თოლორაიას თქმით, სააკაშვილის კადრებზე დანიშნულია ექსპერტიზა, დასკვნის შემდეგ იმსჯელებენ ადვოკატების მოთხოვნაზე
ფოტო: კადრი ვიდეოდან/რადიო თავისუფლება
სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას განცხადებით, პენიტენციურიდან ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეოჩანაწერები აქვთ გამოთხოვილი, რომლებსაც ექსპერტიზა უტარდება. მისი თქმით, სწორედ ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ იმსჯელებენ ექსპრეზიდენტის ადვოკატების მოთხოვნაზე და მიიღებენ გადაწყვეტილებას გაასაჯაროონ თუ არა კადრები. ამის შესახებ მან რადიო თავისუფლების ეთერში ისაუბრა.
თოლორაიამ განმარტა, რომ თუ მიიღებენ გასაჯაროების გადაწყვეტილებას წინასწარ ეცნობება და იქნება შეთანხმებული სააკაშვილის ადვოკატებთან. ხოლო არგასაჯაროების შემთხვევაში, თოლორაია ამბობს, რომ განუმარტავენ ამის მიზეზსაც.
"ექსპერტიზა ჩვენ დავნიშნეთ დეკემბერში, ამ ექსპერტიზების დანიშვნაზე საქმის კურსში არიან მისი ადვოკატები, ჩვენ მათთან საკმაოდ ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი დაზარალებულად არ არიან ცნობილები, რაც თქვენ იცით, რომ დამატებით სამართლებრივ უფლებებს აღმოუცენებს მათ. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ გვექნებოდა მათთან გამოძიების მიმდინარეობისას ინფორმაციის გაცვლა, რადგან ეს არის საკმაოდ მაღალი ინტერესის საქმე და ამიტომ გვინდა, რომ ეს პროცესი მიმდინარეობდეს გამჭვირვალედ, ისე რომ არ ტოვებდეს არანაირ კითხვის ნიშანს, პირველ რიგში ადვოკატებში.
ექსპერტიზის დასკვნა ჯერჯერობით მიღებული არ გვაქვს. ამიტომ ექსპერტიზის დასკვნამდე საერთოდ საუბარი ამ ჩანაწერების გასაჯაროებაზე მე ვფიქრობ რომ არ არის სწორი. რადგან, თუ ჩვენ ამ ჩანაწერების გასაჯაროების გადაწყვეტილებას მივიღებთ, რა თქმა უნდა, საზოგადოებას უნდა ვუთხრათ — რა ჩანაწერია, არის სრულყოფილი თუ არის ნაწილი და ა.შ. იმიტომ, რომ კვლავ მანიპულაციის საშუალება ვინმეს, ან რაიმე დამატებითი აზრები არ ჩნდებოდეს არასწორი ამ ჩანაწერებთან დაკავშირებით. მას შემდეგ რაც ჩვენ მივიღებთ ამ ექსპერტიზის დასკვნას უკვე ამის შემდეგ უნდა მოხდეს გადაწყვეტილების მიღება, უნდა გასაჯაროვდეს თუ არა ეს ჩანაწერები", — თქვა თოლორაიამ.
მან ასევე ისაუბრა, რომ ჩანაწერების გამოქვეყნებაზე არსებობს სააკაშვილის თანხმობა, განსხვავებით იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციურის შემთხვევაში, თუმცა აღნიშნა, რომ გასათვალისწინებელია გამოძიების ინტერესები.
"გამოძიების დასრულებამდე ჩანაწერების ან ნებისმიერი სისხლის სამართლის სამართლის გასაჯაროების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით გამოძიების დასრულებამდე. ამან რა თქმა უნდა, არ უნდა დააზიანოს საქმის ინტერესი, ამან არ უნდა დააზიანოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღების პროცესი. ამიტომ ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ, გააჩნია რა სტადიაზე იქნება იმ პერიოდისთვის გამოძიება და ამის შემდეგ იქნება ეს გადაწყვეტილება მიღებული", — აცხადებს ის.
სახელმწიფო ინსპექტორმა ასევე თქვა, რომ შესაძლებელია, დასკვნა ვერ მიიღონ პირველ მარტამდე, რადგან ექსპერტიზა ხშირად ჭიანურდება.
"ჩვენს გამოცდილებას თუ გადავხედავთ. განსაკუთრებით როდესაც დიდი მოცულობის ვიდეოჩანაწერებზე ინიშნება ექსპერტიზა, როგორც წესი რამდენიმე თვე სჭირდება ხოლმე ამ ექსპერტიზის ჩატარებას. ყოველ შემთხვევაში ჩვენ დასკვნები მოგვდის ხოლმე თვეების დაგვიანებით. მეტსაც გეტყვით, ზოგჯერ წლის დაგვიანებითაც მოგვსვლია ექსპერტიზის დასკვნები. ამიტომ აბსოლუტურად მოსალოდნელია, რომ ექსპერტიზის დასკვნები ჩვენ ვერ გვექნება პირველი მარტისთვის", — აღნიშნა მან.
18 იანვარს ადვოკატებმა სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით პროკურატურაში განცხადება შეიტანეს. სწორედ იქ გააკეთა გვარამიამ განცხადება და მოუწოდა, გამოაქვეყნოს მის ხელთ არსებული ვიდეო მასალა, რაზეც ექსპრეზიდენტის თანხმობაცაა.
2021 წლის 8 ნოემბერს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისი და მისი ადვოკატების სურვილის საწინააღმდეგოდ რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ეს ინფორმაცია პენიტენციურმა სამსახურმა ერთი საათის შემდეგ დაადასტურა — მას შემდეგ, რაც რუსთავის ციხიდან აფრენილი ვერტმფრენი გლდანის ციხის თავზე გამოჩნდა. უფლებადამცველებმა, ოჯახის წევრებმა და ომბუდსმენმა ერთი საათის განმავლობაში არ იცოდნენ, სად იყო სააკაშვილი.
11 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში ძალის გამოყენებით გადაჰყავთ. კადრების მიხედვით, სააკაშვილი სასწრაფო დახმარების მანქანიდან იძულებით გამოიყვანეს, ძალით შეიყვანეს შენობის დერეფნებსა და ლიფტშიც, კერძოდ, ფეხებსა და ხელებში ჩაავლეს ხელი, რა დროსაც ტანსაცმელი თითქმის გახდილი აქვს. ექსპრეზიდენტი ციხის საავადმყოფოს პალატაში უკვე წელზევით შიშველი შეიყვანეს და პირდაპირ იატაკზე დასვეს.
ამ ვიდეოს გამოქვეყნდებიდან რამდენიმე საათში პენიტენციურმა სამსახურმა მეორე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მიხეილ სააკაშვილი უკვე გაჩერებულ სასწრაფო დახმარების მანქანაშია და ამბობს, რომ არ გადმოვა. ის რუსთავის ციხეში დაბრუნებას ითხოვს. უწყება აქამდე ამტკიცებდა, რომ სააკაშვილმა რუსთავის დაწესებულება თავისი ნებით დატოვა.
გადაყვანის კადრებამდე, პენიტენციურმა 7 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის 38-ე დღეს, გაავრცელა კადრები, სადაც, მათი მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილი "საკვებს იღებს". უწყებამ ვიდეოს გამოქვეყნება "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით" ახსნა.
7 დეკემბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პენიტენციური სამსახური და იუსტიციის სამინისტრო დააჯარიმა. მათი გადაწყვეტილებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს სააკაშვილის კვების რაციონის შესახებ ინფორმაციის, "საკვების" მიღების და რუსთავის ციხის დატოვების კადრების გავრცელების გამო პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის 44-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრათ.
2022 წლის 11 იანვარს კი სასამართლომ სახელმწიფო ინსპექტორის მიერ იუსტიციის სამინისტროს დაჯარიმების გადაწყვეტილება გააუქმა. მათი განცხადებით, იუსტიციის მინისტრის განცხადება და სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის კვების რაციონისა და აუდიო-ვიდეო ჩანაწერების გასაჯაროების შესახებ ემსახურებოდა სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ლეგიტიმურ მიზანს და შესაბამისად პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნა არ დარღვეულა.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები