სინამდვილეში ევროპულმა სასამართლომ სააკაშვილის საქმეზე ნამდვილად გამოიყენა დროებით ხასიათის ღონისძიება — მიქელაძე
ფოტო: EMC
სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენელი, თამთა მიქელაძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე ამბობს, რომ სინამდვილეში ევროპულმა სასამართლომ ამ საქმეზე ნამდვილად გამოიყენა დროებითი ხასიათის ღონისძიება და ჩართო კონვენციით, სასამართლოს რეგლამენტით ადამიანის უფლებების მყისიერი და შეუქცევადი დარღვევის პრევენციისთვის გათვალისწინებული ეს სპეციალური პროცედურა.
"ევროპული სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების წაკითხვის პროცესშიც კი პოლარიზება გამოჩნდა.
სინამდვილეში ევროპულმა სასამართლომ სააკაშვილის საქმეზე ნამდვილად გამოიყენა დროებით ხასიათის ღონისძიება და ჩართო კონვენციით და სასამართლოს რეგლამენტით ადამიანის უფლებების მყისიერი და შეუქცევადი დარღვევის პრევენციისთვის გათვალისწინებული ეს სპეციალური პროცედურა. დროებითი ღონისძიების მექანიზმის ფარგლებში, ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გაზიარება მოსთხოვა, სააკაშვილს კი შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ამ საქმეს ევროპულმა სასამართლომ პრიორიტეტი მიანიჭა", — წერს ის ფეისბუქგვერდზე.
მისივე თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ პატიმრობის პირობებთან დაკავშირებულ დავებზე ეს არის დროებითი ღონისძიების გამოყენების სტანდარტული პირობა, როდესაც საკითხის შესწავლას სასამართლო ინფორმაციის მიღებით იწყებს და ეს ეტაპი უკვე არის ზედამხედველობის ფორმა.
"ეს ნიშნავს, რომ პატიმრობისა და იქ მოპყრობის (მათ შორის, სამედიცინო მოპყრობის) შემდგომი პროცესები ევროპული სასამართლოს ზედამხედველობის ქვეშ მოხვდა და ცხადია, თუ ამის საფუძველი იარსებებს, სასამართლომ მთავრობას შეიძლება ახალი ტიპის დავალებები, მათ შორის, სათანადო სამედიცინო მკურნალობის უზრუნველყოფა და სხვა კლინიკაში გადაყვანაც შეიძლება მოსთხოვოს. თუმცა ეს შემოწმდება დოკუმენტების და მტკიცებულებების საფუძველზე. ჯერ ეს სასამართლომ არ გააკეთა და განხილვის პირველ ეტაპზე ინფორმაციისა და დოკუმენტების გაზიარების მოთხოვნითა და მათი შემოწმებით შემოიფარგლა.
ყველა შემთხვევაში ამ პროცესზე ევროპული სასამართლოს ზედამხედველობა მნიშვნელოვანი პროცესია სააკაშვილის უფლებების და უსაფრთხოების დაცვის და ამ თემით პოლიტიკური სპეკულირების შეკავებისთვის", — აცხადებს მიქელაძე.
სტრასბურგის გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ, რომ ადვოკატები ითხოვდნენ, რეგლამენტის 39-ე წესის შესაბამისად, მიეთითოს საქართველოს მთავრობას, სააკაშვილი ციხის საავადმყოფოდან დაუყოვნებლივ გადაიყვანონ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში. ადვოკატები განმარტავენ, რომ მათი მოთხოვნა იყო სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და უსაფრთხოების პრობლემებთან დაკავშირებით სახელმწიფოს დავალდებულება.
სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას შიმშილობის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის შესაბამისი მკურნალობა დაავალა. მათივე გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ, ასევე, ციხეში და ზოგადად, სააკაშვილის უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს. მათ მთავრობას სააკაშვილის ჯანმრთელობის ამჟმინდელი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება სთხოვეს, სააკაშვილს კი შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდეს.
გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ფეისბუქგვერდზე დაპოსტა და ამტკიცებდა, რომ სტრასბურგმა არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით. გვარამიამ განმარტა, რომ მათი სარჩელი არ ეხებოდა მხოლოდ კერძო კლინიკაში გადაყვანას და სასამართლომ დააკმაყოფილა მოთხოვნა დროებითი ღონისძიების შესახებ. მისივე თქმით, ერჩივნათ, გადაწყვეტილებაში ყოფილიყო პირდაპირ მითითება გადაყვანასთან დაკავშირებით, თუმცა "ასეთი რაღაცები პრაქტიკულად არ ხდება".
მინისტრი ამტკიცებს იმასაც, რომ სასამართლომ სააკაშვილს "მოსთხოვა" შეწყვიტოს შიმშილობა, თუმცა ამავე პოსტში წერს, რომ სასამართლომ მას "დაჟინებით მოუწოდა" შიმშილობის შეწყვეტისკენ. პასუხად გვარამიამ განმარტა, რომ სასამართლო მოქალაქეს მოუწოდებს და არა მოითხოვს.
"ჯერ ერთი, ბატონმა რატი ბრეგაძემ უნდა იცოდეს, რომ სასამართლო ინდივიდუალს ვერ დაავალებს რამის გაკეთებას და ხელშემკვრელი მხარე არის სახელმწიფო. თუ არ იცის, სამწუხაროა, რომ იუსტიციის მინისტრია. თუმცა საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტისთვის მაინც უნდა ეკითხა. ბატონმა რატი ბრეგაძემ ამ გადაწყვეტილებაში — "call off his hunger strike" — თუ ინგლისური არ იცის (ვიცი, რომ გერმანიაში მიიღო განათლება) ვუთარგმნი, რომ მოუწოდა შიმშილობის შეწყვეტა, იმ შიმშილობის, რომელზეც რატი ბრეგაძე ამტკიცებს, რომ არ არსებობს", – განაცხადა მან.
ერთადერთი საერთო, რაზეც როგორც დაცვის, ისე სახელმწიფოს მხარე თანხმდება, არის ის, რომ 24 ნოემბრამდე ევროპულ სასამართლოს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების თაობაზე. გვარამიას განმარტებით, 24 ნოემბერს ეს ინფორმაციები კიდევ ერთხელ შეჯერდება და მაღალი ალბათობით, სასამართლო ისევ იმსჯელებს.
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
-
გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება
-
უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა
გადახედვა
კომენტარები