აქტივისტი დეპუტატ სავალან მირზოევს მუქარასა და დისკრიმინაციაში ადანაშაულებს
სამოქალაქო აქტივისტი, სამირა ბაირამოვა დეპუტატ სავალან მირზოევს შეურაცხყოფაში, დისკრიმინაციასა და მუქარაში ადანაშაულებს. ბაირამოვას თქმით, მირზოევმა უთხრა, რომ სანამ დეპუტატია, მის ინიციატივებსა და კანონპროექტებს პარლამენტის მხარდაჭერა არ ექნება.
როგორც ბაირამოვა ჰყვება, ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრებთან ერთად, 16 დეკემბერს უნდა განეხილა საკანონდებლო ინიციატივა ეთნიკური უმცირესობებისთვის უმაღლესი განათლების ხელშეწყობის შესახებ, ასევე, 21 მარტის, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულის უქმე დღედ გამოცხადების იდეა. აქტივისტი ამბობს, რომ ინიციატივა თავდაპირველად განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში განიხილეს და მისი სრულყოფისთვის კონსულტაცია სწორედ ადამიანის უფლებათა კომიტეტში უნდა გაევლოთ. ბაირამოვას თქმით, შეხვედრის წინა დღეს მას სავალან მირზოევმა, რომელიც ამ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა, დაურეკა და "პასუხი მოსთხოვა", რატომ არ შეუთანხმეს ეს ინიციატივები პირადად მას.
"დამირეკა, მე რატომ არ ვიცი, რომ თქვენ განათლების კომიტეტთან გქონდათ შეხვედრა, მე რატომ არ მაქვს ინფორმაციაო. თქვენ ვინა ხართ და რა ანგარიში უნდა ჩაგაბაროთ-მეთქი. ის ფიქრობს, რომ რადგან აზერბაიჯანული კვოტით არის, მისგან უნდა ავიღოთ ნებართვა, თითქოს პარლამენტი მისი კერძო საკუთრებაა.
მერე დაიწყო, რომ მე სანამ ამ პარლამენტში ვარ, არც შენსას, არც სხვისას — არ აქვს მნიშვნელობა — თქვენს ინიციატივებს, რომელიც ეხება აზერბაიჯანელებს, არც ერთს მხარდაჭერა არ იქნება. ყველაფერს გავაკეთებ, რომ არც ხვალინდელი შეხვედრა შედგეს, არც ეს თქვენი იდეები, ინიციატივები იყოს მიღებული პარლამენტშიო", — გვიყვება ბაირამოვა.
ის ამბობს, რომ კიდევ ერთი მიზეზი, რამაც მირზოევის გაღიზიანება გამოიწვია, არის ერთ-ერთი აქტივისტი, რომელიც შეხვედრას მასთან ერთად უნდა უნდა დასწრებოდა.
"სიაში იყო ერთ-ერთი [ეთნიკურად] აზერბაიჯანელი აქტივისტი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ოღონდ მას ეძახიან სომეხს, იმიტომ, რომ სომხებთან მეგობრობს და ერთხელ იყო სომხეთში. მითხრა, შენ ხომ იცი, რომ ეგ სომეხია. ანუ, ამით იმის თქმა უნდა, რომ არ მოსწონს ეს ადამიანი და არ უნდა, რომ ის მივიდე პარლამენტში. თითქოს მისი სახლია პარლამენტი. ვუთხარი, თქვენ თუ მასთან გაქვთ რაიმე პრობლემა, მე არანაირად არ მეხება-მეთქი", — ამბობს ბაირამოვა.
მისი თქმით, მირზოევთან საუბრიდან ორ საათში კომიტეტის აპარატიდან აცნობეს, რომ შეხვედრა გაუქმდა, მიზეზად კი თავმჯდომარის მოუცლელობა დაუსახელეს.
"ორი საათის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ დაგეგმილი გვქონდა კომიტეტთან შეხვედრა, აპარატის უფროსმა მომწერა, სამწუხაროდ, კომიტეტის თავმჯდომარე ვერანაირად ვერ ახერხებს და შეხვედრა გადაიდოო.
მე მივწერე, ვიცი, რატომ გადაიდო — იმიტომ, რომ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დამირეკა, შეურაცხყოფა მომაყენა, დამემუქრა [...] მითხრა, რომ მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია ამის შესახებ", — გვიყვება ბაირამოვა.
აქტივისტი აღნიშნავს, რომ მისი რეაქციის შემდეგ კომიტეტის აპარატიდან ისევ დაურეკეს და უთხრეს, რომ თავმჯდომარეს შეეძლო 30-40 წუთის გამოყოფა მისთვის, თუმცა ამჯერად შეხვედრაზე უარი თავად თქვა. სამირა ბაირამოვას თქმით, თავდაპირველად ჰქონდა მოლოდინი, რომ ადამიანის უფლებათა კომიტეტთან შეხვედრა ნაყოფიერი და შედეგზე ორიენტირებული იქნებოდა; მირზოევის ზარის შემდეგ კი ფიქრობს, რომ თუ შეხვედრა მაინც შედგება, ის იქნება ზედაპირული და "მხოლოდ სურათის გადაღებისთვის".
მისი განცხადებით, მას შემდეგ, რაც ეს ამბავი მედიაში გახმაურდა, მირზოევმა შეტყობინება გაუგზავნა და უთხრა, რომ "ცოტა ემოციურად გამოუვიდა" და თუ ეწყინა, ბოდიშს უხდის.
"ამ ადამიანს აქვს კომპლექსი და ფიქრობს, იმიტომ ვაკეთებთ ამას, რომ მისი ადგილი გვინდა, კვოტით რაც არის განსაზღვრული. მე საერთოდ არანაირი პოლიტიკური ინტერესი არ მაქვს. მე სამოქალაქო აქტივისტი ვარ და რაც ჩემს საქმეს ეხება, ვაკეთებ", — ამბობს ბაირამოვა.
სამირა ბაირამოვას განცხადებით, უკვე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას, კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხეილ სარჯველაძეს, პარლამენტის ეთიკის კომისიასა და სახალხო დამცველს. ის სავალან მირზოევის ქმედებაზე შესაბამის რეაგირებას ითხოვს.
სახალხო დამცველის აპარატში On.ge-ს უთხრეს, რომ ბაირამოვას განცხადება მიიღეს და უახლოეს დღეებში გადაწყდება, დაიწყებს თუ არა საქმის მოკვლევას ომბუდსმენი. რაც შეეხება პარლამენტში შეტანილ განცხადებებს, ამასთან დაკავშირებულ კითხვებზე საკანონმდებლო ორგანოდან პასუხის მიღებას ვერ ვახერხებთ. ვცადეთ დაკავშირება ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან, მიხეილ სარჯველაძესთან, თუმცა ის ზარებს მე-4 დღეა არ პასუხობს. ჩვენს ზარებს არ პასუხობს არც კომიტეტის აპარატის უფროსი, კობა გრიალაშვილი.
On.ge-მ დამატებითი დეტალების გარკვევა თავად სავალან მირზოევთანაც სცადა. დეპუტატმა თავდაპირველად გვითხრა, რომ არ სცალია და მოგვიანებით საუბარი შემოგვთავაზა, თუმცა შემდეგ ჩვენს ზარებს აღარ უპასუხა. ორდღიანი მცდელობის შემდეგ, მირზოევმა გვითხრა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ გააკეთებს და მობილური გათიშა.
-
შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები
-
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
-
გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს
გადახედვა
-
იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს
გადახედვა
-
ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა — კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა — კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე
გადახედვა
-
სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა
გადახედვა
-
MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია
-
BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა
გადახედვა
-
Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა
გადახედვა
-
OnlyMarms — რატომ დარეგისტრირდნენ ვირზაზუნები OnlyFans-ზე? OnlyMarms — რატომ დარეგისტრირდნენ ვირზაზუნები OnlyFans-ზე?
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
-
2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება 2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება
გადახედვა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
კომენტარები