პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტებმა სისტემატური სახე მიიღო — DRI შშმ არასრულწლოვნის ცემაზე
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) მოითხოვს პოლიციელის მიერ შშმ არასრულწლოვნის ცემის ფაქტის დროულ და ეფექტიან გამოძიებას. საქმე ეხება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ მეტროში პოლიციელი არასრულწლოვანს ფიზიკურად უსწორდება.
"ბავშვის დაცვა და მხარდაჭერა შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეული თანამშრომლის მოვალეობაა. თუმცა, გავრცელებული კადრებით დასტურდება, რომ პოლიციის სისტემაში ბავშვის ინტერესების დაცვა და კანონით დაკისრებული პასუხისმგებლობების შესრულება არ ხდება. პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტებმა სისტემატური სახე მიიღო", — აცხადებენ ორგანიზაციაში.
ორგანიზაცია სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს მოუწოდებს გამოძიების პროცესში სავალდებულოდ ჩართოს ფსიქოლოგი. ასევე, დაზარალებულის მიმართ გამოიყენოს მულტიდისციპლინური მიდგომა განმეორებითი გამოკითხვისა და ხელახალი ვიქტიმიზაციის თავიდან აცილების მიზნით.
DRI მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროსაც და მოუწოდებს, უზრუნველყოს პოლიციელების გადამზადება ბავშვთა დაცვის საკითხებში. ასევე, გაატაროს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა სამართალდამცველების მიერ უფლებამოსილების გადამეტების, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებზე.
რაც შეეხება პარლამენტსა და მთავრობას, ორგანიზაცია უმაღლეს საკანონმდებლო და აღმასრულებელ სტრუქტურებს მოუწოდებს დაიწყონ პოლიციის სისტემის რეფორმა ბავშვთა საუკეთესო ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით. ასევე, პოლიციელის სტატუსის მინიჭებისთვის აუცილებელ კრიტერიუმი იყოს ბავშვთა დაცვის საკითხების ცოდნა.
კადრები, სადაც ჩანს, რომ პოლიციელი მოქალაქეს სცემს, გუშინ, 24 იანვარს გავრცელდა. თავდაპირველად, ვიდეო ერთ-ერთი მეტროსადგურის ესკალატორზეა გადაღებული, სადაც არასრულწლოვნის თანმხლები პირები პოლიციელს ეუბნებიან, რომ ის ყრუ-მუნჯია, რაზეც პოლიციელი პასუხობს:
"ყრუ-მუნჯია? რომ ავალაპარაკო ახლა? [...] აი, ახლა უნდა ავალაპარაკო".
სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებით ფაქტზე დაკავებულია 2 პოლიციელი. მისივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ პოლიციელმა ფიზიკურად 17 წლის შეზღუდული შესაძლებლობის პირზე იძალადა. შედეგად, მან დაზიანებები თავისა და სახის არეში მიიღო. ასევე, განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და თავი დამცირებულად იგრძნო.
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
კომენტარები