ეს იყო პირველი შეხვედრა სამუშაო დონეზე, რომლის ფარგლებშიც მოხდა პოზიციების გაცვლა — მაკა ბოჭორიშვილი ევროკომისიასთან შეხვედრაზე
საგარეო უწყების ხელმძღვანელი მაკა ბოჭორიშვილი ბრიუსელში საქართველოსა და ევროკომისიის დელეგაციებს შორის გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა. მისი განმარტებით, შეხვედრა ევროკავშირის რეგულაციით გათვალისწინებული სავიზო დიალოგის ფორმატში გაიმართა და მის მთავარ მიზანს ევროპული მხარისთვის საქართველოს პოზიციებისა და არგუმენტების დეტალურად გაცნობა წარმოადგენდა.
"შეხვედრა გაიმართა სავიზო დიალოგის ფარგლებში, რაც გათვალისწინებულია ევროკავშირის რეგულაციით და შეეხებოდა სავიზო რეჟიმის ნაწილობრივ შეჩერების საკითხებს. ქართულმა მხარემ, თავის მხრივ, რა თქმა უნდა, წარადგინა პოზიციები. რაც შეეხება იმ წუხილებს და რეკომენდაციებს, რაც დაფიქსირებული იყო ევროკავშირის მხრიდან. ეს იყო პირველი შეხვედრა სამუშაო დონეზე, რომლის ფარგლებშიც მოხდა პოზიციების გაცვლა. ჩვენი მხრიდან მთავარი მიზანი იყო, რომ ევროპულ მხარეს ამ დონეზე მიწოდებოდა ინფორმაცია და ქართული მხარის პოზიციები თითოეულ საკითხზე, რაც შეეხება სავიზო დიალოგს და, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას", — განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ბოჭორიშვილის განცხადებით, ქართული მხარის მოლოდინია, რომ პროცესი გაგრძელდება და ევროკავშირის მხარე მხედველობაში მიიღებს სავიზო დიალოგის ფარგლებში არსებულ ლეგიტიმურ არგუმენტებს.
"ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ეს იყო პირველი შეხვედრა, ეს არ არის ბოლო შეხვედრა და მოველით, რომ ევროკავშირის მხარე უფრო მეტად გაითვალისწინებს იმ ლეგიტიმურ მიზეზებს, რაც არსებობს სავიზო დიალოგის ფარგლებში და იმ ლეგიტიმურ პირობებს, რაც აქვს ქართულ მხარეს", — აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 11 ივნისს ბრიუსელში, ევროკომისიის წარმომადგენლებსა და საქართველოს დელეგაციას შორის უვიზო მიმოსვლის საკითხზე შეხვედრა გაიმართა. ევროკომისიის პრესსპიკერ მარკუს ლამერტის თქმით, შეხვედრა ტექნიკური და პროცედურული ხასიათის იყო, აღნიშნული მოლაპარაკებები სავიზო რეგულაციით გაწერილ სტანდარტულ წესს წარმოადგენს, რომელიც ავტომატურად მაშინ იწყება, როდესაც სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი უკვე ამოქმედებულია.
- რიკარდ იოზვიაკი: EU-ს წარმომადგენლები საქართველოსთან ვიზების შესახებ გამართულ დიალოგს აფასებენ, როგორც "საკმაოდ უშედეგოს"
- "მოვისმინეთ მათი პოზიციები, მათ — ჩვენი, პოზიტიურად ვარ განწყობილი" — გიორგი ტაბატაძე ევროკომისიასთან შეხვედრაზე
- დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზოს შეჩერებაზე, უსამართლოა — საგარეო უწყება 11 ივნისის შეხვედრაზე
- შეხვედრის მიზანია, გამოსწორდეს გარემოებები, რომლებმაც უვიზოს შეჩერებამდე მიგვიყვანა — მარკუს ლამერტი 11 ივნისის შეხვედრაზე
-
დააკავეს ბებია, რომელმაც მარნეულში არასრულწლოვანი შვილიშვილი თანასოფლელ კაცზე იძულებით გაათხოვა დააკავეს ბებია, რომელმაც მარნეულში არასრულწლოვანი შვილიშვილი თანასოფლელ კაცზე იძულებით გაათხოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან ირაკლი კობახიძე: მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან
გადახედვა
-
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა
გადახედვა
-
კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია
გადახედვა
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოს შესახებ კოლოქვიუმი გაიმართა საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოს შესახებ კოლოქვიუმი გაიმართა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად მიხეილ სააკაშვილი: "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
კომენტარები