თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
ფოტო: მშობლები
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოს მიმდინარე თვეს რამდენიმე ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული, თუმცა, შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, არცერთი მათგანი არ შედგა. მიზეზი ისაა, რომ არცერთ მათგანში წინადადება არცერთმა კომპანიამ არ წარადგინა.
ჩავარდნილი ტენდერები:
1. საქონლის ხორცის (გაციებული) შესყიდვა — სავარაუდო ღირებულება 10,1 მლნ ლარი. წინადადებების მიღება დღეს 17:00 საათზე დასრულდა. პრეტენდენტები არ არიან. აღსანიშნავია, რომ ხორცის შესყიდვის მიზნით ტენდერი რამდენიმეჯერ ჩაიშალა ბოლო ერთ თვეში.
2. ტომატ-პასტა და ხილფაფების შესყიდვა — სავარაუდო ღირებულება 328 071 ლარი, წინადადებების მიღება დღეს 15:30 საათზე დასრულდა. პრეტენდენტები არ არიან. აღნიშნული პროდუქტის შესაძენად ტენდერი აგვისტოს დასაწყისშიც გამოცხადდა, თუმცა უარყოფითი შედეგით დასრულდა.
3. ორაგულის ფილე — სავარაუდო ღირებულება 3,5 მლნ ლარი, წინადადებების მიღება 14 სექტემბერს დასრულდა. პრეტენდენტები არ არიან. აღნიშნული ტენდერი აგვისტოშიც უშედეგოდ დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ გასულ თვეს გამოცხადებული რამდენიმე ტენდერი თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფის მიზნით შედგა.
შემდგარი ტენდერები:
1. ყველის შესყიდვა — 6 აგვისტოს გამოცხადებულ ტენდერში, რომლის სავარაუდო ღირებულება 1,7 მლნ ლარი იყო, შპს "რიომ" გაიმარჯვა. მას 2027 წლის 31 ივლისამდე ევალება თბილისის ბაღებისთვის ყველის მიწოდება.
2. მარილის, საფუარის, ხილის ჩაის, ვანილის, ძმრის, სოდის, ორცხობილას, მაკარონის, ვერმიშელის, შაქრის, ვაშლის ჩირის, ქიშმიშის შესყიდვა — 6 აგვისტოს გამოცხადებულ ტენდერში, რომლის სავარაუდო ღირებულება 990 528 ლარი იყო, შპს "ინმა" გაიმარჯვა. მას 2027 წლის 31 ივლისამდე ევალება თბილისის ბაღებისთვის ყველის მიწოდება.
3. ქათმის ხორცის შესყიდვა — შესყიდვის ღირებულება 1,8 მლნ ლარი. აღნიშნული ტენდერიც 6 აგვისტოს გამოცხადდა და მასშიც შპს "ინმა" გაიმარჯვა.
ცნობისთვის, გუშინ თბილისში 20 ბაგა-ბაღში 55 აღსაზრდელი და 1 აღმზრდელი მოიწამლა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო. პარალელურად, სურსათის ეროვნული სააგენტო ლაბორატორიულ მოკვლევას აწარმოებს. მომხდარის გამო, დღეს 7 საჯარო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეწყვეტილი იყო. პირველადი მონაცემებით, ინტოქსიკაცია საკვებს უკავშირდება.
-
ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა
გადახედვა
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
კომენტარები