სექტემბერში საქართველოში 226 662 ვიზიტი განხორციელდა — როგორია ტურიზმის აღდგენის დინამიკა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, სექტემბერში საერთაშორისო ვიზიტორებმა საქართველოში 226 662 ვიზიტი განახორციელეს, რაც გასული წლის იმავე თვესთან შედარებით 349%-ით მეტია. 2020 წლის სექტემბერში, როდესაც ჯერ კიდევ მკაცრი კოვიდ შეზღუდვები მოქმედებდა უცხოელმა ვიზიტორებმა საქართელოში 50 499 ვიზიტი განახორციელეს.
აღსანიშნავია, რომ 2019 წლის სექტემბერში უცხოური ვიზიტების რაოდენობა 784 280 იყო — შესაბამისად, შესაძლებელია ითქვას, რომ ტურიზმი სექტემბერში პანდემიმადელ მონაცემებთან შედარებით 29%-ით არის არდგენილი.
უნდა ითქვას ისიც, რომ სექტემბერში, მიმდინარე წლის აგვისტოსთან შედარებით, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 39 882-ით (15%) არის შემცირებული.
მიმდინარე წლის სექტემბერში ვიზიტორთა ძირითადი ნაწილი რუსეთიდან, თურქეთიდან და უკრაინიდან შემოვიდა. ამ სამი ქვეყნიდან განხორციელებული ვიზიტების წილი საქართველოში შემოსულ სტუმრების მთლიან რაოდენობაში 39% იყო.
სტატისტიკის მიხედვით, ვიზიტების ძირითადი ნაწილი, 58,1% საჰაერო გზით, 40,8% — სახმელეთო, 0,9% — სარკინიგზო, ხოლო 0,3% საზღვაო გზით განხორციელდა.
სექტემბერში ვიზიტების 7,5% ერთდღიანი იყო, ხოლო 92,5% — ტურისტული. ტურისტულში ისეთი სახის ვიზიტები იგულისხმება, როდესაც ვიზიტორი მინიმუმ ერთი ღამით რჩება საქართველოს ტერიტორიაზე.
რაც შეეხება მიმდინარე წლის პირველი ცხრა თვის მაჩვენებლებს, როგორც საზღვრის კვეთის მონაცემებიდან ხდება ცნობილი, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში სულ 1 188 234 უცხოური ვიზიტი განხორციელდა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 13,2%-ით, ხოლო 2019 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემს 80,1%-ით ჩამორჩება.
ამ დროისათვის ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების სექტემბრის თვის მონაცემები არ არის ცნობილი. ეროვნული ბანკის შეფასებით, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში უცხოური ტურიზმიდან 703,9 მილიონი აშშ დოლარი მივიღეთ, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 45,6%-ით აღემატება — 2020 წლის პირველ რვა თვეში ტურიზმიდან ქვეყანაში 483,4 მილიონი დოლარი შემოვიდა.
მხოლოდ აგვისტოში ტურიზმმა 198,8 მილიონი დოლარი მოგვიტანა, რაც 2020 წლის შესაბამის თვესთან შედარებით 1 243%-ით მეტია. აქ განსაკუთრებით არის ასახული პანდემიის ეფექტი, რადგან გასული წლის აგვისტოში ტურიზმიდან 14,8 მილიონი დოლარი შემოვიდა. უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში, 2019 წლის იმავე თვესთან შედარებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 51,8%-ით არის შემცირებული.
აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში როგორც ვიზიტების, ასევე ამ ვიზიტებიდან მიღებული შემოსავლების მატება შეინიშნება, თუმცა არსებული სტატისტიკით, ტურიზმის მაჩვენებლები პანდემიამდელ მონაცემებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები