"ძალიან სუსტადაა, ყალბი დიაგნოზით არის გამოწერილი" — ადვოკატები სააკაშვილს შეხვდნენ
ექსპრეზიდენტის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ის ძალიან სუსტადაა, ის ბოლომდე კომუნიკაბელური არ არის და გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან ყალბი დიაგნოზითაა გამოწერილი.
"არ არის ბოლომდე კომუნიკაბელური სააკაშვილი, არის ძალიან სუსტად, გაბრუებულია. ხვალ იქნება განცხადებები. არის სუსტად, როგორც იყო ისე. ჩამოჰყავთ ბადრაგებს, ორ ადამიანს იქიდან და აქედან და აჰყავთ. ეს კიდევ ახალი დაბრკოლებაა, რომელიც გვაქვს, რომ ახლა უკვე უნდა შევხვდეთ ხოლმე მას და ის ჩამოსაყვანი უნდა გახდეს და ასაყვანი ყოველ ჯერზე, რაც მძიმე ამბავია, ჩემი აზრით. მთავარი, რაც იკვეთება ის არის, რომ ადამიანი არის ყალბი დიაგნოზით გამოწერილი, მე ვნახე ფორმა 100. 27 დეკემბრისაც და 30-საც, ორივე არის აბსოლუტურად იდენტური. ორივე, შემიძლია გითხრათ, რომ ყალბია", — განაცხადა მან.
გვარამია ამბობს, რომ სააკაშვილს წოლითი რეჟიმისგან კუნთების განლევა აქვს, თუმცა, მისი თქმით, გორის ჰოსპიტალი იყო ერთადერთი დაწესებულება, სადაც მისი სიცოცხლის შენარჩუნება იყო შესაძლებელი.
"მოდუნება აქვს კუნთების და განლევა, წოლისგან და იმ რეჟიმისგან, რომელშიც იმყოფებოდა გორში. გულწრფელად უნდა ვთქვათ, რომ გორის ჰისპიტალი აღმოჩნდა მიხეილ სააკაშვილისთვის ერთადერთი დანიშნულების დაწესებულება, რომ იგი არ მომკვდარიყო და კაპტოპრილით ემკურნალათ და დაეწიათ მისთვის წნევა", — თქვა ადვოკატმა.
გვარამიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტლიდან გამოწერის დოკუმენტსა და ფორმა 100-ს არა ნინო გოგორიშვილი, არამედ მისთვის უცნობი ექიმი, ვინმე ჯეირანაშვილი აწერს. გვარამია ვარაუდობს, რომ გოგორიშვილმა ფორმა 100-ზე მეორეჯერ ხელმოწერაზე უარი თქვა და მის მიერ გაკეთებული განცხადებებიც სწორედ ამას უკავშირდება.
"რაც შეეხება ქალბატონი გოგორიშვილის 27 დეკემბრის ფორმა 100-ს, ეს ფორმა 100 შედგენილია გვიან, ზუსტად იგივე შინაარსით, რაც 30-ის არის. 30-ის ფორმა 100-ს და გამოწერას ხელს აწერს არა ქალბატონი გოგორიშვილი, როგორც ახლა უკვე ცხადი გახდა. უბრალოდ, როგორც ჩანს, მან მეორეჯერ ამის ხელმოწერაზე უარი თქვა, იმიტომ იყო ეს ყველა განცხადება გაკეთებული და აწერს ხელს ვინმე ჯეირანაშვილი, ეს არ ვიცი ვინ არის, სახელიც ვერ ამოვიკითხე. ეს კაცი აქ იმყოფება ყალბი დიაგნოზით, ვითომ გამოჯანმრთელებული, სინამდვილეში გამოჯანმრთელებული არ არის, უარესად არის, ვიდრე აქედან წავიდა", — თქვა მან.
გვიან ღამით სააკაშვილის ადვოკატებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ექსპრეზიდენტი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაიყვანეს. ოფიციალური განცხადება პენიტენციურმა სამსახურმა ინფორმაციის გავრცელებიდან 9 საათის შემდეგ გაავრცელა და დაადასტურა, რომ სააკაშვილი რუსთავის ციხეშია.
გუშინ, 29 დეკემბერს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილის მკურნალი ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. იმავე დღეს სახალხო დამცველის წარმომადგენელმა, საბა ბრაჭველმა თქვა, რომ სააკაშვილს, ამ ეტაპზე, ექიმი არ ჰყავს.
28 დეკემბერს გორის ჰოსპიტალში სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა, ნინო გოგორიშვილმა ექსპრეზიდენტის ადვოკატი, ნიკა გვარამია შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულა. ნიკა გვარამიამ წაიკითხა ოქმი, სადაც, მისი თქმით, ექიმი, ნინო გოგორიშვილი საუბრობს, თუ რა მოხდა 27 დეკემბერს, როდესაც სააკაშვილს გადაყვანის შესახებ აცნობეს.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები