უკრაინის მხარდამჭერ ქართული ოცნების რეზოლუციაში რუსეთი ნახსენები არ არის
ქართული ოცნება დღეს დააინიცირებს უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას, რომელშიც რუსეთი ნახსენები არ არის. მმართველი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძის მტკიცებით, "მცდელობა არ დაუკლიათ", რომ რეზოლუციის ტექსტის შემუშავებისას სხვა ფრაქციების და პოლიტიკური ჯგუფების მოსაზრებებიც გაეთვალისწინებინათ, თუმცა შეთანხმება მაინც ვერ მოხერხდა.
უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ რეზოლუციის ტექსტი ასეთია:
"საქართველოს პარლამენტი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო და გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული, რაც ახალ საფრთხეს უქმნის არამხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონულ მშვიდობას და უსაფრთხოებას;
აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება და სამხედრო-პოლიტიკური არგუმენტებით ამ უფლების შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია; მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი. სოლიდარობას უცხადებს მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელსაც ყოველგვარი სამხედრო ესკალაციით მძიმე ზიანი შეიძლება მიადგეს.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობას დიპლომატიური ინსტრუმენტების გამოყენებით და სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით განაგრძოს თავისი წვლილის შეტანა უკრაინაში ომის არდაშვებაში".
უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის შემუშავების ინიციატივა ოპოზიციური ფრაქციების ლიდერებს ეკუთვნით. 24 იანვარს გამართულ ბრიფინგზე მათ მმართველ პარტიას შესთავაზეს ერთიანი ტექსტის შემუშავება. დღეს დილიდან დეპუტატები რეზოლუციასთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავდნენ, თუმცა შეთანხმება ვერ მოახერხეს.
რეფორმების ფრაქციის წევრის, ხათუნა სამნიძის ინფორმაციით, ქართულმა ოცნებამ მათ რეზოლუციის ტექსტის საკუთარი ვერსია შესთავაზა, განხილვის შემდეგ ისინი პრინციპულ საკითხებზე შეთანხმდნენ. სამნიძის თქმით, შესვენების დროს ქართული ოცნების დეპუტატებმა გადაწყვიტეს რეზოლუციის ტექსტის თავდაპირველი ვერსია დაებრუნებინათ, რის გამოც ოპოზიციამ ტექსტის თანაავტორობაზე უარი თქვა.
ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, მიზეზი, რის გამოც ოპოზიცია მმართველი პარტიის შემუშავებული რეზოლუციის ტექსტის ხელმოწერაზე უარს ამბობს არის ის, რომ მასში რუსეთის სამხედრო აგრესია ნახსენები არ არის.
"გავაგრძელებთ მსჯელობას, არ არის გამორიცხული, რომ ოპოზიციამ ალტერნატიული რეზოლუციის პროექტი დააინიციროს, მაგრამ ამაზე მთლიანი ოპოზიციის პოზიციაა გასათვალისწინებელი", — ამბობს დეკანოიძე.
მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ რეზოლუციის მათი ვერსიის "ყველა სიტყვა, ყველა ფრაზა გამომდინარეობს საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან" და დაცლილია პოპულისტური თუ პროვოკაციული რიტორიკისგან.
უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის გარდა საპარლამენტო ოპოზიცია ითხოვს პარლამენტმა შეიმუშავოს რეზოლუცია საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესახებ. ოპოზიციამ, ასევე, მოითხოვა საგარეო საქმეთა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანისა და თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის მოწვევას რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გამოწვევების განსახილველად.
გარდა ამისა, საპარლამენტო ოპოზიცია პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდებს, მიმდინარე კვირას მოიწვიოს უშიშროების საბჭოს გაფართოებული სხდომა, სადაც განიხილავენ შავი ზღვის რეგიონში არსებულ ახალ გამოწვევებს.
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები