"გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი"
პარტია გახარია საქართველოსთვის ერგნეთში გამართული IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე ჩორჩანას საგუშაგოს საქმის განხილვის დეტალების გასაჯაროებას ითხოვს.
8 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 134-ე შეხვედრა გაიმართა.
სუს-ის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვისა და ე.წ. გადასასვლელ პუნქტებზე არსებული რეჟიმის საკითხი. უწყების განცხადებით, სუს-ის წარმომადგენლებმა კვლავ მკაცრად დააყენეს საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობის საკითხი. განცხადებაში ჩორჩანას საგუშაგო არ არის ნახსენები.
შეგახსენებთ, რომ თამაზ გინტური — საქართველოს შეიარაღებული ძალების ვეტერანი — 2023 წლის 6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მოკლეს. ის ადგილობრივ მცხოვრებ ლევან დოთიაშვილთან ერთად ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიაში მიდიოდა, რომლის კარიც რუს ოკუპანტებს აჭედილი ჰქონდათ. ტაძართან რუსულმა სამხედროებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს — გინტური ზურგში მიყენებული ცეცხლსასროლი ჭრილობებით გარდაიცვალა, ხოლო დოთიაშვილი გაიტაცეს (მოგვიანებით გაათავისუფლეს).
პარტიის მტკიცებით, უსაფრთხოების სამსახური საზოგადოებას საგუშაგოსთან დაკავშირებით ინფორმაციას შეგნებულად უმალავს და მისთვის უცნობია, თუ რას აპირებს მმართველი პარტია.
პარტია მიიჩნევს, რომ ამ თემაზე ქართული ოცნების დუმილი აჩენს ეჭვს, რომ ქართული მხარე მზადაა, საგუშაგო აიღოს. პარტია ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით.
"საოკუპაციო რეჟიმი უსინდისოდ ცდილობს ჩორჩანას ტერიტორია საკუთარ მიწად გაასაღოს, ხოლო ქართული ოცნება ამ ყველაფერს დუმილით ხვდება და საზოგადოებას უმალავს ინფორმაციას როგორც ცხინვალის რეჟიმის მოთხოვნებზე, ისე საკუთარ საპასუხო პოზიციაზე.
იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება ეროვნულ ინტერესებს იცავდეს, ქართული ოცნება ასამართლებს საქართველოს ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს ჩორჩანაში ქართული პოლიციის საგუშაგოს განთავსებისა და ქართული მიწის მცოცავი ოკუპაციისგან დაცვის გამო.
ქართული ოცნების უწყვეტი დუმილი ჩორჩანასთან დაკავშირებით აჩენს მძიმე ეჭვებსა და შეშფოთებას ხელისუფლების შესაძლო მზაობაზე, ჩაიდინოს ღალატის უპრეცედენტო აქტი და ქართული მიწები საოკუპაციო რეჟიმს დაუთმოს. იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნების ხელისუფლება ჩორჩანას საპოლიციო საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულია და ამ აქტში მონაწილე თითოეული პირი პასუხს აგებს კანონისა და ისტორიის წინაშე.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია ქართველ ხალხს ჩორჩანასთან დაკავშირებით საკუთარი განზრახვების შესახებ და ვაფრთხილებთ ქართულ ოცნებას, არ გადადგას არცერთი ნაბიჯი, რომელიც საოკუპაციო ძალებისთვის ქართული ტერიტორიების დათმობას დაუშვებს," — წერს პარტია.
- იგორ კოჩიევი: ერთადერთი სწორი და ლოგიკური გადაწყვეტილება იქნება ჩორჩანას საგუშაგოს აღება
- ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი ჩორჩანასთან საგუშაგოს გაუქმების მოლოდინშია
- "გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს
შეგახსენებთ, 2025 წელს 13 ნოემბერს სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ე.წ ჩორჩანას ეპიზოდზე ყოფილ პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. პროკურატურის განმარტებით, საშიშროებაა ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედების და მიმალვის. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით კურტანიძემ მიიღო. გიორგი გახარია სასამართლო სხდომას არ დასწრებია. მან საქართველო გასული წლის ივნისში დატოვა.
- გახარიას თქმით, მის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყება ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო მუქარის აღსრულებაა
- გიორგი გახარიას ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
- ბერდიას სიჭინავას თქმით, გიორგი გახარიას საქმეში ნანა კაკაბაძის, ვახტანგ შაქარაშვილის, კახი კახიშვილის და ვახტანგ გომელაურის ჩვენებები დევს
- პროკურატურამ გიორგი გახარიას მიმართ 20-21 ივნისის საქმეზე და ჩორჩანას ეპიზოდზე სისხლის სამართლის დევნა დაიწყო
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები