ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა
აშშ-სა და ირანს შორის საპასუხო სამხედრო დარტყმებისა და საუდის არაბეთზე "ჰუსიტების" უწყვეტი თავდასხმების ფონზე, ოთხშაბათს Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე 100 დოლარს გადააჭარბა, WTI-ს ტიპის ნავთობმა კი — 95 დოლარს.
შესაბამისად, ნავთობის ღირებულება ივლისის ბოლოს ირანსა და აშშ-ს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ჩაშლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. როგორც BBC წერს, ანალიტიკოსების შეფასებით, რეგიონში ვითარების ნებისმიერი ახალი გამწვავება ფასების შემდგომ ზრდას გამოიწვევს.
ცნობისთვის, საპასუხო დარტყმების სერიის ფარგლებში, აშშ-მა ირანის მიერ ამერიკულ სამხედრო ხომალდზე განხორციელებული შეტევის გამო შურისძიების ნიშნად ხუთ ირანულ ტანკერს დაარტყა. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (Centcom) ცნობით, სამიზნეში ამოღებული ხომალდები "მრავალმილიარდიანი ჩრდილოვანი ქსელის" ნაწილს წარმოადგენდა, რომელიც ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსსა (IRGC) და მის რეგიონულ მარიონეტულ დაჯგუფებებს აფინანსებს.
ერთ-ერთი ირანული ტანკერი M/T Riesco ომანის ყურეში ჩაიძირა, კიდევ ერთს კი ირანის ნავთობის ექსპორტის მთავარ ჰაბთან, კუნძულ ხარგთან მიაყენეს დარტყმა.
საპასუხოდ, თეირანმა რაკეტები ისროლა იორდანიაში მდებარე ამერიკულ ბაზაზე (რომელთა უმეტესობაც ჩამოაგდეს) და განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში ორ ამერიკულ ხომალდსა და რვა ნავთობის ტანკერს დაესხა თავს.
BBC წერს, რომ კონფლიქტის პარალელურად, ვითარება გამწვავებულია წითელ ზღვასა და საუდის არაბეთშიც. ირანის მიერ მხარდაჭერილმა "ჰუსიტების" მოძრაობამ ენერგეტიკულ ობიექტებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მიიტანა იერიში, რის შედეგადაც 73 ადამიანი დაშავდა. დრონებითა და რაკეტებით განხორციელებულმა შეტევამ ნავთობობიექტებზე ხანძარი და ოპერაციების დროებითი შეჩერება გამოიწვია.
ნავთობის ბაზარზე რყევები მიმდინარე წლის 28 თებერვალს დაიწყო, მას შემდეგ რაც აშშ-მა და ისრაელმა ირანზე დარტყმები დაიწყეს. ომის შედეგად ფაქტობრივად ჩაიკეტა ჰორმუზის სრუტე, რომელზეც მსოფლიო ნავთობისა და გათხევადებული ბუნებრივი აირის (LNG) 20% გადის. ომამდე Brent-ის ფასი $70-ის ფარგლებში მერყეობდა, არსებულმა ესკალაციამ კი მსოფლიოს მასშტაბით საწვავის ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები