ჩვენთვის საკმაოდ უცნაურია, რომ პრეზიდენტს ასე ექცევიან — ლიეტუველი დეპუტატები
ლიეტუვის პარლამენტის წევრები ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ჩამოვიდნენ. დეპუტატების თქმით, მათ სააკაშვილის ციხეში მოსანახულებლად განაცხადი უკვე შეიტანეს და ამ დრომდე პასუხს ელოდებიან.
"ჩვენი ვიზიტი პოლიტიკურია, მაგრამ ამ ვიზიტის მიზანი — ჰუმანტარული. გვსურს გავიგოთ, როგორ არის მიშა, ისე, რომ არ ჩავერიოთ საქართველოს შიდა საქმეებში. უბრალოდ რეალურ სიტუაციას ვეცნობით და ასე ვცდილობთ რომ სააკაშვილის შევხვდეთ. შეტანილი გვაქვს განაცხადი და ამ დრომდე ველოდებით პასუხს. ვიცით, რომ საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი ყურადღებით აკვირდება ამ სიტუაციას. ჩვენთვის, როგორც ლიეტუველი პარლამენტარებისთვის საკმაოდ უცნაურია, რომ პრეზიდენტს ასე ექცევიან", — განაცხადა ერთ-ერთმა პარლამენტარმა მთავარი არხის თარგმანის მიხედვით.
"საქართველო არის სუვერენული ქვეყანა და იმედი მაქვს ადამიანის უფლებები დაცული იქნება. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი ახლაც ცუდად არის და ამის გამო შეშფოთებულები ვართ. ძალიან რთულია გარკვევა, ვინ არის პასუხისმგებელი. ვფიქრობ, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის გამოჯანმრთელდეს და ვფიქრობ, უნდა მოხდეს მისი უკრაინაში დეპორტაცია. იმედი მაქვს, რომ ეს მოხდება, რადგან საქართველოში ადამიანის უფლებები და დემოკრატიული ღირებულებები დაცული უნდა იყოს", — ამბობს
პარლამენტის წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ევროპელი პოლიტიკოსები ელოდებიან იუსტიციის სამინისტროს ნებართვას, რომ სააკაშვილთან შევიდნენ.
"მე პირადად მიმაჩნია, რომ ეს არის ხელისუფლების მცდელობა, იზოლაციაში ამყოფოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომლისთვისაც ევროპელ პოლიტიკოსებთან პირადად შეხვედრა საპატიმროში მნიშვნელოვანი იქნებოდა", — განაცხადა სამადაშვილმა.
მისივე თქმით, თავად დეპუტატის უფლებით ისარგებლებს და სააკაშვილთან შევა, რომ გადასცეს ამ და სხვა ევროპელი პოლიტიკოსების წერილი.
"წერილში არის ორი მოწოდება. ერთი არის ხელისუფლების მიმართულებით, რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო ზომის გატარებას და მისთვის სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფას. მეორე არის მოწოდება მესამე პრეზიდენტისადმი, რომ განიხილოს შიმშილობის შეწყვეტის შესაძლებლობა", — განაცხადა მან.
მიხეილ სააკაშვილი ამჟამად გლდანის ციხის საავადმყოფოში იმყოფება. ის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში მისი და მისი ადვოკატების ნების საწინააღმდეგოდ 8 ნოემბერს გადაიყვანეს.
გუშინ, 11 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში ძალის გამოყენებით გადაჰყავთ. კადრების მიხედვით, სააკაშვილი სასწრაფო დახმარების მანქანიდან იძულებით გამოიყვანეს, ძალით შეიყვანეს შენობის დერეფნებსა და ლიფტშიც, კერძოდ, ფეხებსა და ხელებში ჩაავლეს ხელი, რა დროსაც ტანსაცმელი თითქმის გახდილი აქვს. ექსპრეზიდენტი ციხის საავადმყოფოს პალატაში უკვე წელზევით შიშველი შეიყავნეს და პირდაპირ იატაკზე დასვეს.
ამ ვიდეოს გამოქვეყნდებიდან რამდენიმე საათში პენიტენციურმა სამსახურმა მეორე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მიხეილ სააკაშვილი უკვე გაჩერებულ სასწარაფო დახმარების მანქანაშია და ამბობს, რომ არ გადმოვა. ის რუსთავის ციხეში დაბრუნებას ითხოვს. უწყება აქამდე ამტკიცებდა, რომ სააკაშვილმა რუსთავის დაწესებულება თავისი ნებით დატოვა.
პენიტენციური სამსახური ამ ვიდეოს გამოქვეყნებასაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით ხსნის. უწყების განცხადებით, "კადრებში ნათლად ჩანს, როგორ არ ემორჩილება [სააკაშვილი] დაწესებულების თანამშრომლების კანონიერ მითითებებს, იქცევა აგრესიულად და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს".
ექსპრეზიდენტის იძულებით შეყვანის ვიდეოს გავრცელებამდე იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ კადრებს იმის უარსაყოფად გამოაქვეყნებდნენ, რასაც სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია ამტკიცებდა. მისი თქმით, გვარამიას განცხადება, დაწესებულებაში სააკაშვილის იძულებით შეყვანისა და იმის შესახებ, რომ სხვა პატიმრებს წინასწარ ჰქონდათ ინფორმაცია, სიცრუეა და ამ სიცრუეს "სულ რამდენიმე წამში" ამხელდნენ.
ასევე, გუშინ მიხეილ სააკაშვილის წერილი გავრცელდა, სადაც ის წერს, რომ როგორც კი სათანადო დაწესებულებაში გადაიყვანენ, შიმშილობას შეწყვეტს. ის 42-ე დღეა შიმშილობს.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები