ოპოზიციური პარტიების ნაწილი სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციას არ შეუერთდება
ოპოზიციური პარტიების ნაწილი მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად დაანონსებულ აქციას არ შეუერთდება. ამ პარტიებს შორისაა, ევროპული საქართველო, გირჩი — მეტი თავისუფლება, სტრატეგია აღმაშენებელი.
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ნონიაშვილის თქმით, სააკაშვილს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევენ, თუმცა ენმ-ს აქციას არ უერთდებიან.
"ეს აქციები არის უშუალოდ ნაციონალური მოძრაობის აქციები და ცხადია, რომ აქციაზე იქნებიან ნაციონალური მოძრაობის წევრები, შესაბამისად ევროპული საქართველო აქციაში მონაწილეობას არ იღებს, მაგრამ ვიზიარებთ იმ სულისკვეთებას, რომ ის არის პოლიტიკურად დევნილი", — გიორგი ნონიაშვილმა.
გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მისი პარტიიდან, შეიძლება, ვინმე მივიდეს, მაგრამ, მას ბევრი საქმე აქვს.
"გირჩი — მეტი თავისუფლებიდან ვიღაცები შეიძლება მივიდნენ, ვისაც ამის სურვილი ექნება. მაგრამ ზოგადად, ნაციონალური მოძრაობის აქციაა, მე არ ვაპირებ თვითონ, ბევრი საქმე მაქვს, პარტიული რაღაცები მაქვს მოსაგვარებელი.
თუმცა რაც შეეხება მის პოლიტ პატიმრობას, ეს არის პოლიტიკური დევნა. როდესაც ქვეყანაში იქნება ნდობით აღჭურვილი სასამართლო, მაშინ ნებისმიერ კითხვას უნდა გასცეს ამ ადამიანმა პასუხი. მაგრამ მანამდე ის იქნება პოლიტიკური დევნილი", — ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.
მესამე ძალა — სტრატეგია აღმაშენებელშიც მიუთითებენ იმაზე, რომ ეს ნაციონალური მოძრაობის აქციაა.
"სტრატეგია აღმაშენებლის აქცია ეს არ არის. ჩვენ გადართული ვართ მეორე ტურებში კოორდინაციაზე და მოგებაზე. როგორც პარტია არ მიდის და ინდივიდუალურად ვინ როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს იმას იზამს", — თქვა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ.
რაც შეეხება დროას, პარტიაში მიაჩნიათ, რომ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია, თუმცა აქციაში მონაწილეობის გადაწყვეტილებას წევრები დამოუკიდებლად მიიღებენ.
"პარტია დროას მიგვაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია. ვუერთდებით მისი გათავისუფლების მოთხოვნას. პარტიის წევრები ინდივიდუალურად გადაწყვტენ, მიიღებენ თუ არა კონკრეტულ აქციაში მონაწილეობას. თავად ელენე ხოშტარია აქციას შეუერთდება", — ამბობს On.ge-სთან პრესსამსახური.
აქციას ასევე არ უერთდებიან მოქალაქეები და გირჩი.
მოქალაქეების ერთ-ერთი ლიდერის, ლევან იოსელიანის თქმით, ლოგიკურია, რომ პარტია, რომლის ლიდერი არის ციხეში, ჩაატარებს აქციას, თუმცა ისინი ამ აქციას არ შეუერთდებიან.
გირჩის ერთ-ერთი ლიდერის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით კი, ბუნებრივია, რომ ისინი აქციას არ უერთდებიან.
On.ge დაუკავშირდა ლელოსაც, თუმცა ამ დროისთვის მათი გადაწყვეტილება უცნობია.
10 ოქტომბერს აქცია პარტია კანონი და სამართალის დამფუძნებელმა, თაკო ჩარკვიანმა დააანონსა. მისივე თქმით, აქცია 14 ოქტომბერს კიდევ უფრო ფართომასშტაბიან სახეს მიიღებს.
10 სექტემბერს თაკო ჩარკვიანმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დასაბრუნებლად ორგანიზაცია საერთო სახალხო მოძრაობა დააფუძნა. მისივე თქმით, სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა უნდა შეწყდეს, ის უნდა დაბრუნდეს საქართველოში და დაუბრუნდეს მოქალაქეობა, რომელიც "არასწორად ჩამოერთვა".
არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილმა დაპოსტა, რომ საქართველოში იმყოფებოდა. რამდენიმე საათში მან კიდევ ორი ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ამბობდა, რომ ბათუმშია და აქტიურად აპირებს ბრძოლას. ქართულ ოცნებაში ამტკიცებდნენ, რომ ის არათუ ქვეყანაში არ შემოსულა და კვლავ უკრაინაში იყო. ამ განცხადებებიდან რამდენიმე საათში პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად ბრიფინგი გამართა, სადაც თქვა, რომ სააკაშვილი დაკავებულია და პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. სააკაშვილს შიმშილობა აქვს გამოცხადებული
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები