ივანიშვილს გამოგზავნილი ჰყავდა ხალხი, დავასრულოთ ეს ყველაფერიო, ამაზე არ წავედი — ხაზარაძე
ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ქართული ოცნების დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მასთან ხალხი ჰყავდა გაგზავნილი, რომ ეს ყველაფერი "დაესრულებინათ", თუმცა ხაზარაძის თქმით, ამაზე არ წავიდა.
"ბიძინა ივანიშვილს გამოგზავნილი ჰყავდა ხალხი, რომ დავალაგოთ და დავასრულოთ ეს ყველაფერიო, რომ იცოდეთ მე, ბატონო მოსამართლე. ამაზე არ წავედი, იმიტომ, რომ თუ არ დასრულდა ეს ყველაფერი... ისევე, როგორც არ წავედი წავედი წინა ხელისუფლების დროს", — განაცხადა მან.
მოგვიანებით, ჟურნალისტებთან საუბრისას ხაზარაძემ კვლავ აღნიშნა, რომ ივანიშვილისგან შემოთავაზებაც ჰქონდათ, რომ ეს საქმე დაემთავრებინათ.
"შემოთავაზებაც გვქონდა, მგონი, შარშან, რომ იქნებ დავამთავროთ, ბიძინა ივანიშვილისგან. იმიტომ, რომ მას როგორ უნდა, იცით? რომ ყველა მასთან იყოს ვალში, ეს უნდა მას. ან ვალში უნდა იყო მასთან, ან უნდა იყო გაშავებული მის სიაში, რომ ყოველთვის კომპრომატი ჰქონდეს მას შენზე სამოქმედოდ", — თქვა ხაზარაძემ.
დღეს ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბოლო სასამართლო სხდომა გაიმართა. პროცესის დაწყების დროს მოსამართლემ მამუკა ხაზარაძე დარბაზიდან გააძევა. მიზეზი ხაზარაძესა და ბრალდების მხარეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გახდა. მოგვიანებით, მოსამართლემ საბოლოო სიტყვის წარმოსათქმელად მისი დარბაზში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. საქმეზე განაჩენს მოსამართლე ხვალ, 11:00 საათზე გამოაცხადებს.
ბადრი ჯაფარიძეს, მამუკა ხაზარაძესა და ავთანდილ წერეთელს პროკურატურა ფულის გათეთრებას ედავება. 2019 წლის 8 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროკურატურამ თიბისი ბანკიდან დოკუმენტები ამოიღო. მაშინ პროკურატურამ განმარტა, რომ თიბისი ბანკის 2008 წლის აქტივობები შეიცავდა ფულის გათეთრების ნიშნებს და მასში თიბისის დამფუძნებლები და ამავდროულად, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე და მისი მოადგილე ბადრი ჯაფარიძე ფიგურირებდნენ.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები