრე მას მარტო 25 გვერდი ჰქონდა დაწერილი. "მე მიყვარს დედლაინები", — უთქვამს ადამსს, — "განსაკუთრებით ის ხმა მომწონს, გვერდზე ჩაქროლებისას რომ გამოსცემენ".
ფოტო: Museo Del Prado
პროკრასტინაციაში მსოფლიო ჩემპიონატი რომ გამართულიყო, საპრიზო ადგილებს მწერლები დაიკავებდნენ. მარგარეტ ეტვუდმა წლების წინ თქვა, რომ მისი წერის რუტინა იწყებოდა დილით პროკრასტინაციითა და წუხილით. შემდეგ კი, დაახლოებით 3 საათისთვის, ის ტექსტზე მუშაობას იმაზე შფოთვით შეპყრობილი იწყებდა, რომ ვეღარაფერს მოასწრებდა. მიუხედავად ამისა, მას დედლაინისთვის არასდროს გადაუცილებია.
პროკრასტინაცია გულისხმობს დავალებებისა და საქმეების გადადებას მაშინაც კი, როცა ვაცნობიერებთ, რომ ეს ძვირად დაგვიჯდება. გაიხსენეთ, ბოლოს როდის გადაგიდიათ შესასრულებელი საქმე, რათა იუთუბის კიდევ ერთი ვიდეოსთვის გეყურებინათ და რაღაც ეტაპზე აღმოგიჩენიათ, რომ უკვე კატების ვიდეოზე მიშტერებულ თქვენს კატას მისშტერებიხართ. ჩნდება კითხვა, რა იწვევს პროკრასტინაციას და როგორ დავამარცხოთ ის? ეტვუდს ამისთვის თავისი პასუხი აქვს მზად — მისი თქმით, პროკრასტინაციას სიზარმაცის გამო განიცდის. დიდი პატივისცემით, მაგრამ მას ამაში ვერ დავეთანხმებით.
ფსიქოლოგებმა, ტიმოთი პიჩილმა და ფუშია სიროიმ აღმოაჩინეს, რომ პროკრასტინაციას განვიცდით არა სამუშაოს ასარიდებლად, არამედ ნეგატიური ემოციებისგან თავის დაცვის სურვილით. ადამიანებს პროკრასტინაცია მაშინ უფრო გვეუფლება, როცა შესასრულებელი საქმე ჩვენში ისეთ ემოციებს აღძრავს, როგორიცაა შფოთვა, დაბნეულობა ან მოწყენილობა. და მიუხედავად იმისა, რომ პროკრასტინაცია თავს თავიდან კარგად გვაგრძნობინებს, საბოლოოდ მას უარეს მდგომარეობამდე მივყავართ.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუკი თქვენ პროკრასტინაციის შემთხვევათა შემცირება გინდათ, არაა აუცილებელი, თქვენი სამუშაო ეთიკისა ან დროის მენეჯმენტის დახვეწა. ამის მაგივრად, სჯობს, თქვენი ემოციების მართვა-რეგულირება შეძლოთ.
ერთ-ერთი გამოსავალია, უარი თქვათ საკუთარი თავისთვის ტკივილის მიყენებაზე. მაგალითად, დაგლას ადამსი, ექიმების ენაზე რომ ვთქვათ, ნერვული პერფექციონიზმით იტანჯებოდა: ის საკუთარი თავის ყველაზე მკაცრი კრიტიკოსი იყო. ადამსი უკვე დაბეჭდილ ტექსტს მცირედ ნაკლს მაინც თუ უპოვიდა, ფურცელს დაუფიქრებლად აგდებდა. ეტვუდი უფრო შორს მიდიოდა და ფურცელზე სიტყვების გადმოტანის ეტაპზეც კი ორჭოფობდა. ის მხევლის წიგნის წერას სამი წლის განმავლობაში ირიდებდა თავიდან. "ვფიქრობდი, რომ ზედმეტად გიჟური იყო", — იხსენებს ის. მწერალში მღელვარებამ მხოლოდ მაშინ იკლო, როცა მკითხველთა აზრზე ფიქრი შეწყვიტა, მუშაობისას კი თავის ნაწერს აღარ განსჯიდა.
ფოტო: Joey Guidone
აი, რას აკეთებენ ის პერფექციონისტები, რომლებიც მაქსიმალურ პროდუქტიულობაზე არიან ორიენტირებულნი: ისინი სიმაღლეების დაპყრობას მუშაობის საკუთარი სტანდარტების მიხედვით ესწრაფვიან და არა — სხვების მოლოდინების გასამართლებლად. როცა ნაწერის შავი ვერსია იმედს გაგიცრუებთ, საკუთარი თავის გაკიცხვის მაგივრად შეეცადეთ, თქვენს თავს თანაუგრძნოთ: გაიხსენეთ, რომ თქვენც ადამიანი ხართ და რომ ზოგჯერ ყველა განიცდის პროკრასტინაციას. ამის შემდეგ კი შექმენით სამუშაო გეგმა, რომელიც თქვენ მიერ შესრულებულ საქმესა და მოლოდინებს შორის არსებულ ნაპრალს ამოავსებს.
მეორე გამოსავალი იმის გადახედვაა, თუ როდის შეასრულებთ დაკისრებულ ვალდებულებებს. ბევრი კვლევა აჩვენებს, რომ პროკრასტინაციის გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანები უფრო ხშირად "ღამის ბუები" არიან. სამუშაო დღე იწყება მაშინ, როცა მათი გონება ჯერ ბოლომდე გამოფხიზლებული არაა. ახლადგამოღვიძებულზე კი მოსაწყენ საქმეს, როგორც წესი, "არას" ვუცხადებთ. თუკი ამ დახასიათებაში საკუთარი თავი ამოიცანით, მაშინ საქმის გადადება, შეიძლება, დაგეხმაროთ კიდეც. ამ შემთხვევაში, თუკი თქვენ საქმეს გვერდზე დებთ, რადგან ფიქრობთ, რომ მოგვიანებით მას უკეთ გაართმევთ თავს, პროკრასტინაციის მსხვერპლი სულაც არ ხართ.
მესამე გამოსავალი იმაზე დაფიქრებაა, თუ ვის გვერდით გიწევთ დავალების შესრულება. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, როცა ადამიანს საშუალოზე მეტად პროდუქტიული ადამიანის გვერდით სვამდნენ, მისი პროდუქტიულობაც 10 პროცენტით იზრდებოდა. ზოგჯერ მაღალპროდუქტიული ადამიანები საქმეს მეტ ხალისსა და აზრს სძენენ. სხვა შემთხვევებში კი ასეთი ადამიანები პროკრასტინაციას იმდენად მტკივნეულად განიცდიან, რომ პროგრესი თავისთავად ხდება უფრო მიმზიდველი ალტერნატივა.
პროკრასტინაციის გავლენის ქვეშ მოხვედრა გაცილებით მარტივია, როცა თქვენ დამოუკიდებლად მუშაობთ, შესასრულებელი საქმე კი მოსაწყენი და აზრმოკლებულია. მაგრამ თქვენ ალბათ არასოდეს გსმენიათ იმ ქირურგების შესახებ, რომელთაც სამედიცინო პროცედურა გადაუდიათ. როგორც წესი, საქმეზე გაცილებით მარტივად მაშინ ვკონცენტრირდებით, როცა სხვები ჩვენზე იმედს ამყარებენ. როცა ჩვენს საქმეზე დამოკიდებულ ადამიანს ვხედავთ, ეს ფაქტი ჩვენს სამუშაოს მეტ აზრს სძენს (ან ჩვენში აუტანელ შფოთვას იწვევს) და, შედეგად, მეტად კონცენტრირებულები ვხდებით.
ფოტო: Ellen van Engelen
დაგლას ადამსმა ეს ყველაფერი გაიაზრა. სამუშაოს ჩაბარების დედლაინის მოახლოებისას და აბაზანის მეთოდის უშედეგობის დანახვისას, მის გადასარჩენად მისივე რედაქტორი მოვიდა. მან სასტუმროში თავისთვისა და მწერლისთვის გვერდიგვერდ ნომრები დაჯავშნა და ადამსის მუშაობას ყოველდღე აკვირდებოდა. შედეგად, რამდენიმე კვირაში ხელნაწერი დასრულებული იყო.
პროკრასტინაცია არ არის დაავადება, რომლის განკურნებაც სამუდამოდაა შესაძლებელი — ეს გამოწვევაა, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა გავუმკლავდეთ.
ჩვენ ყოველთვის გვექნება ის არასასურველი დავალებები, რომლებიც ჩვენში კარგ ემოციებს არ დაბადებს. მსგავსი უარყოფითი გრძნობების თავიდან აცილების ჩვევის გამომუშავება კი შესაძლებელია. და მიუხედავად იმისა, რომ ადამსს არასდროს დაუმარცხებია პროკრასტინაცია, მან იმისთვის მაინც მოიცალა, რომ საკუთარი თავისთვის წინასწარვე მოეფიქრებინა ეპიტაფია: "მან, როგორც იქნა, თავისი დედლაინი დაიცვა".
-
"მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ" — რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი მე-3 წერილში? "მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ" — რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი მე-3 წერილში?
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა საბოლოოდ დაადასტურეს, რომ "ცარიელი" სივრცე ცარიელი არ არის შესაძლოა, მეცნიერებმა საბოლოოდ დაადასტურეს, რომ "ცარიელი" სივრცე ცარიელი არ არის
გადახედვა
-
ლევან ხაბეიშვილი: "ამოდენა შეტლიკინებას" ნუ დაუკარგავთ, ირაკლი ღარიბაშვილი უპირისპირდება ბიძინას და ჩვენ რას ველოდებით? ლევან ხაბეიშვილი: "ამოდენა შეტლიკინებას" ნუ დაუკარგავთ, ირაკლი ღარიბაშვილი უპირისპირდება ბიძინას და ჩვენ რას ველოდებით?
გადახედვა
-
კინოცენტრი რეჟისორ უტა ბერიას ბრალდებებს განცხადებით ეხმაურება — დეტალები კინოცენტრი რეჟისორ უტა ბერიას ბრალდებებს განცხადებით ეხმაურება — დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
-
ცენტრალურ აფრიკაში, კამერუნის საზღვართან ოქროს მაღაროს ჩამონგრევას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა ცენტრალურ აფრიკაში, კამერუნის საზღვართან ოქროს მაღაროს ჩამონგრევას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
-
OpenAI-მ მოზარდებისთვის სპეციალური ChatGPT გამოუშვა OpenAI-მ მოზარდებისთვის სპეციალური ChatGPT გამოუშვა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა CNN-ს აშშ-ის სასამართლოში უჩივლა აზერბაიჯანმა CNN-ს აშშ-ის სასამართლოში უჩივლა
გადახედვა
-
დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა — რატომ ამოიღეს მოხმარებიდან პოპულარული ინგრედიენტი TPO? დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა — რატომ ამოიღეს მოხმარებიდან პოპულარული ინგრედიენტი TPO?
გადახედვა
-
საფრანგეთში სიცხეს 7 300 ადამიანი ემსხვერპლა საფრანგეთში სიცხეს 7 300 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
-
3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს 3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს
გადახედვა
-
ირაკლი რუხაძემ საქართველოში კიდევ ერთი ბიზნესი გაყიდა ირაკლი რუხაძემ საქართველოში კიდევ ერთი ბიზნესი გაყიდა
გადახედვა
-
4 ლემური ადამიანის ჰერპესვირუსით მოკვდა — ერთ-ერთი იოგის გაკვეთილებში მონაწილეობდა 4 ლემური ადამიანის ჰერპესვირუსით მოკვდა — ერთ-ერთი იოგის გაკვეთილებში მონაწილეობდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ალმასი დაადნეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს მეცნიერებმა ალმასი დაადნეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს
გადახედვა
-
რომელი პროფესიის ადამიანებშია რადიაციით გამოწვეული სიმსივნე ყველაზე ხშირი? — კვლევა რომელი პროფესიის ადამიანებშია რადიაციით გამოწვეული სიმსივნე ყველაზე ხშირი? — კვლევა
გადახედვა
-
როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია
-
ფაშინიანი: სტრატეგიული თანამშრომლობა მხოლოდ 1 მიმართულებით გვქონდა, დღეს ვავითარებთ კავშირებს საქართველოსთან, ჩინეთთან, საფრანგეთთან სხვა ქვეყნებთან ფაშინიანი: სტრატეგიული თანამშრომლობა მხოლოდ 1 მიმართულებით გვქონდა, დღეს ვავითარებთ კავშირებს საქართველოსთან, ჩინეთთან, საფრანგეთთან სხვა ქვეყნებთან
გადახედვა
-
დღეიდან პირველკლასელებისთვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების სარეალიზაციო პუნქტებში დარიგება დაიწყო დღეიდან პირველკლასელებისთვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების სარეალიზაციო პუნქტებში დარიგება დაიწყო
გადახედვა
-
"მიწა, რომელიც მე შევიძინე, იყო ცარიელი, იქ არანაირი შენობა არ იდგა" — განათლების მინისტრი "გურიის მოამბეს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს "მიწა, რომელიც მე შევიძინე, იყო ცარიელი, იქ არანაირი შენობა არ იდგა" — განათლების მინისტრი "გურიის მოამბეს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს
გადახედვა
კომენტარები