როგორი ინსტაგრამი ექნებოდათ ისტორიულ ფიგურებს, ინფლუენსერები რომ ყოფილიყვნენ
სოციალურმა ქსელებმა ბევრ ადამიანს ოცნების ასრულების საშუალება მისცა და აჩუქა პლატფორმა, სადაც მარტივად შეუძლია, ფანები, ანუ გამომწერები, შემოიკრიბოს. მათ, ვინც ეს წარმატებით მოახერხა, დღეს "ინფლუენსერებს" ვუწოდებთ — ისინი ქმნიან მრავალათასიან და ზოგჯერ მრავალმილიონიან აუდიტორიაზე გათვლილ ციფრულ კონტენტს, უზიარებენ მათ ცხოვრებისეულ მომენტებს და სხვა.
თუმცა, ოდესმე თუ გიფიქრიათ, როგორ ინფლუენსერებად მოგვევლინებოდნენ ცნობილი ისტორიული ფიგურები, აი, მაგალითად შექსპირი? ამაზე დაფიქრდა ციფრული კრეატიული მარკეტინგის სააგენტო Boom და ისტორიული პირებიც მალე წარსულიდან პირდაპირ ინსტაგრამში გადმოვიდნენ.
1. შექსპირი
შექსპირს სოციალურ ქსელში თავის თავზე ბევრი ექნებოდა სათქმელი. ინსტაგრამი კი მისი რჩეული პლატფორმა გახდებოდა. დიდი ალბათობით, თავისი პიესების მოკლე ჩანაწერებს გაგვიზიარებდა და დაგვასპოილერებდა, ხანდახან კი მელანქოლიურ ფოტოებსაც დაპოსტავდა.
ეჭვგარეშეა, თავისი შემოქმედებითი მხარის აღმოსაჩენად მიმართავდა სოციალურ ქსელებსაც — უსასრულოდ "ჩამოსქროლავდა" ინსტაგრამს შთაგონების ძიებაში.
როგორც შემოქმედ ადამიანს სჩვევია, დღევანდელობაში, სოციალური ქსელების გამო, მისთვის პროკრასტინაცია და ყურადღების გაფანტვაც არ იქნებოდა უცხო.
2. ჟანა დ'არკი
ჟანა იყო გმირი, რომელიც თავისი რწმენის, შეხედულებებისა და სამშობლოს გულისთვის შეუპოვრად იბრძოდა. მას რომ დღეს ეცხოვრა, ალბათ ხმალამოღებული აქტივისტი იქნებოდა, რომელიც თავისთვის საინტერესო თემებზე დაწერილ სტატიებსა და პოსტერებს სულ აზიარებს.
იგი ხომ მეამბოხეც იყო, ამიტომ ეს ფოტოებზეც აისახებოდა. აღწერებში კი გამბედავ ტექსტებსა და უთვალავ ჰეშტეგს დაწერდა.
მხარდაჭერის მოსაპოვებლად ხშირად შექმნიდა გამოკითხვებს, თუმცაღა იგი საკუთარ აზრში ყოველთვის ბოლომდე იყო დარწმუნებული.
ასეთი გამბედაობის შემდეგ, რა გასაკვირია, რომ ბევრი მტერიც გაუჩნდებოდა და მისი პოსტის კომენტარებშიც ხშირად წააწყდებოდით "ჰეითერებს".
3. ჩარლზ დარვინი
ჩარლზი ინსტაგრამს მშვენივრად გამოიყენებდა. სოციალურ ქსელში გააზიარებდა თავის თეორიებსაც და იმ ეგზოტიკური ცხოველების ახალ-ახალ ფოტოებს, რომლებიც მუშაობის პროცესში აღმოაჩინა.
ჟანა დ'არკის არ იყოს, სავარაუდოდ, თავისი შეხედულებების, განსაკუთრებით კი ევოლუციის საკითხებთან დაკავშირებული თეორიების გამო, საზოგადოებისგან ბევრ კრიტიკას მიიღებდა.
შეიძლება ჩარლზისა და ალფრედ უოლესის ონლაინჯახიც გვენახა, რადგან ევოლუციის თეორიის შექმნაში ამ უკანასკნელის შეტანილ წვლილს ხშირად არ აღნიშნავენ.
4. კლეოპატრა
კლეოპატრა "ბიუთი ინფლუენსერი" იქნებოდა და მთელ სოციალურ ქსელს მოიცავდა. ყველანაირი კუთხით გადაღებულ სელფებს დაპოსტავდა. ასევე კატისთვალისებრი ლაინერის წასმისა და სტილის ტუტორიალებს და, რა თქმა უნდა, მარკუს ანტონიუსთან ერთად მოგზაურობის ფოტოებს.
მის ინსტაგრამზე წააწყდებოდით ეგზოტიკურ ადგილებსა და ცნობილ ფესტივალებს, რომლებზეც მოკვდავებს მხოლოდ ოცნება თუ შეგვიძლია.
საოცნებო წყვილი, რომელიც უამრავი მსოფლიო ბრენდის სახე იქნებოდა, მილიონობით გამომწერისთვის გახდებოდა ინსპირაცია.
5. ვინსენტ ვან გოგი
მდიდარი შემოქმედების პატრონი მხატვარი, რომლის ნიჭიც სიკვდილამდე არ დაფასდა, დღეს მოგზაური ხელოვანი იქნებოდა.
ინსტაგრამზე თავის ნახატებს გამოფენდა და ალბათ სულ იმის შიშიც ექნებოდა, "ფიდში" მოხვედრილი შესანიშნავი ნამუშევრების გვერდით თავისი შემოქმედება არ დაჩრდილულიყო.
ვან გოგის პოსტების კომენტარებში ალბათ ხშირად გადააწყდებოდით კამათს, ძირითადად, სხვა მხატვრებთან. ამ ამბავში განსაკუთრებით აქტიური გოგენი იქნებოდა.
6. ჩინგიზ-ყაენი
შუა საუკუნეების დამპყრობელი ისტორიის წიგნებს საზარელი სახით შემორჩა, თუმცა, ცნობილია, რომ იგი განსხვავებული კულტურებისა და სარწმუნოებებისადმი შემწყნარებლობითაც გამოირჩეოდა.
მის სახელსვე უკავშირდება თანამედროვე პასპორტების პირველადი სახის შექმნა. დღესდღეობით ჩინგიხ-ყაენი ალბათ ნაკლებად სასტიკი იქნებოდა, ძირითადად, სამოტივაციო სიტყვით გამოსვლებით იქნებოდა დაკავებული და საერთაშორისო სავაჭრო ფესტივალებზე იმოგზაურებდა, თავის პლატფორმას კი მოახლოებული ღონისძიებების გამომწერებისთვის გასაცნობად გამოიყენებდა.
აქედან გამომდინარე, ის ალბათ უფრო LinkedIn-ს ამჯობინებდა სხვა სოციალურ ქსელებს, თუმცა, არც ინსტაგრამზე დაგზარდებოდათ სამოტივაციო ფრაზების გაზიარებას.
ერთი რამ, რაც მას სოციალურ ქსელებში არ მოაკლდებოდა — ნათესავებია — ყოფილი პარტნიორები და უცნობი შვილები, რომლებიც წარმატებულ ბიზნესმენთან დაახლოებას ცდილობენ.
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
-
გადახედვაქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს ქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
კომენტარები