საქართველოდან იმაზე მეტი ნავთობი გადის ექსპორტზე, ვიდრე ნედლეულიც გვაქვს — რიცხვები, რომელიც კითხვებს ბადებს
ფოტო: აი ფაქტი
2025 წლის ოქტომბრიდან 2026 წლის აპრილის ჩათვლით საქართველოში, ოფიციალურად, შემოვიდა 525 160 ტონა ნედლი ნავთობი, 99% — რუსეთიდან. იმავე პერიოდში ექსპორტზე გაიგზავნა ადგილზე წარმოებული ან გადამუშავებული 604 932 ტონა ნავთობპროდუქტი.
ანუ, საქართველომ ექსპორტზე გაიტანა ქვეყანაში იმპორტირებულ ნედლ ნავთობზე 79 772 ტონით მეტი ნავთობპროდუქტი. აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოში წლიურად ნავთობის მოპოვება, საშუალოდ, 40 000 ტონაა. შესაბამისად, ნედლეულზე რამის დამატების საშუალება ადგილზე ნაკლებად იყო. მაშინ რა ხდება?
საქართველოდან ნავთობპროდუქტების ექსპორტის მატება 2022 წლის გაზაფხულიდან დაიწყო. თუმცა, მაშინ ოფიციალურად ვაცხადებდით, რომ ეს ძირითადად რეექსპორტი იყო — ანუ საქართველოში ტვირთი სხვა ქვენიდან შემოვიდა და მესამე ქვეყანაში გავიდა.
რეექსპორტის რაოდენობა 2025 წლის ნოემბრიდან მცირდება, თუ ოქტომბერში რეექსპორტით 19 097 ტონა ნავთობპროდუქტი გავიდა, ნოემებრში ეს რიცხვი 7 367 ტონა გახდა, დეკემბერში და შემდეგ თვეებში კი, საშუალოდ, 2 500 ტონამდე ჩამოვიდა.
2024-2025 წლის ნოემბრამდე რეექპორტის წლიური მაჩვენებლი მთლიან ექსპორტში, საშუალოდ, 66% იყო. 2025 წლის ნოემბრის შემდეგ კი 4% გახდა.
სამაგიეროდ, გაიზარდა ადგილობრივად წარმოებული ნავთობპროდუქტების ექსპორტი.
ვინ ამუშავებს საქართველოში ნავთობს?
საქართველოში ნავთობის მომპოვებელი რამდენიმე საბადო და მცირე ზომის გადამამუშავებელი ქარხნები კი გვაქვს, მაგრამ, ისტორიულად, ჩვენ მიერ გადამუშავებული და ადგილზე წარმოებული ნავთობპროდუქტის ექსპორტი თვეში საშუალოდ 2 400 ტონას იშვიათად ცდებოდა.
მაგალითად, ასეთებია "რუსთავოილი" და "ზდ ნავთობის კომპანია" — მათზე 2025 წლის დეკემბერში გიყვებოდით.
"რუსთავოილიც", ისე როგორც ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, წარსულში მოდელის, მაკა ასათიანის ოჯახთანაა დაკავშირებული. უფრო კონკრეტულად, მის ვაჟთან — კახი ჟორდანიასთან. სააქციო საზოგადოება 2016 წელს დარეგისტრირდა, ნავთობგადამამუშავებელი ქარხანის მშენებლობა კი 2018 წელს, რუსთავში დაიწყო. “რუსთავოილს” ნავთობი და ნავთობპროდუქტები სხვა ქვეყნებთან ერთად, რუსეთიდანაც შემოაქვს, შემდეგ კი ევროპაში გააქვს.
ჟორდანიას რუსულ პრესაში "რუს ბიზნესმენად" მოიხსენიებენ. მედია Проект-ის მიხედვით, ის 2016-2023 წლებში ნავთობით მოვაჭრე კომპანიის, „Oil Energy Group“-ის მფლობელი და მმართველი იყო. 2018 წლიდან კი ფლობს 25%-ან წილს რუსულ კომპანია ООО СДО-ЛОГИСТИК-ში. აქ მისი ბიზნესპარტნიორია სერგეი ალექსეევი, რომელიც იქამდე "როსნეფტში" მუშაობდა. სერგეის მამა კი რუსეთის სამხედრო დაზვერვის უფროსის მოადგილე, ვლადიმირ ალექსეევია.
ქართულ ოცნებასთან და ბიძინა ივანიშვილთანაა დაკავშირებული "ზდ ნავთობის კომპანია", რომელიც 2013 წელს დაფუძნდა. მათ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და რეზერვუარები გარდაბანში აქვთ. როგორც კომპანიის 2025 წელს მომზადებული სკრინინგის ანგარიშში ვკითხულობთ, ქარხანის საპროეწტო წარმადობა წელიწადში 120 000 ტონა ნედლი ნავთობის გადამუშავებაა.
კომპანიის დირექტორი ბადრი ბუთხუზია. მფლობელები კი რუსეთ-საქართველოს მოქალაქეები, გაბრიელ ნაზარაშვილი და დავით კაპანაძე არიან.
კაპანაძე ალექსანდრე ივანიშვილის (ბიძინა ივანიშვილის ძმის) ბიზნესპარტნიორია შპს "ეფ ენდ კომპანიში", რომლის საქმიანობაც, ოფიციალურად, სურსათით ვაჭრობაა. კაპანაძე 2017-2018 წლებში წილს ფლობდა შპს "გეო ორგანიკსშიც", რომელიც ოლიგარიქს დეიდაშვილს, უჩა მამაცაშვილს უკავშირდება. ООО "Гео Органикс" მოსკოვშიც არსებობს. 2021 წელს მისი მფლობელები იყვნენ: ტიტე მამაცაშვილი და ალექსეი პოლტავჩენკო. მათ კვალს რუსეთის გუბერნატორთან, "კაგებეს" გენერალთან, ვლადიმერ პუტინთან და ბიძინა ივანიშვილთან მივყავართ.
კაპანაძის გარდა, ალექსანდრე ივანიშვილთან კავშირი ჰქონდა "ზდ ნავთობის კომპანიის" დირექტორ ბადრი ბუთხუზსაც. ისინი ბიზნესპარტნიორები შპს "ციტადელში" იყვნენ.
"ზდ ნავთობის კომპანიამ" და მისმა წარმომადგენლებმა ქართული ოცნების პარტიას 2016-2020 წლებში, ჯამში, 150 000 ლარი შესწირეს.
პასუხების ძიებაში — როგორ იხსნება სტატისტიკური აცდენა?
ჩვენ ამერიკული ენერგეტიკული ანალიტიკისა და საკონსულტაციო კომპანია RBN Energy-ის დამუშავებული ნავთობპროდუქტების ანალიტიკოსს, რობერტ აუერსს დავუკავშირდით და ზოგადი შეფასება ვთხოვეთ იმაზე, როგორ არის შესაძლებელი ნაკლები ნედლეულით მეტი მზა პროდუქტის მიღება. მას ქართული მხარის მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემებიც ვაჩვენეთ.
"სადღაც რაღაც მონაცემები არასწორად აღირიცხება. წარმოდგენა არ მაქვს, ზუსტად რას აკეთებენ, მაგრამ ასე არ ხდება, ამის გაკეთება შეუძლებელია. მასას ვერ შექმნი. ამიტომ, ან იმპორტი აღირიცხება იმაზე ნაკლებად, ვიდრე სინამდვილეშია — ანუ, რუსეთიდან შემოდის პროდუქცია, რომელიც შემოსვლისას არ ფიქსირდება და მხოლოდ გასვლისას (ექსპორტისას) აღირიცხება, ან კიდევ სხვა ადგილიდან შემოდის, შეუძლებელია, არაფრისგან რაღაცას ვერ შექმნი", — გვითხრა რობერტ აუერსმა.
აქვე გიზიარებთ იმ ვერსიებს, რომელიც "აი, ფაქტის" რედაქციაში ამ წლების განმავლობაში დაგროვებულ გამოცდილებასა და ცოდნას ეყრდნობა.
ამ ეტაპზე არ არსებობს საჯაროდ ხელმისაწვდომი, პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც იმპორტირებულ ნედლეულსა და ექსპორტირებულ ნავთობპროდუქტებს შორის სხვაობას ერთმნიშვნელოვნად ხსნის. თუმცა, ამ ამბავში ორი მაღალი ალბათობის მქონე სცენარი იკვეთება და ორივე საერთაშორისო სანქციების პირობების დარღვევაა. ამ სცენარების შესახებ ჩვენ წინა გამოძიებებშიც ვწერდით.
საქართველოში 2022 წლიდან განსაკუთრებით იზრდება რუსეთიდან ნავთობპროდუქტების იმპორტი.
პირველ სცენარში, შესაძლებელია, რომ ადგილობრივი მოხმარებისთვის იმპორტირებული ნავთობპროდუქტების ნაწილი პირდაპირ, ყოველგვარი გადამუშავების გარეშე ექსპორტზე გადიოდეს ისე, თითქოს ადგილზეა წარმოებული. ეს სანქციების რეჟიმის პირდაპირი დარღვევაა, რადგან ასეთ შემთხვევაში უნდა შეიცვალოს პროდუქტის წარმოშობის სერთიფიკატი და წარმოშობის ქვეყანად საქართველო ჩაიწეროს მაშინ, როცა პროდუქტი, ხშირ შემთხვევაში, რუსული წარმოშობისაა.
ამ სცენარში მნიშვნელოვან როლს თამაშობს სამი ფაქტორი: 1. წინა წელთან შედარებით, 13.4 პროცენტით გაიზარდა რუსეთიდან მზა ნავთობპროდუქტების იმპორტი; 2. დაახლოებით 60 პროცენტით შემცირდა რეექსპორტის მაჩვენებელი მას შემდეგ, რაც ადგილობრივი წარმოების ნავთობპროდუქტის ექსპორტი დავიწყეთ; 3. მსგავსი მაგალითები გასულ წლებში უკვე გვქონდა, როცა ევროპის რამდენიმე ქვეყანაში შევიდა რუსული ნავთობპროდუქტი ისე, რომ წარმოშობის ქვეყანად საქართველო იყო მითითებული.
მეორე სცენარში კი, შეიძლება, ხდებოდეს იმპორტირებული მზა პროდუქტის შერევა ადგილზე გადამუშავებულ პროდუქტთან. საერთაშორისო პრაქტიკაში ხშირია სხვადასხვა წარმოშობის ან განსხვავებული თვისებების მქონე ნავთობპროდუქტები ერთმანეთში არევა. ასე იცვლება საბოლოო პროდუქტის მახასიათებლები და მიიღება სრულიად ახალი პროდუქტი, რომელსაც განსხვავებული სავაჭრო კოდი აქვს.
ამ სცენარის ალბათობას ზრდის ის გარემოება, რომ წინა გამოძიებებიდან ვიცით, როგორ ინახავენ სხვადასხვა ქვეყნიდან შემოტანილ ერთი და იგივე მაჩვენებლების მქონე ნავთობპროდუქტებს ნავთობტერმინალები ერთ რეზერვუარში.
საერთაშორისო ენაზე ამ პროცესს "ბლენდინგი" ეწოდება და ესეც სანქციების რეჟიმის პირდაპირი დარღვევაა.
არსებობს კიდევ ერთი ალბათობა, რომელსაც მონაცემების დამალვა ჰქვია და რომელზეც ამერიკელი სპეციალისტი გვესაუბრებოდა. ამ შემთხვევაში, შესაძლებელია, საქართველოში შემოდიოდეს იმაზე მეტი ნედლი ნავთობი, ვიდრე ეს ოფიციალურად ფიქსირდება, თუმცა, წინა ორის მსგავსად, ესეც უკანონოა და ცოტა უცნაურიც, რატომ უნდა უნდოდეს ოფიციალურ უწყებებს იმის დამალვა, 50 000 ტონით მეტი ნედლი ნავთობი შემოვიდა ქვეყანაში თუ არა.
ჩვენ შემოსავლების სამსახურს ვკითხეთ, რომელი სცენარი მიაჩნიათ უფრო რეალისტურად და თუ არცერთი, მაშინ როგორ ახსნიან სტატისტიკურ აცდენებს. ვთხოვეთ, სამსახურის კომპეტენტურ თანამშრომელთან შეხვედრა და ამ სცენარების დეტალურად განხილვა. თუმცა, უშედეგოდ. მათგან ამ დრომდე კითხვებზე წერილობითი პასუხიც კი არ მიგვიღია, არათუ პირადად შეხვედრა და ინტერვიუზე თანხმობა.
აი ფაქტის სტატია სრულად წაიკითხეთ აქ.
-
"საგანძურის მარათონი" და ფულადი პრიზები — ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში "საგანძურის მარათონი" და ფულადი პრიზები — ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში
-
ექსპედიცია სვანეთში | როგორ ვკარგავთ კავკასიონის მყინვარებს — მომთაბარე პოდკასტი #3 ექსპედიცია სვანეთში | როგორ ვკარგავთ კავკასიონის მყინვარებს — მომთაბარე პოდკასტი #3
-
თეგეტამ Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა თეგეტამ Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
-
ირაკლი დგებუაძემ და იოსებ სიგუამ შსს-ში თანამდებობები გაცვალეს ირაკლი დგებუაძემ და იოსებ სიგუამ შსს-ში თანამდებობები გაცვალეს
გადახედვა
-
პაწაწინა ნამარხის მეშვეობით მეცნიერებმა გიგანტური დინოზავრის სახეობა აღმოაჩინეს პაწაწინა ნამარხის მეშვეობით მეცნიერებმა გიგანტური დინოზავრის სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
GGU ჯგუფი საქართველოში ერთადერთი არასაფინანსო კომპანიაა, რომელმაც 2026 წელს ორი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსგან BB stable შეფასება დაიმსახურა GGU ჯგუფი საქართველოში ერთადერთი არასაფინანსო კომპანიაა, რომელმაც 2026 წელს ორი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსგან BB stable შეფასება დაიმსახურა
-
საინფორმაციო სააგენტო BMG-მ ონლაინ მედიასაშუალება On.ge იყიდა საინფორმაციო სააგენტო BMG-მ ონლაინ მედიასაშუალება On.ge იყიდა
გადახედვა
-
კარგი იდეა მხოლოდ დასაწყისია, შეცდომების მიუხედავად არ გაჩერდე — ფოქსი ელენიკო 19 წლის საკუთარ თავს მიმართავს კარგი იდეა მხოლოდ დასაწყისია, შეცდომების მიუხედავად არ გაჩერდე — ფოქსი ელენიკო 19 წლის საკუთარ თავს მიმართავს
-
Farizon საქართველოში — კომერციული ტრანსპორტი ბიზნესისთვის ფლობის 3-ჯერ შემცირებული ხარჯით Farizon საქართველოში — კომერციული ტრანსპორტი ბიზნესისთვის ფლობის 3-ჯერ შემცირებული ხარჯით
-
"ქურდულ სამყაროს" საქმეზე ერთ-ერთი დაკავებული ცაგერის საკრებულოს ფრაქცია "ხალხის ძალის" თავმჯდომარეა "ქურდულ სამყაროს" საქმეზე ერთ-ერთი დაკავებული ცაგერის საკრებულოს ფრაქცია "ხალხის ძალის" თავმჯდომარეა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს უძველესი კვაზარები, რომელთაც ტრილიონი მზის სინათლე აქვს აღმოაჩინეს უძველესი კვაზარები, რომელთაც ტრილიონი მზის სინათლე აქვს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ნიკა გვარამიას სტრატეგიას — "შიგნით აქცია, გარეთ სანქცია", "მოღალატეობრივ მიდგომას" უწოდებს ირაკლი კობახიძე ნიკა გვარამიას სტრატეგიას — "შიგნით აქცია, გარეთ სანქცია", "მოღალატეობრივ მიდგომას" უწოდებს
გადახედვა
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე გელა მებონია დააკავეს ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე გელა მებონია დააკავეს
გადახედვა
-
ნიკა გვარამია: ეუთოს ჰააგის დეკლარაციამ საბოლოოდ დაასრულა "ქართული ოცნების" დელეგიტიმაციის პროცესი ნიკა გვარამია: ეუთოს ჰააგის დეკლარაციამ საბოლოოდ დაასრულა "ქართული ოცნების" დელეგიტიმაციის პროცესი
გადახედვა
-
პუტინის რეიტინგი რუსეთში ზედიზედ მეორე კვირაა მცირდება პუტინის რეიტინგი რუსეთში ზედიზედ მეორე კვირაა მცირდება
გადახედვა
-
პუტინი აცხადებს, რომ უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ქვეყანაში "ნერვული ატმოსფეროს" შესაქმნელად ბომბავს პუტინი აცხადებს, რომ უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ქვეყანაში "ნერვული ატმოსფეროს" შესაქმნელად ბომბავს
გადახედვა
-
ისრაელმა აშშ-ს, ირანის მიერ ტრამპის მკვლელობის გეგმის შესახებ, სადაზვერვო ინფორმაცია გაუზიარა ისრაელმა აშშ-ს, ირანის მიერ ტრამპის მკვლელობის გეგმის შესახებ, სადაზვერვო ინფორმაცია გაუზიარა
გადახედვა
-
TI აქტივისტ თამარ ფერაძეს ტროტუარზე დგომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დაიცავს TI აქტივისტ თამარ ფერაძეს ტროტუარზე დგომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დაიცავს
გადახედვა
-
თინა ბოკუჩავა არც ენმ-ს თავმჯდომარის კანდიდატად დააყენებს კანდიდატურას და ვერც "რეფორმების საბჭოში" ხედავს თავს თინა ბოკუჩავა არც ენმ-ს თავმჯდომარის კანდიდატად დააყენებს კანდიდატურას და ვერც "რეფორმების საბჭოში" ხედავს თავს
გადახედვა
-
გაორმაგებული სარგებელი და რეკორდული შედეგები — როგორ ჩაიარა PLUS-ის წლევანდელმა დაბადების დღემ გაორმაგებული სარგებელი და რეკორდული შედეგები — როგორ ჩაიარა PLUS-ის წლევანდელმა დაბადების დღემ
-
სრული სვლით საგანძურისკენ — 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში სრული სვლით საგანძურისკენ — 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
კომენტარები