რატომ არ გაავრცელეს პატიმართა გარდაცვალებაზე ინფორმაცია გუშინ — რას პასუხობს იუსტიციის მინისტრი
იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ადასტურებს, რომ უწყება გუშინვე ფლობდა ინფორმაციას რუსთავის ციხეში ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა შესახებ, თუმცა საზოგადოებისთვის ეს ინფორმაცია იმავე დღეს არ მიუწოდებიათ. მისი თქმით, ფაქტის დადასტურებისთანავე, ოჯახის წევრებს შეატყობინეს.
"დადგენილი წესის შესაბამისად, როგორც კი დადასტურდა აღნიშნული პირების გარდაცვალების ფაქტი შევატყობინეთ მათი ოჯახის წევრებს, ეს არის დადგენილი ფაქტი. გუშინვე [შევატყობინეთ], ძალიან მალე გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შემდეგ", — განაცხადა ბრეგაძემ რუსთავი 2-ის ეთერში.
ჟურნალისტის დამატებით კითხვას, თუ ინფორმაცია ჰქონდა ოჯახს, დღის მეორე ნახევარში საზოგადოებისთვის რატომ არ გახდა ცნობილი, რომ ორი პატიმარი დაიღუპა?, ბრეგაძე ასე პასუხობს:
"როგორც მოგეხსენებათ, ამ ეტაპზე მიმდინარეობდა გუშინ საღამოს, მთელი საღამოს განმავლობაში მიმდინარეობდა სალიკვიდაციო სამუშაოები. ასევე, ციხის ტერიტორიაზე არ იყო ელექტროენერგიის მიწოდება, შეგნებულად სახანძრო უსაფრთხოებიდან გამომდინარე. შემდეგ, ეტაპობრივად დაიწყო ელექტროენერგიის აღდგენა და ჩვენ თავიდან ბოლომდე დაკავებულები ვიყავით თითოეული პატიმრის უსაფრთხოებით. მეც პირადად ვიყავი ადგილზე, სადაც ვაკვირდებოდი ვითარებას ციხის ადმინისტრაციასთან ერთად და ჩვენ მთელი გუშინდელი საღამო მოცული ვიყავით იმით, რომ არცერთი პატიმარი არ ყოფილიყო დაშავებული, ციხეში ყოფილიყო სიმშვიდე და ამ შედეგს მივაღწიეთ", — თქვა მან.
14 ოქტომბერს რუსთავის N17 პენიტენციურ დაწესებულებაში გაჩენილი ხანძრის დროს ორი პატიმარი გარდაიცვალა. ინფორმაცია უწყებამ მხოლოდ მეორე დღეს, მას შემდეგ დაადასტურა, როცა ადვოკატებმა და მედიამ გაასაჯაროეს. 15 ოქტომბერს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ არც პენიტენციურმა და არც ინსპექტორის აპარატმა მომხდარის შესახებ არ აცნობეს.
სახალო დამცველი ამბობს, რომ დაშავებულებზე ინფორმაცია არ აქვს, რაც შეეხება გარდაცვლილებს, მისი თქმით, ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, მაგრამ არ იცის კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალენ, თუ მანამდე.
ასევე, უცნობია გარდაცვალება დაკვამლიანებამ გამოიწვია თუ დამწვრობამ — უწყება ამ ეტაპზე მეტ დეტალს არ ასაჯაროებს. მომხდართან დაკავშირებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უსაფრთხოების წესების შესაძლო დარღვევაზე გამოძიება დაიწყო.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები