სოხუმში ე.წ. შს მინისტრთან დაკავშირებით აქცია და კონტრაქცია მიმდინარეობს
ოკუპირებული აფხაზეთის დრამატულ თეატრთან ომის ვეტერანები და სოფელ აძიუბჟას მცხოვრებლები არიან შეკრებილები, რომლებიც დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრ დიმიტრი დბარის გადადგომას მოითხოვენ. პარალელურად, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დე ფაქტო ხელისუფლების მხარდამჭერების, პოლიციელებისა და სხვა საჯარო მოხელეების აქცია მიმდინარეობს.
აფსნიპრესის ცნობით, აქციის მონაწილეები აღშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ე.წ. შს მინისტრი სამსახურებრივი მოვალეობიდან მხოლოდ დროებით გადააყენა, ხოლო 2 ნოემბერს აღადგინა.
დბარის გადადგომას სექტემბერში მომხდარი ინციდენტის გამო ითხოვენ. 30 სექტემბერს, როცა ოკუპირებულ რეგიონში გამარჯვების დღეს აღნიშნავდნენ, ე.წ. მილიციის თანამშრომლები და ვეტერანთა ჯგუფი ერთმანეთს დაუპირისპირდა. ინციდენტი დე ფაქტო დეპუტატ ჰარი კოკაიას მიერ ჰაერში საზეიმო გასროლით დაიწყო.
კოკაია სოფელ აძიუბჟიდან თანასოფლელებთან და აფხაზეთის ომის ვეტერანებთან ერთად, სოხუმის სანაპიროზე ერთ-ერთ რესტორანში ე.წ. გამარჯვების დღეს აღნიშნავდა.
აღმოჩნდა, რომ ამ დროს, გასროლის ადგილიდან რამდენიმე მეტრში, მეორე რესტორან დოლჩე ვიტაში, ოკუპირებული აფხაზეთისა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტები, ასლან ბჟანია და ანატოლი ბიბილოვიც ქეიფობდნენ.
გასროლიდან მალევე ადგილზე დე ფაქტო შს მინისტრი, დმიტრი დბარი და სპეცრაზმი გამოცხადდა.
დბარი ამბობს, რომ დეპუტატი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და იარაღის ჩაბარება სთხოვა, რასაც კოკაია არ დათანხმდა. ამის შემდეგ მისთვის იარაღის წართმევა მილიციელებმა ძალით სცადეს, რა დროსაც კოკაიასა და რამდენიმე ვეტერანს სცემეს.
ამის გამო მეორე დღეს სოფელ აძიუჟბის მცხოვრებლებმა სოხუმში აქცია მოაწყვეს და "გამოუსწორებელი შედეგების თავიდან ასაცილებლად" ცემაში მონაწილე დბარის თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გადაყენება მოითხოვეს. მოიწვიეს პარლამენტის საგანგებო სხდომაც, თუმცა მოთხოვნამ საკამარისი ხმების რაოდენობა ვერ მოაგროვა.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები