სააკაშვილის დაკავების ოპერაციის წარმატების ერთ-ერთი საფუძველი გახდა ის, რომ სათანადოდ იყო დაცული კონფედენციალობა — კობახიძე
მას შემდეგ, რაც გუშინ მთელი დღე ამტკიცებდა, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოში არ არის, დღეს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ დაკავების სპეცოპერაციის წარმატებისთვის მნიშვნელოვანი იყო კონფიდენციალურობის დაცვა. მისი თქმით, ეს წესი "მაღალი ხარისხით" იყო დაცული.
"რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ყველა პროცედურა წარიმართება სამართლებრივი პროცესის შესაბამისად. რაც შეეხება სპეცოპერაციას, მას აქვს თავისი წესები, მათ შორის, იმისათვის, რომ სპეცოპერაციამ მიაღწიოს თავის მიზანს, ბუნებრივია, კონფიდენციალურობა უნდა იყოს დაცული მაღალი ხარისხით და ეს არის მარტივი წესი, რაც აქვს ნებისმიერ სპეცოპერაციას, ეს წესები იყო დაცული და ამ ოპერაციის წარმატების ერთ-ერთ საფუძველი გახდა ის, რომ სათანადოდ იყო დაცული ეს კონფიდენციალურობა", — განაცხადა მან.
27 სექტემბერს ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა ბილეთების ფოტო, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში 2 ოქტომბერს, ხმის მიცემის პროცედურის დასრულების შემდეგ უნდა დაბრუნებულიყო. მმართველ გუნდში ამბობდნენ, რომ ის სიტყვას ისევ უღალატებდა და ჩამოსვლას ვერ გაბედავდა, მაგრამ თუ მაინც გაბედავდა, აეროპორტშივე დააკავებდნენ. თუმცა, არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს, სააკაშვილმა დაპოსტა, რომ საქართველოში იმყოფებოდა. რამდენიმე საათში მან ორი ვიდეოც გაავრცელა, რომელშიც ამბობდა, რომ ბათუმშია და აქტიურად აპირებს ბრძოლას.
სანამ სააკაშვილი მხარდამჭერებს მობილიზაციისკენ მოუწოდებდა, ქართულ ოცნებაში ამტკიცებდნენ, რომ ის არათუ ქვეყანაში შემოვიდა, უკრაინაში იყო. იმავეს ამბობდა შინაგან საქმეთა სამინისტროც და ამტკიცებდა, რომ მას არც უკრაინის და არც საქართველოს საზღვრები არ გადაუკვეთავს. მეტიც, ირაკლი კობახიძე იმეორებდა, რომ სააკაშვილი საქართველოში არ არის, მისი ვიდეოები ფეიკია და იმაზე უფრო მარტივი ტექნოლოგიითაა გაკეთებული, ვიდრე DeepFake.
ამ განცხადებებიდან რამდენიმე საათში პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად ბრიფინგი გამართა, სადაც თქვა, რომ სააკაშვილი დაკავებულია და პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. გომელაურს და ლილუაშვილს ბრიფინგზე არ უსაუბრიათ, სამივე მათგანმა მედიის ოთახი ისე დატოვა, რომ კითხვებს არ უპასუხა. შესაბამისად, უცნობი იყო სად დააკავეს სააკაშვილი.
თუმცა, ექსპრეზიდენტის ფეისბუქგვერდზე დაკავების შემდეგ გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც ამბობდა, რომ თბილისშია და სავარაუდოდ მალე დააკავებენ. მეტიც, მისმა ერთ-ერთმა თანაგუნდელმა თქვა, რომ ის ქვეყანაში 4 დღის განმავლობაში იმყოფებოდა.
მოგვიანებით, იმედის ეთერში პრემიერმინისტრი ამტკიცებდა, რომ ყველაფერი წინასწარ იცოდნენ და დღეს "ოპერატიული ტაქტიკის" გამო უწევდათ საპირისპირო განცხადებების გაკეთება. მან ბოდიშიც კი მოუხადა თანაგუნდელებს იმის გამო, რომ სიმართლეს ვერ ამბობდნენ.
აღსანიშნია ისიც, რომ ქართული ოცნების ლიდერებმა, პრემიერმაც და კობახიძემაც რამდენჯერმე გაუსვეს ხაზი, რომ სააკაშვილის დაკავება სიმბოლური იყო დღეს, რადგან 9 წელი გავიდა ბიძინა ივანიშვილის "დიდი გამარჯვებიდან". პრემიერმინისტრმა ბიძინობაც კი მოგვილოცა.
ამის შემდეგ ბრიფინგები ჩაინიშნა პროკურატურასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც. პროკურატურაში ის საქმეები განიხილეს, რომელზეც სააკაშვილს უკვე აქვს მისჯილი, ისინიც, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეა და დაამატეს, რომ საზღვრის უკანონოდ კვეთაზე მის წინააღმდეგ კიდევ ერთი გამოძიება დაიწყო. პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტს არასდროს შეიწყალებს, რადგან მას ქვეყნის წინაშე დანაშაული აქვს ჩადენილი.
სააკაშვილი რუსთავის ციხეში გადაიყვანეს. მის სანახავად ომბუდსმენი მივიდა, რომელმაც შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი ბრალს არ აღიარებს, თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და შიმშილობას იწყებს.
სააკაშვილის დაკავებას გამოეხმაურნენ ნაციონალურ მოძრაობაში. მელიამ აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტი ამისთვის მზად იყო და ბრძოლა არჩევნებზე გრძელდება.
ვინაიდან სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, მისმა პატიმრობამ კითხვები გააჩინა პარტნიორ ქვეყანაშიც. კერძოდ, უკრაინის პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერებმა დაპოსტეს, რომ ქართული მხარისგან განმარტებებს ელიან. პასუხად საგარეო საქმეთა სამინისტროში თქვეს, რომ საელჩოს დიპლომატი ადგილობრივ უწყებას საჭირო ინფორმაციას მიაწვდის.
ამავე თემაზე:
-
რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი
გადახედვა
-
Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo
გადახედვა
-
აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით
გადახედვა
-
ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები
გადახედვა
-
რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო
გადახედვა
-
ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ
გადახედვა
-
გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა
გადახედვა
-
ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო
გადახედვა
-
ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს
-
"გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი" "გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი"
გადახედვა
-
აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს
გადახედვა
-
მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს
გადახედვა
-
ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა
გადახედვა
-
ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის" ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის"
გადახედვა
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია
-
სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა
გადახედვა
კომენტარები