The Global Economics-მა თიბისი უზბეკეთი წლის საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა
თიბისი უზბეკეთი გლობალურმა ფინანსურმა გამოცემამ The Global Economics-მა 2021 წელს უზბეკეთში საუკეთესო ციფრულ ბანკად აღიარა.
თიბისი UZ პირველი ციფრული ბანკია უზბეკეთში, რომელიც 2020 წლის ოქტომბერში ინოვაციურ ფინტექ პლატფორმაზე, Space-ზე დაყრდნობით შეიქმნა და მომხმარებელს სთავაზობს საცალო საბანკო მომსახურებას მობილური აპლიკაციის მეშვეობით. გუნდის აქტიურმა ძალისხმევამ და მომხმარებელზე ორიენტირებული ფინანსური პროდუქტების მიწოდებამ აპლიკაციის მომხმარებელთა რიცხვის დინამიური ზრდა გამოიწვია და გაშვებიდან ერთი წლის თავზე აპლიკაციას უკვე 1 მილიონი ჩამოტვირთვა აქვს.
თიბისიმ ტექნოლოგიებზე დაფუძნებით, სრულად ციფრული საბანკო მომსახურება შესთავაზა უზბეკეთის მოსახლეობას. თავდაპირველად ციფრული ბანკი უზბეკეთის დედაქალაქში, ტაშკენტში, მომსახურების ორი ცენტრით იყო წარმოდგენილი. ერთი წლის თავზე კი თიბისი უზბეკეთი რეგიონების მასშტაბით გაფართოვდა, ამ დროისთვის უზბეკეთში უკვე 7 ახალი თაობის ფილიალი (ე.წ. შოურუმი) და 34 მომსახურების ცენტრი მუშაობს, სულ 12 რეგიონულ ქალაქში. უახლოეს მომავალში თიბისი უზბეკეთი მომსახურებას მცირე ბიზნესის სეგმენტსაც შესთვაზებს.
"ჩვენთვის დიდი პატივია ამ ჯილდოს მიღება. ეს აღიარება ჩვენი გუნდის მიერ გაწეული დიდი შრომის შედეგია. მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში, ინტენსიური ძალისხმევით ჩვენ შევძელით შთამბეჭდავი შედეგების მიღწევა, მათ შორისაა, აპლიკაციის ერთი მილიონი ჩამოტვირთვა და ჯილდო The Global Economics-სგან. ვფიქრობ, ამ აღიარების მიზეზი ისაა, რომ ჩვენ ძირითად აქცენტს მომხმარებლებზე ვაკეთებთ. ვცდილობთ, მომხმარებელს ციფრული ფინანსური სერვისები და ხარისხიანი გამოცდილება მივაწოდოთ, რაც მათ ცხოვრებას გაუმარტივებს", — ნუკრი თეთრაშვილი, თიბისი ბანკი უზბეკეთის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე.
"მოხარულები ვართ, რომ თიბისის ინიციატივა, დაეწყო საერთაშორისო გაფართოება და უზბეკეთში ჩასულიყო Space-ის ციფრული პლატფორმით, იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ ცნობილმა ჟურნალმა The Global Economics-მა აღიარა ჩვენი მიღწევები. ეს იმის დასტურია, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ ჩვენი მისიის წარმატებით განხორციელებისაკენ - გავამარტივოთ ადამიანების ცხოვრება სწრაფი და კომფორტული ციფრული ფინანსური სერვისების შექმნით და მიწოდებით", — ნიკოლოზ ქურდიანი, თიბისი ბანკი უზბეკეთის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
Global Economics-ი სხვადასხვა სექტორიდან და რეგიონიდან ბაზრის ძირითადი მოთამაშეების გამოსავლენად ყოველწლიურ დაჯილდოებას ატარებს. Global Economics-ის პრესტიჟული ჯილდო კი, კომპანიებს გლობალურ წვდომას და აღიარებას ანიჭებს.
The Global Economics Limited ბრიტანული ბიზნეს ჟურნალია, რომელიც კვალიფიციურ ინფორმაციას ავრცელებს ფინანსური სექტორის შესახებ, მსოფლიოს სხვადასხვა ინდუსტრიაში. ყოველწლიური დაჯილდოების პროგრამა კი, სადაც სხვადასხვა ფინანსურ სექტორში საუკეთესო მოთამაშეებს გამოავლენენ, გამოცემისთვის წლის ყველაზე მნიშვნელოვან და პრესტიჟულ მოვლენად ითვლება.
-
ოკუპირებული აფხაზეთის ცნობით, რეგიონში დენის გათიშვის მიზეზი "ენგურჰესზე მომხდარი სისტემური ავარია" გახდა — ბოლო ცნობები ოკუპირებული აფხაზეთის ცნობით, რეგიონში დენის გათიშვის მიზეზი "ენგურჰესზე მომხდარი სისტემური ავარია" გახდა — ბოლო ცნობები
გადახედვა
-
ახალციხესა და ადიგენში უხვი ნალექის გამო მეწყერი ჩამოწვა და სოფელი დაიტბორა ახალციხესა და ადიგენში უხვი ნალექის გამო მეწყერი ჩამოწვა და სოფელი დაიტბორა
გადახედვა
-
"ბინძური ტყუილია" — გიორგი სიორიძე უარყოფს, რომ ვაკეში სროლაში ბრალდებული "ლელოს" წევრი იყო "ბინძური ტყუილია" — გიორგი სიორიძე უარყოფს, რომ ვაკეში სროლაში ბრალდებული "ლელოს" წევრი იყო
გადახედვა
-
კოალა გადაშენების პირას ავსტრალიაში ადამიანის გამოჩენამდეც იდგა — კვლევა კოალა გადაშენების პირას ავსტრალიაში ადამიანის გამოჩენამდეც იდგა — კვლევა
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს ტბა რუკაზე მდებარეობით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს ტბა რუკაზე მდებარეობით
-
შეიძლება ჩვენი გალაქტიკა ოდესღაც "გვერდზე გადაბრუნდა" შეიძლება ჩვენი გალაქტიკა ოდესღაც "გვერდზე გადაბრუნდა"
გადახედვა
-
მალხაზ მაჩალიკაშვილი 2 000 ლარით დააჯარიმეს მალხაზ მაჩალიკაშვილი 2 000 ლარით დააჯარიმეს
გადახედვა
-
ქალი ზედმეტი სიხარულისგან კინაღამ გარდაიცვალა — იშვიათი სამედიცინო შემთხვევა ქალი ზედმეტი სიხარულისგან კინაღამ გარდაიცვალა — იშვიათი სამედიცინო შემთხვევა
გადახედვა
-
მაიმუნების გეომეტრიული ინტუიცია სკოლამდელი ასაკის ბავშვებისას ჰგავს — კვლევა მაიმუნების გეომეტრიული ინტუიცია სკოლამდელი ასაკის ბავშვებისას ჰგავს — კვლევა
გადახედვა
-
საია: ძალადობის წამხალისებელ კოორდინირებულ კამპანიებში დიდი როლი აქვს პრო-სახელისუფლებო მედიას საია: ძალადობის წამხალისებელ კოორდინირებულ კამპანიებში დიდი როლი აქვს პრო-სახელისუფლებო მედიას
გადახედვა
-
მეცნიერებმა გამოითვალეს, რამდენად დიდხანს შეგვიძლია ვიცოცხლოთ მეცნიერებმა გამოითვალეს, რამდენად დიდხანს შეგვიძლია ვიცოცხლოთ
გადახედვა
-
"მოქმედებდა როგორც პოლიტიკური აქტივისტი და უხეშ შეურაცხყოფას აყენებდა კონკრეტულ ადამიანებს" — ირაკლი კობახიძე ვახო სანაიას დაკავებაზე "მოქმედებდა როგორც პოლიტიკური აქტივისტი და უხეშ შეურაცხყოფას აყენებდა კონკრეტულ ადამიანებს" — ირაკლი კობახიძე ვახო სანაიას დაკავებაზე
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ მუშაობს ჩვენი ტვინი და რა საიდუმლოებებს ინახავს ის შემდეგი პოდკასტი: როგორ მუშაობს ჩვენი ტვინი და რა საიდუმლოებებს ინახავს ის
-
ქვიზი: გამოიცანი ბერძენი ავტორი ერთი ფრაზით ქვიზი: გამოიცანი ბერძენი ავტორი ერთი ფრაზით
-
შესაძლოა, ასტრონომებმა მზის სისტემის მიღმა პირველი "ეგზომთვარე" დააფიქსირეს შესაძლოა, ასტრონომებმა მზის სისტემის მიღმა პირველი "ეგზომთვარე" დააფიქსირეს
გადახედვა
-
ავსტრიაში, სახლში, სადაც ადოლფ ჰიტლერი დაიბადა, პოლიციის განყოფილება გაიხსნა ავსტრიაში, სახლში, სადაც ადოლფ ჰიტლერი დაიბადა, პოლიციის განყოფილება გაიხსნა
გადახედვა
-
საავტორო უფლებების დარღვევისთვის Anthropic მწერლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის საავტორო უფლებების დარღვევისთვის Anthropic მწერლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის
გადახედვა
-
კევინ სუსმანის თქმით, Big Bang Theory-ის გაგრძელებაში ფანები სტიუარტს ლიდერის როლში იხილავენ კევინ სუსმანის თქმით, Big Bang Theory-ის გაგრძელებაში ფანები სტიუარტს ლიდერის როლში იხილავენ
გადახედვა
-
პირველი ქართველი მრბოლელი ბრიტანული ფორმულა 4-ის ჩემპიონატში | გაუსწარი დროს პირველი ქართველი მრბოლელი ბრიტანული ფორმულა 4-ის ჩემპიონატში | გაუსწარი დროს
-
ბათუმში დაჭრილი 31 წლის კაცი ხელოვნურ სუნთქვაზეა ბათუმში დაჭრილი 31 წლის კაცი ხელოვნურ სუნთქვაზეა
გადახედვა
კომენტარები