აირჩევენ თუ არა ერდოღანს დიქტატორად?
ფოტო: ამერიკის ხმა
კვირას თურქეთი რეფერენდუმს მართავს. საარჩევნო ყუთთან მისულმა თურქეთის მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ გარდაიქმნება თუ არა ნატოს წევრი, 75 მილიონიანი ქვეყანა საპარლამენტოდან საპრეზიდენტო მმართველობად.
ქვეყნის მეთორმეტე პრეზიდენტს რეჯეპ ტაეპ ერდოღანს, რომელიც თურქეთს 2003 წლიდან მართავს, კრიტიკოსები დიქტატურის ჩამოყალიბებაში ადანაშაულებენ, მისი მხარდამჭერები კი ირწმუნებიან, რომ რეფერენდუმით ერდოღანი საკუთარი მოსახლეობის ნებას იცავს.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები წინასწარი პროგნოზის თამამად გაკეთების საშუალებას არ იძლევა. გამოკითხვების მიხედვით, რეფერენდუმის კითხვას ქვეყნის საპრეზიდენტო მოდელად ქცევის შესახებ თითქმის თანაბარი რაოდენობის მომხრე და მოწინააღმდეგე ჰყავს.
ისინი, ვინც კვირას „დიახ“-ს შემოხაზავს და ამით თურქეთის პრეზიდენტისთვის ძალაუფლების გაზრდას დაუჭერს მხარს, ამბობენ, რომ პრეზიდენტს ეს ძალა „ტერორიზმთან და იმპერიალისტურ ძალებთან“ საბრძოლველად და „სტაბილურობის გასამყარებლად“ სჭირდება. მათთვის კი, ვინც კვირას „არა“-ს შემოხაზავს, პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების გაზრდა დიქტატურასთან დაახლოებაა.
ამის მიუხედავად რეფერენდუმის მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც თანხმდებიან, რომ საბოლოო ჯამში, ამ რეფერენდუმის ცენტრში ერთი კაცი, ქვეყნის ამჟამინდელი მმართველი რეჯეპ ტაეპ ერდოღანია.
ჰასან გოკალპი რეფერენდუმის მხარდამჭერია, რის მიზეზადაც თურქეთში განვითარების გაგრძელების სურვილს ასახელებს. „როცა ერდოღანი და მისი„სამართლიანობის და განვითარების პარტია“ ქვეყნის სათავეში მოვიდა, მან კრიმინალური დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო და სერიოზულად მიხედა ჯანდაცვის სექტორს. 2000-იან წლებთან შედარებით დღეს თურქეთი 500 პროცენტითაა გაუმჯობესებული,“ ამბობს გოკალპი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.
რეფერენდუმის მხარდამჭერები არჩევნების სამართლიანობაზე მეტად ედროღანის მიღწევებზე საუბრობენ. ადამიანების უფლებების მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების, დამოუკიდებელ მედიაზე და კრიტიკულად განწყობილ სამოქალაქო სექტორზე მიტანილი საერთაშორისოდ აღიარებული ზიანის მიუხედავად, 14-წლიანი მმართველობის შემდეგ ერდოღანი ქვეყნის ყველაზე პოპულარულ პოლიტიკოსად რჩება.
„თითქმის 20 წელია, რაც ერდოღანს ვუჭერ მხარს. მას ჩემი იმედები არასდროს გაუცრუებია. მას თავისუფლად შეუძლია იჯდეს პრეზიდენტის სასახლეში და დოკუმენტებს მოაწეროს ხელი. მაგრამ ამ კაცს იმდენად უყვარს თავისი ქვეყანა, რომ ვერაფერი შეაჩერებს. მას სჯერა, რომ მეტის გაკეთება შეუძლია. მეც ამიტომ ვაძლევ ხმას,“ ამბობს სტამბოლელი ირბაჰიმ იაზკა.
რეფერენდუმში მნიშვნელოვანი წილი მოდის სტამბოლის ამომრჩეველზე. თურქეთის უმსხვილესი ქალაქი ქვეყნის ამომრჩეველთა დაახლოებით მეხუთედს უყრის თავს.
სხვა ურბანულ ცენტრებთან შედარებით, რეფერენდუმის სამართლიანობაზე ყველაზე მეტად სტამბოლში წუხან. ამის მიუხედავად, არც სტამბოლში და არც ქვეყნის სხვა კუთხეში რეფერენდუმის საწინააღმდეგო კამპანიის რეკლამას და სააგიტაციო მასალას ნაკლებად ნახავთ. მთავრობამ რეფერენდუმის მოწინააღმდეგებს შეკრების და მანიფესტაციის უფლება რამდენიმე ქალაქში, მათ შორის სტამბოლშიც, აუკრძალა.
უკანასკნელ დროს ჩატარებული მედია კვლევების მიხედვით, რეფერენდუმზე მომზადებული მასალების 90 პროცენტი „დიახ“ პასუხს დაეთმო.
ქურთული იდენტობის პოლიტიკური პარტია - „ხალხის დემოკრატიული პარტია“ (HDP) საკონსტიტუციო ცვლილების წინააღმდეგია. პარტიის წევრი ერჯან დემირი, ერთ-ერთი მათგანია, ვინც თურქეთში „ერთი კაცის რეჟიმის“ იდეას ეწინააღმდეგება და ქვეყანაში უფრო ღია დემოკრატია სურს.
„ჩვენზე გაძლიერდა პოლიტიკური წნეხი. ჩვენი პარტიის ლიდერი და პარლამენტის 13 წევრი ციხეშია, ჩვენს 5 000-მდე გულშემატკივარს კი დაპატიმრება ემუქრება, ან უკვე დაკავებულია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ღია და სამართლიან რეფერენდუმზე ვერ ვისაუბრებთ,“ ამბობს დემირი.
დამკვირვებლების შეფასებით, იმას რომ თურქული დემოკრატია საფრთხეშია ბევრ ფაქტორთან ერთად ისიც ცხადყოფს, რომ მთავრობამ რეფერენდუმის მოწინააღმდეგებს საკუთარი შეხედულებების გამოხატვის საშუალება არ მისცა.
გუშინ გაეროს ექსპერტებმა განცხადება გაავრცელეს, რომლის მიხედვითაც, თურქეთში გასული წლის ივლისში არშემდგარი გადატრიალების შემდგომ გატარებულმა უსაფრთხოების ზომებმა რეფერენდუმის წინ „ინფორმირებული დებატების შანსები შეზღუდა“. ექსპერტების შეფასებით, ივლისის შემდეგ დაწესებული მკაცრი შეზღუდვები რეფერენდუმში ერდოღანის გამარჯვების შემდეგ კიდევ უფრო გამკაცრდება.
თურქეთმა საგანგებო მდგომარეობა 15 ივლისის არშემდგარი გადატრიალების შემდეგ დააწესა, მაშინ დაახლოებით 250 ადამიანი დაიღუპა.
მალევე მთავრობამ 168 გენერალი დააკავა, სასამართლო სისტემიდან დაახლოებით 4000-მდე ადამიანი დაითხოვა, სამსახურებიდან აკადემიურ ინსტიტუტებში მომუშავე 6000-ზე მეტი ადამიანი გაათავისუფლა და 100-ზე მეტი მედია საშუალება დახურა.
როგორც არ უნდა დასრულდეს 16 აპრილის რეფერენდუმი, თურქეთის დემოკრატია საფრთხეშია. რეფერენდუმში გამარჯვების შემთხვევაში, ერდოღანი, რომელიც თავს თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებელ მუსტაფა ქემალ ათათურქს ადარებს, ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი ოფიციალურად ხდება. რეფერენდუმში დამარცხების შემთხვევაშიც კი მისი არსებული ძალაუფლება არ იცვლება. ქვეყნის ერთპიროვნული მმართველობა ერდოღანს არც საკონსტიტუციო ცვლილებების გარეშე გაჭირვებია, რისი მაგალითიც 2016 წლის 15 ივლისის შემდეგ განვითარებული მოვლენებია.
-
ირაკლი კობახიძე: სამწუხაროდ, ბატონმა ფიშერმა დიდი ზიანი მიაყენა საქართველო-გერმანიის ურთიერთობებს ირაკლი კობახიძე: სამწუხაროდ, ბატონმა ფიშერმა დიდი ზიანი მიაყენა საქართველო-გერმანიის ურთიერთობებს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყაზახეთის პრემიერმინისტრ ოლჟას ბეკტენოვს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყაზახეთის პრემიერმინისტრ ოლჟას ბეკტენოვს შეხვდა
გადახედვა
-
ცოტნე ივანიშვილის აცხადებს, რომ მამამისი პირადად დაინტერესდება რას ემსახურებოდა პარლამენტში მომხდარი პროვოკაცია ცოტნე ივანიშვილის აცხადებს, რომ მამამისი პირადად დაინტერესდება რას ემსახურებოდა პარლამენტში მომხდარი პროვოკაცია
გადახედვა
-
როცა ტკბილი გინდება — 6 სასარგებლო ალტერნატივა როცა ტკბილი გინდება — 6 სასარგებლო ალტერნატივა
-
ელენე ხოშტარია: რაც არ უნდა გადაწყვიტონ, საერთოდ არ ინერვიულოთ, ვერაფერს ვერ მოგვაკლებენ ელენე ხოშტარია: რაც არ უნდა გადაწყვიტონ, საერთოდ არ ინერვიულოთ, ვერაფერს ვერ მოგვაკლებენ
გადახედვა
-
ენმ-ის წევრს, ზვიად კუპრავას 2 წლით და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა ენმ-ის წევრს, ზვიად კუპრავას 2 წლით და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, დედამიწა შეიძლება მზის სიკვდილს გადაურჩეს ახალი კვლევის თანახმად, დედამიწა შეიძლება მზის სიკვდილს გადაურჩეს
გადახედვა
-
Wasteless-ის ეკოინიციატივა გრძელვადიან ცვლილებას კახეთიდან იწყებს — პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი Wasteless-ის ეკოინიციატივა გრძელვადიან ცვლილებას კახეთიდან იწყებს — პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
-
საია: სახელმწიფო ვალდებულია ელენე ხოშტარიას ადეკვატური მკურნალობა და სამოქალაქო კლინიკაში დროული გადაყვანა უზრუნველყოს საია: სახელმწიფო ვალდებულია ელენე ხოშტარიას ადეკვატური მკურნალობა და სამოქალაქო კლინიკაში დროული გადაყვანა უზრუნველყოს
გადახედვა
-
ზაფხულის ცხელ დღეებს რომ უხდება ზაფხულის ცხელ დღეებს რომ უხდება
-
ლანა ღოღობერიძე: ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ იმაზეა ლაპარაკი, რომ ჯანმრთელობისთვის აუცილებელია ელენე ხოშტარიას საავადმყოფოში გადაყვანა და ეს საკამათო და საფიქრალია ლანა ღოღობერიძე: ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ იმაზეა ლაპარაკი, რომ ჯანმრთელობისთვის აუცილებელია ელენე ხოშტარიას საავადმყოფოში გადაყვანა და ეს საკამათო და საფიქრალია
გადახედვა
-
მილი ბობი ბრაუნი და დევიდ ჰარბორი ახალ სერიალში კვლავ მამა-შვილის როლებს მოირგებენ მილი ბობი ბრაუნი და დევიდ ჰარბორი ახალ სერიალში კვლავ მამა-შვილის როლებს მოირგებენ
გადახედვა
-
სახელმწიფო უწყებებისთვის კიდევ 164 ჰიბრიდული ავტომობილის შესასყიდად ₾10 მლნ-ზე მეტი გამოიყოფა სახელმწიფო უწყებებისთვის კიდევ 164 ჰიბრიდული ავტომობილის შესასყიდად ₾10 მლნ-ზე მეტი გამოიყოფა
გადახედვა
-
შსს-მ ₾37 მლნ-ზე მეტი ღირებულების 700 კგ-მდე ნარკოტიკი გაანადგურა შსს-მ ₾37 მლნ-ზე მეტი ღირებულების 700 კგ-მდე ნარკოტიკი გაანადგურა
გადახედვა
-
ქეთევან ბაკარაძე: მესამე დღეა, მართლმსაჯულების სისტემა დუმს პარლამენტში მომხდარ შესაძლო სისხლის სამართლის დანაშაულზე ქეთევან ბაკარაძე: მესამე დღეა, მართლმსაჯულების სისტემა დუმს პარლამენტში მომხდარ შესაძლო სისხლის სამართლის დანაშაულზე
გადახედვა
-
თერმო ცენტრში პანელური, სექციური და დეკორატიული რადიატორების ყველაზე ფართო არჩევანი დაგხვდებათ თერმო ცენტრში პანელური, სექციური და დეკორატიული რადიატორების ყველაზე ფართო არჩევანი დაგხვდებათ
-
თიბისის პირველი UX დიზაინერი — გიორგი სოსებაშვილი: ინტერვიუ დიზაინზე, გუნდზე და მომავალზე თიბისის პირველი UX დიზაინერი — გიორგი სოსებაშვილი: ინტერვიუ დიზაინზე, გუნდზე და მომავალზე
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბათუმში ბიზნესებისთვის EBRD-ის მხარდამჭერ პროგრამებზე შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბათუმში ბიზნესებისთვის EBRD-ის მხარდამჭერ პროგრამებზე შეხვედრა გაიმართა
-
ქვიზი: გამოიცანი კალათბურთის მოთამაშე სილუეტით ქვიზი: გამოიცანი კალათბურთის მოთამაშე სილუეტით
-
ანტარქტიდის პირველი დინოზავრის ძვალი უჯრაში შენახული იპოვეს ანტარქტიდის პირველი დინოზავრის ძვალი უჯრაში შენახული იპოვეს
გადახედვა
-
ისრაელში საქართველოს ელჩად ბექა დვალი დაინიშნა ისრაელში საქართველოს ელჩად ბექა დვალი დაინიშნა
გადახედვა


კომენტარები