რას პასუხობენ ისტორიის სახელმძღვანელოს ავტორები კრიტიკას
დიოგენეს გამომცემლობის მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს ავტორები კრიტიკის პასუხად აცხადებენ, რომ მასალა და ციტატები კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი. ერთ-ერთი ავტორი, ბესიკ ლორთქიფანიძე ჟურნალისტებს პოლიტიკურ ანგაჟირებულულობაში ადანაშაულებს. ნატო ახმეტელი კი ამტკიცებს, რომ მასალა ისე გაკრიტიკდა, არათუ სახელმძღვანელო, არამედ პარაგრაფიც კი არაა წაკითხული.
"დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩვენი ზოგიერთი ჟურნალისტი პოლიტიკურად ანგარიჟებულია! ძალიან საწყენია, რომ მათ შორის, ახალგაზრდების აღმზრდელი, ჩემთვის მანამდე საპატივსაცემო ქალბატონიც აღმოჩნდა (საერთოდ არ ვიცნობდი, მაგრამ პატივს ვცემდი)! წესით მან მაინც უნდა იცოდეს, რომ როდესაც რაღაც საკითხზე საუბრობ, კონტექსტიდან ამოგლეჯილი წინადადებებით არ უნდა ისაუბრო და მთელი აბზაცი უნდა მიუთითო! მაგრამ სამწუხაროდ, ისეთ რეალობაში ვცხოვრობთ, რომ ასეთი ადამიანებიც, პოლიტიკური კონიუქტურის გამო, რბილად რომ ვთქვათ, ამას არ ითვალისწინებენ! არაუშავს, უარესებიც ხდება", — წერს ლორთქიფანიძე Facebook გვერდზე.
რაც შეეხება სახელმძღვანელოში შეტანილ კითხვას — "დაუშვა თუ არა შეცდომა საქართველოს პრეზიდენტმა, როდესაც ოსური შეიარაღებული ფორმირებების მიერ ქართულ სოფლების მიმართულებით სროლას რეგიონში სამხედრო ნაწილების შეყვანით უპასუხა?" — ნანა ახმეტელი ირწმუნება, რომ ეს მოსწავლეებს მხოლოდ სადისკუსიოდ მიეცათ და მათ პოზიციის დაფიქსირებას შესაძლებლობაც აქვთ.
"დისკუსიის დაწყება რომელიმე პოზიციის დაფიქსირებას ნიშნავს? რატომ გგონიათ, რომ ბავშვი აუცილებლად დადებითად უპასუხებს და არა პირიქით? ეს ხომ სადისკუსიო კითხვებია ისევე, როგორც სხვა მრავალ ისტორიაში", — წერს ის.
მისივე თქმით, სახელმძღვანელოში სხვა მსგავსი კითხვებიცაა შეყვანილი, რაზეც მედიამ ყურადღება არ გაამახვილა, ამიტომ მაგალითი მოჰყავს:
"რატომ ვერ შენიშნეს პარაგრაფში ეს დავალება: "გააანალიზე წყაროები და იმსჯელე, არის თუ არა ეს წყაროები არაპირდაპირი სამხილი, რომ რუსეთმა სამხედრო ოპერაცია არა ოსი მოსახლეობის სამშვიდობო მისიის ფარგლებში დასაცავად, არამედ, ნატოში საქართველოს მოსალოდნელი შესვლის აღსაკვეთად ჩაატარა?"
განათლების სამინისტროს მიერ გრიფირებულ ისტორიის სახელმძღვანელოებში ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ბიოგრაფია შეიტანეს. დიოგენეს ისტორიის მე-9 კლასის სახელმძღვანელოში ივანიშვილი ცნობილ ქველმოქმედად და მეცენატადაა მოხსენიებული. გამომცემლობა ლოგოსპრესი კი, მოსწავლეებს ივანიშვილის შედარებით ვრცელ ბიოგრაფიას სთავაზობს და წერს, რომ ის ბიზნესმენი, პოლიტიკოსი და ქველმოქმედია, ხოლო პოლიტიკაში მოსვლამდე კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-აღდგენის პროექტებსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს აფინანსებდა. ამასთანავე, წიგნში წერია ინფორმაცია მისი დაარსებული ბანკების შესახებაც.
გარდა ამისა, სახელმძღვანელოებში საუბარია ვარდების რევოლუციასა და რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდზე.
"2008 წლის 6-7 აგვისტოს ოსურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა ცხინვალის მიმდებარე ქართულ სოფლებს ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს. საქართველოს პრეზიდენტმა ადგილობრივი მოსახლეობის დასაცავად ცხინვალის რეგიონში შეიარაღებული ძალების შეყვანის ბრძანება გასცა, რასაც რუსეთის ფედერაციამ პირდაპირი სამხედრო აგრესიით უპასუხა. 2008 წლის 8-10 აგვისტოს რუსეთმა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ათასობით ერთეული სამხედრო ტექნიკა და ათიათასობით სამხედრო ძალა შემოიყვანა. მძიმე ბრძოლების შემდეგ, ძალების აშკარა უთანასწორობის გამო, საქართველოს ხელისუფლებამ კონფლიქტის ზონიდან ჯარები გამოიყვანა", — ვკითხულობთ წიგნში.
სახელმძღვანელოში 2012 წლის მოვლენები დადებითადაა შეფასებული და წერია, რომ ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად ევროპული კურსი არათუ შეიცვალა, არამედ, უფრო მეტად გაღრმავდა.
ამბის გავრცელების შემდეგ კრიტიკის პასუხად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აცხადებენ, რომ მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოებში ისტორიული პროცესები აღწერილია გამართულად, კომპეტენტურად და მრავალმხრივად.
გაიგე მეტი:
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები