ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
ფოტო: მამუკა ბახტაძე / Facebook
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება. IPN-ის ცნობით, ბახტაძე საქართველოში არ იმყოფება, რის გამოც, ის სასამართლოს დისტანციურად ერთვება. მას ჩვენებაც გამოძიების ეტაპზე მსგავს რეჟიმში აქვს მიცემული.
სასამართლოში იმჟამინდელი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრების დაკითხვაც იგეგმება, რომელთა შორის, არიან ვახტანგ გომელაური და ლევან იზორია.
ყოფილი პრემიერმინისტრისა და შსს-ს ექს-ხელმძღვანელის, გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა 2025 წლის ნოემბერში დაიწყო — ბრალდება ორ ეპიზოდს მოიცავს: 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებს („გავრილოვის ღამე") და ე.წ. ჩორჩანას საგუშაგოს საქმეს.
პროკურატურის ვერსიით, გახარიამ შსს მინისტრობისას, ხაშურთან, სოფელ ჩორჩანასთან, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს არასანქცირებულად განალაგა საგუშაგო, რასაც ტერიტორიის დაკარგვა/რუსული ბორდერიზაცია მოჰყვა. ბრალდების ვერსიით, ეს ეხება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევასა და ოკუპაციაში დახმარებას.
გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძის განცხადებით, გახარიას ორივე ეპიზოდისთვის ჯამში 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გახარიას დაცვა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებს და აცხადებს, რომ ობიექტური განხილვის პირობებში ბრალდება არ დადასტურდება. საქმეს გრიფი ადევს, რის გამოც ადვოკატები დეტალების საჯაროდ გაცხადებას ერიდებიან.
2026 წლის თებერვალში ჩორჩანას ეპიზოდზე უკვე ჩატარდა წინასასამართლო სხდომა — პროცესი ამჟამად მიმდინარეობს.
მამუკა ბახტაძე საქართველოს პრემიერმინისტრი 2018 წლის 20 ივნისიდან 2019 წლის სექტემბრამდე, დაახლოებით 1.5 წელი იყო. ის ქართული ოცნების მმართველობის მეოთხე პრემიერი გახდა, გიორგი კვირიკაშვილის შემდეგ. გადადგომისას ბახტაძემ ოფიციალურ განცხადებაში დაწერა: "განვითარების სტრატეგიული ჩარჩო შექმნილია, დანერგილია და შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ, რადგან ვთვლი, რომ ჩემი მისია ამ ეტაპისათვის შევასრულე".
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
-
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა
გადახედვა
-
რევაზ სოხაძე: ჩვენზე მეტად არავინ ნერვიულობს და განიცდის იმ პრობლემებზე, რაც განათლების სექტორშია რევაზ სოხაძე: ჩვენზე მეტად არავინ ნერვიულობს და განიცდის იმ პრობლემებზე, რაც განათლების სექტორშია
გადახედვა
კომენტარები