პაციენტ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ის წამლებს იღებს — პენიტენციური
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს ამ დროისათვის საფრთხე არ ემუქრება. მათივე თქმით, გუშინ პაციენტმა ყველა დანიშნული მედიკამენტი მიიღო და შესაბამისი ლაბორატორიული მონაცემები გაუმჯობესდა. პენიტენციურ სამსახურში, ასევე, ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივი კონტროლის ქვეშ არის.
"შესაბამისი ლაბორატორიული მონაცემები გაუმჯობესდა, მათ შორის კალიუმის დონე, რომელიც ნორმას მიუახლოვდა. დღეისათვის პაციენტი ასრულებს ყველა დანიშნული მედიკამენტის მიღებას. აქვე დავძენთ, რომ მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე არის სტაბილური. ძირითადი სასიცოცხლო მონაცემები, როგორც არის, პულსი, წნევა, სატურაცია, სისხლში გლუკოზის დონე ნორმის ფარგლებშია. პაციენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეოაბ არის მუდმივი კონტროლის ქვეშ და დღეის მდგომარეობით მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", — აცხადებენ პენიტენციურში.
უწყება, ასევე, განმარტავს, რომ მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში მოშიმშილე პაციენტების მკურნალობა და ასევე, შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაცია მუდმივად მიმდინარეობს.
პენიტენციური სამსახური ირწმუნება, რომ მე-18 დაწესებულებაში არსებობს ყველა რესურსი, სათანადო ინფრასტრუქტურა, აღჭურვილობა და სერტიფიცირებული, კვალიფიციური პერსონალი, რათა მოშიმშილე პაციენტების მკურნალობა მოხდეს.
ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ, რომელიც გუშინ ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილის სანახავად იმყოფებოდა თქვა, რომ ექსპრეზიდენტი რამდენიმე დღეა არ იღებს წამლებს და სუსტადაა.
მიხეილ სააკაშვილი მისი და მისი ადვოკატების სურვილის საწინააღმდეგოდ გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს. სააკაშვილი 48-ე დღეა შიმშილობს.
სააკაშვილი, მისი ადვოკატები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ, თუმცა ხელისუფლება უარზეა.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მან განაცხადა, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ. პასუხად იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ მოხარული იქნებიან თუ არ იშიმშილებს, მაგრამ დათქმების გარეშე.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები