მე აუცილებლად დავტოვებ ჩემს სიტყვას სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით — თოლორაია
სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას განცხადებით, 1 კვირის განმავლობაში, მანამ, სანამ თანამდებობაზე იქნება, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საკუთარ სიტყვას დატოვებს, თუმცა, ჯერჯერობით, არ იცის, ეს რა ფორმით მოხდება.
"მე აუცილებლად დავტოვებ ჩემს სიტყვას ამ საქმესთან დაკავშირებით. აუცილებლად ვიტყვი, პრინციპში, ერთი კვირაა ამისთვის დარჩენილი და მანამ, სანამ მე ამ პოზიციაზე ვარ, აუცილებლად ვიტყვი, რა გაკეთდა ამ საქმესთან დაკავშირებით, რა სტადიაზე რჩება გამოძიება. პრინციპში, ვთქვათ ისიც, რომ ადვოკატები სრულყოფილად ფლობენ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რას აკეთებს სამსახური, ისინი თავიდანვე იყვნენ ჩართულები პროცესში", — განაცხადა მან ფორმულასთან.
თოლორაიას განმარტებით, საგამოძიებო უწყებები, როგორც წესი, შუალედურ დასკვნებს არ აქვეყნებენ და ეს მას შემდეგ ხდება, რაც გამოძიება დასრულდება. მისივე თქმით, გამონაკლისს უშვებს იმიტომ, რომ ინსპექტორის სამსახური რამდენიმე დღეში უქმდება.
"გამოძიების შუაში როდესაც ამბობს სათქმელს, ეს უნდა იყოს გამყარებული მტკიცებულებებით და ეს უნდა იყოს ისეთი ნათქვამი, რომელსაც წყალი არ გაუვა ისეთი მტკიცებულებებით, რომელიც შემდგომ ეტაპზე იქნება მოპოვებული. მე ამიტომ ვერიდები ხოლმე სისხლის სამართლის საქმეებზე შუალედური დასკვნების გაცემას. თუმცა, ახლა გამონაკლისი, ალბათ, იქნება იმიტომ, რომ ამ საქმეზე, რომ ამ სამსახურის გაუქმება ხდება", — ამბობს ის.
თოლორაია ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე შექმნილი ერთ-ერთი უწყების ხელმძღვანელად პროკურატურის თანამშრომელი აირჩიეს, არ იცის "რა ბედი ეწევა" იმ სისხლის სამართლის საქმეებს, რომელსაც ინსპექტორი იძიებდა. მისივე შეფასებით, ახალი სამსახური პროკურატურის ერთ-ერთ დანაყოფად გადაიქცევა.
"მე არავის საწინააღმდეგო, რა თქმა უნდა, არ მაქვს, მე პერსონებს არ ვეხები, თუმცა პროკურატურა იყო ერთ-ერთი ის უწყება, რომელიც ამ სამსახურის გამოძიების პროცესში ქმნიდა გარკვეულ დაბრკოლებებს, ამიტომ, რა თქმა უნდა, კადრი, რომელიც ამ განვითარებული მოვლენების ფონზე წარმოადგენს პროკურატურას, მე ვფიქრობ, რომ გადააქცევს პროკურატურის ერთ-ერთ დანაყოფად", — თქვა მან.
მიხეილ სააკაშვილი და მისი ადვოკატები ითხოვენ, რომ ლონდა თოლორაიამ კადრები გაასაჯაროვოს. 7 თებერვალს სააკაშვილმა კადრებთან ერთად შუალედური დასკვნის გამოქვეყნებისკენაც მოუწოდა ინსპექტორს.
იმავე დღეს სახელმწიფო ინსპექტორის პრესსამსახურში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნის პასუხად თქვეს, რომ კადრებს გამოაქვეყნებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საფრთხე არ შეექმნება პროცესის მონაწილეთა უფლებებს, უსაფრთხოებას და არ შეაფერხებს გამოძიებას. მათივე თქმით, გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება, განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებს.
თოლორაიამ 22 იანვარს რადიო თავისუფლებასთან განმარტა, რომ თუ მიიღებენ გასაჯაროების გადაწყვეტილებას წინასწარ იქნება შეთანხმებული სააკაშვილის ადვოკატებთან. ხოლო არგასაჯაროების შემთხვევაში, თოლორაია ამბობს, რომ განუმარტავენ ამის მიზეზსაც.
პარლამენტმა ქართული ოცნების ინიცირებული კანონპროექტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ დაჩქარებულად განიხილა და გასული წლის 30 დეკემბერს დაამტკიცა. კანონპროექტის მიხედვით, უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სამსახური. მის მაგივრად იქმნება ორი — სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურები.
კანონის მიღების შეჩერება მოითხოვა ევროკავშირმა, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, გაერომ, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, ევროპარლამენტარებმა, ამერიკის ელჩმა. ყველა მათგანმა მიუთითა, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის დაშლა ასეთი დაჩქარებული წესით, გაუმჭვირვალედ, იყო მიუღებელი და ამ კანონის მიღება უნდა დაფუძნებოდა ფართო დისკუსიებს, ღია და ღრმა განხილვებს, მათ შორის, ამ დისკუსიებში პირველ რიგში ჩართული უნდა ყოფილიყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რეფორმა უნდა განხორციელებულიყო ფრთხილად და თანამდებობის პირების მიმართ მსგავსი მსუსხავი ეფექტის თავიდან არიდების გზით.
ლონდა თოლორაიას შეფასებით, ეს არის შტურმი სამსახურზე, რომელიც თავის გადაწყვეტილებებს არასოდეს არავის უთანხმებდა. მისი თქმით, მმართველ პარტიას სამსახურის გაუქმების შესახებ მათთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია. მისივე თქმით, მაშინ, როდესაც სამშობიაროდან უწყების გაძლიერების პროექტს წერდა, პარლამენტი მისი გაუქმების შესახებ კანონპროექტს ამზადებდა.
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები