რატომ ვაჭიანურებთ დაძინებას შუა ღამემდე? — ძილის პროკრასტინაციის ფენომენი
შეგიმჩნევიათ, ბოლო წლებში როგორ "ვწელავთ" ძილის დროის დადგომას? ჩვენ გარშემო უამრავი ადამიანია, რომელთაც ძილში დაკარგული დრო ენანებათ. სწრაფი ცხოვრების რიტმის ფონზე, როდესაც დღის უმეტეს ნაწილს სამსახურში, უნივერსიტეტსა თუ სხვა ვალდებულებებში ვატარებთ, ის რამდენიმე საათი, რომელიც საკუთარი თავისთვის გვრჩება, განსაკუთრებით ძვირფასია.
"კიდევ ერთ სერიას ვუყურებ და მერე დავიძინებ", "ამ ტიკტოკსაც ვნახავ და გადავდებ ტელეფონს", "ცოტახანს ტვინს დავასვენებ და მუსიკას მოვუსმენ" — თუ ეს ფრაზები გეცნო, შესაძლოა, ე.წ. " შურისძიების მიზნით ძილის გადადების" (Revenge Bedtime Procrastination) ფენომენთან გქონდეს საქმე.
ეს ტერმინი აღწერს ისეთ შემთხვევებს, როდესაც ადამიანი შეგნებულად აჭიანურებს დაძინებას, მიუხედავად იმისა, რომ იცის, მეორე დღეს ადრე უნდა ადგეს და არასაკმარისი ძილი პრობლემას შეუქმნის. თუმცა ამ ქცევაში საინტერესო ისაა, რომ საქმე ყოველთვის მხოლოდ ნებისყოფის ნაკლებობას არ ეხება.
მკვლევრები ამ ქცევაში რამდენიმე განსხვავებულ მიზეზს გამოყოფენ. ერთ შემთხვევაში ადამიანი ზუსტად იცის, რომ ძილის დროა, მაგრამ მაინც ირჩევს კიდევ ერთი სერიის ყურებას, თამაშს ან სოციალურ ქსელში ყოფნას. სხვა დროს კი პრობლემა ისაა, რომ საქმიანობაში იმდენად ერთვება, დროის გასვლას ვეღარ ამჩნევს. ტელეფონში რამდენიმე წუთით "სქროლვა" ხშირად "კიდევ ხუთი წუთის" ნაცვლად საათობით გრძელდება.
ამ ფენომენის კიდევ ერთი საინტერესო მხარე ჩვენი ე.წ. ქრონოტიპია — ანუ ის, დღის რომელ მონაკვეთში ვართ ყველაზე აქტიურები. ზოგი ადამიანი დილით უფრო პროდუქტიულია, ზოგისთვის კი ენერგიის პიკი საღამოს დგება. კვლევების მიხედვით, საღამოს ტიპის ადამიანებში ძილის გადადება უფრო ხშირად გვხვდება. ასეთ შემთხვევაში გვიანი საათები მათთვის მხოლოდ თავისუფალი დრო კი არა, დღის ყველაზე სასიამოვნო ნაწილიც შეიძლება იყოს.
ფენომენზე გავლენას სტრესიც ახდენს. 2026 წლის კვლევაში სტრესის მაღალი დონე ძილის გადადების უფრო ხშირ შემთხვევებთან იყო დაკავშირებული. სხვა კვლევებში კი მსგავსი კავშირი დატვირთულ გრაფიკთანაც დააკავშირეს. თუმცა ეს შედეგები იმას არ ნიშნავს, რომ სტრესი ავტომატურად გვაიძულებს გვიან დავიძინოთ — უფრო იმაზე მიუთითებს, რომ ძილის რეჟიმზე გავლენას ჩვენი ზოგადი მენტალური მდგომარეობაც ახდენს.
პრობლემა ისაა, რომ რამდენიმე საათით ძილის დათმობა თითქოს მცირე ფასია იმ თავისუფლებისთვის, რომელსაც ეს დრო გვაგრძნობინებს. მაგრამ კვლევების მიმოხილვებში ძილის გადადება დაკავშირებულია უფრო მოკლე და ნაკლებად ხარისხიან ძილთან და დღის განმავლობაში მეტ დაღლილობასთან.
ამიტომ "შურისძიების" ნაწილი მხოლოდ სასაცილო სახელწოდება არ არის. ის საკმაოდ ზუსტად აღწერს განცდას, რომ დღის განმავლობაში რაღაც ჩვენი არ ყოფილა და ღამით მისი დაბრუნება გვინდა. თუმცა საინტერესო კითხვაც აქ ჩნდება: იქნებ, პრობლემა ყოველთვის ის არ არის, რომ არ გვეძინება? იქნებ, ზოგჯერ უბრალოდ გვინდა, რომ დღეში რამდენიმე საათი მაინც ნამდვილად ჩვენი იყოს?
გამოსავალი კი მხოლოდ საკუთარ თავთან დაპირება, რომ "დღეს ადრე დაიძინებთ" ყოველთვის არ მუშაობს. რა თქმა უნდა, ძილის გაუმჯობესება ჩვენი ფუნქციონირებისთვის აუცილებელია, თუმცა ამასთან, მნიშვნელოვანია, პრობლემის მთავარ მიზეზზეც ვიფიქროთ და დღის განმავლობაში ისეთი დროის გამოყოფაც ვცადოთ, რომელიც სამუშაოს, სწავლას ან სხვა ვალდებულებებს არ ეთმობა. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება კვლავ იგივე არჩევანის წინაშე აღმოვჩნდეთ: დავიძინოთ დროულად თუ კიდევ ცოტა ხნით მაინც დავიბრუნოთ დღე, რომელიც თითქოს ჩვენი არც ყოფილა.
-
"ევროპის დღეები ევროპული სიძულვილის დღეებად აქცია" — პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე "ევროპის დღეები ევროპული სიძულვილის დღეებად აქცია" — პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე
გადახედვა
-
ნარუტოს სამყაროში სიახლეებია — ახალი მანგა და სერიალი გამოდის ნარუტოს სამყაროში სიახლეებია — ახალი მანგა და სერიალი გამოდის
გადახედვა
-
ბათუმში მშენებარე ცათამბჯენში ხანძარი გაჩნდა ბათუმში მშენებარე ცათამბჯენში ხანძარი გაჩნდა
გადახედვა
-
რამ გამოიწვია Yandex-ის სერვისების შეფერხება რამ გამოიწვია Yandex-ის სერვისების შეფერხება
გადახედვა
-
გამოავლინეს ფრინველები, რომელთა ბგერებიც ბურღსა და ელექტროხერხზე ხმამაღალია — მოუსმინეთ გამოავლინეს ფრინველები, რომელთა ბგერებიც ბურღსა და ელექტროხერხზე ხმამაღალია — მოუსმინეთ
გადახედვა
-
ანდრეი სიბიჰა: რუსეთმა ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მისი გამოცხადებისთანავე დაარღვია ანდრეი სიბიჰა: რუსეთმა ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მისი გამოცხადებისთანავე დაარღვია
გადახედვა
-
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
-
ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
გადახედვა
-
სანამ საქართველოს მთავრობა წინ არ წავა ევროპული ღირებულებებისკენ, ჩვენ მათთან არ ვითანამშრომლებთ — რა განცხადებები გაკეთდა ლუქსემბურგში? სანამ საქართველოს მთავრობა წინ არ წავა ევროპული ღირებულებებისკენ, ჩვენ მათთან არ ვითანამშრომლებთ — რა განცხადებები გაკეთდა ლუქსემბურგში?
გადახედვა
-
ზემო ნიქოზში მიტროპოლიტ ისაიას ინიციატივით დაარსებული ანიმაციური ფილმების ფესტივალი "ნიქოზი" იმართება ზემო ნიქოზში მიტროპოლიტ ისაიას ინიციატივით დაარსებული ანიმაციური ფილმების ფესტივალი "ნიქოზი" იმართება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა საქართველოს ბანკმა Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა
-
NASA მთვარეზე "იდუმალ" ღრმულს შეისწავლის, რომელიც შეიძლება გიგანტური მღვიმე იყოს NASA მთვარეზე "იდუმალ" ღრმულს შეისწავლის, რომელიც შეიძლება გიგანტური მღვიმე იყოს
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას სალომე ზურაბიშვილი ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას
გადახედვა
-
მოსკოვი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრების დელიმიტაციის დაწყებისკენ მოუწოდებს მოსკოვი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრების დელიმიტაციის დაწყებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე? რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე?
გადახედვა
-
უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს
გადახედვა
-
რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება
გადახედვა
-
Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს
გადახედვა

კომენტარები