ვისურვებდი, პასუხი მოეთხოვოს მედიას არასწორი ინფორმაციის გავრცელებაზე ან აკრძალული ფაქტის გაშუქებაზე — ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი
ფოტო: კადრი ვიდეოდან/პირველი არხი
ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, გიორგი შაიშმელაშვილი პარალელს ავლებს საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა და მედიის წარმომადგენელთა "გადაცდომებზე". კონკრეტულად, ის აცხადებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის შეცდომები მაშინვე განკითხვის საგანი ხდება, მედიის შეცდომებს კი მალე ივიწყებენ.
"სამწუხაროდ, ხდება ისე, რომ თვითონ ადმინისტრაციის მუშაობას, ნებისმიერ დონეზე ფაქტობრივად — ნუ, უბრალოდ საუბნო დონეზე ეს მეტად ჩანს, იმიტომ, რომ საოლქო და ცესკო მაინც მეტად, შედარებით პროფესიული კადრებით არის დაკომპლექტებული და საუბნოზე უფრო ხშირად არის ახალბედა კადრები და უფრო მათ მოსდით მეტად გადაცდომები და მცირე ხარვეზები — პატარა შეცდომაც ხდება ხოლმე განკითხვის საგანი და დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი, თუმცა საინტერესოა რომ იგივე მედიის გადაცდომები, მაგალითად, ხდება ხოლმე დავიწყებადი და ყოველ ახალ არჩევნებზე განახლებადი.
მე ვისურვებდი, რომ შეიქმნას სტანდარტი, სადაც პასუხი მოეთხოვოთ მედიასაშუალებებს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაზე ან თვითონ, აკრძალული ფაქტის გაშუქებაზე და ა.შ.", — განაცხადა შაიშმელაშვილმა.
გიორგი შაიშმელაშვილის გარდა ცესკოს თავმჯდომარის კონკურსში კიდევ სამი კანდიდატი მონაწილეობს: თამაზ ფოლადაშვილი, თენგიზ თევზაძე და მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი.
ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს ორი წევრის თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევად კონკურსი 28 დეკემბერს გამოცხადდა. ამის შესახებ განკარგულება საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა. ცესკოს მოქმედ თავმჯდომარესა და ცესკოს ორ წევრს უფლებამოსილების ვადა თებერვალში გასდით.
17 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი შეიცვალა. უფრო ზუსტად, გამარტივდა არჩევის პროცედურა.
-
მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა
გადახედვა
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან 60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
-
გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია
გადახედვა
-
"ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში? "ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში?
გადახედვა
-
შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები