როგორც იქნა, ბრიტნი სპირსი 13-წლიანი მეურვეობისგან თავისუფალია
ფოტო: Mario Anzuoni / Reuters
პარასკევს, 12 ნოემბერს, ლოს-ანჯელესის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრიტნი სპირსი საბოლოოდ გათავისუფლდა მეურვეობისგან.
კანონიერი მეურვეობის ქვეშ ბრიტნი სპირსი 2008 წლიდან, თითქმის 14 წლის განმავლობაში იმყოფებოდა.
ამ სიახლემ 39 წლის პოპვარსკვლავის ფანები იმდენად გაახარა, რომ ქუჩაში გამოსვლებით აღნიშნეს სასამართლოს გადაწყვეტილება.
"მთელი დღე ვიტირებ... საუკეთესო დღეა ჩემს ცხოვრებაში", — ამ წარწერით გააზიარა ბრიტნიმ ტვიტერზე თავისი ფანების ზეიმის ვიდეო.
აღსანიშნავია, რომ მეურვეობის გაუქმების საქმეში უდიდესი როლი სწორედ ბრიტნი სპირსის ერთგულმა მსმენელებმა ითამაშეს: ფანებმა სოციალურ ქსელებში დაიწყეს მოძრაობა #FreeBritney (თავისუფლება ბრიტნის) და ამტკიცებდნენ, რომ მომღერალს სასამართლოს მიერ დანიშნული მეურვე, კონკრეტულად კი მამამისი, ჯეიმს სპირსი, არასათანადოდ ეპყრობოდა და თავისუფლებას საჭიროზე მეტად უზღუდავდა.
ბრიტნის კანონიერი მეურვე 2008 წელს მენტალური ჯანმრთელობის გაუარესების გამო დაუნიშნეს, რის შემდეგაც მის ფინანსებს, კარიერას და სამედიცინო საკითხებსაც კი მამამისი განკარგავდა.
2021 წლის ივნისში ბრიტნი სპირსი სასამართლოზე სიტყვით გამოვიდა და თითქმის ის ყველაფერი დაადასტურა, რასაც მის მეურვეობაზე ამბობდნენ: მომღერალმა აღიარა, რომ ტრავმირებულია, ახლობელი ადამიანები ძალადობაში დაადანაშაულა და სასამართლოს მიერ მისთვის დანიშნული მეურვეობის დასრულება მოითხოვა.
ამ შემთხვევიდან მალევე, აგვისტოში, ჯეიმს სპირსი შვილის მეურვეობაზე ჩამოშორებას დათანხმდა, თუმცა ბრიტნი კვლავ მეურვეობის ქვეშ რჩებოდა. ამ ახალი გადაწყვეტილებით კი ის მთლიანად გათავისუფლდა მეურვეობისგან: როგორც BBC წერს, უახლოეს მომავალში დროებითი მეურვე დაეხმარება ბრიტნის, რომ ფინანსური საკითხები მოაგვაროს, წლის ბოლომდე კი მას ეს წარმომადგენელიც ჩამოშორდება.
ასევე იხილეთ:
- დიდი გამარჯვება — 13-წლიანი ბრძოლის შემდეგ სასამართლომ ბრიტნი სპირსი მამის მეურვეობისგან გაათავისუფლა
- ნეტფლიქსმა ბრიტნის მეურვეობაზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო — ტრეილერი
- ბრიტნი სპირსის საქმის გავლენით აშშ-ში ახალი კანონის მიღებაზე მუშაობენ
- არ ვარ ბედნიერი, ტრავმირებული და განრისხებული ვარ — ბრიტნი სასამართლოზე სიტყვით გამოვიდა
- მოგებული სასამართლოს შემდეგ ბრიტნი სპირსმა პირველად თქვა #FreeBritney
- ბევრმა ახლა გაიაზრა, რომ Black Mirror-ის ეს სერია ბრიტნი სპირსზეა
- ბოდიში, რომ გატყუებდით, თითქოს კარგად ვიყავი — ბრიტნი სასამართლოს შემდეგ
- ბრიტნი სპირსი საკუთარი მამისთვის მეურვეობის ჩამორთმევას ითხოვს
- 10 შემთხვევა, როცა მედია ბრიტნი სპირსს საშინლად მოექცა
- Framing Britney Spears — პოპ ვარსკვლავის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღეს
- თავისუფლება ბრიტნის — მაინც რა ხდება პოპის პრინცესის თავს
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები