ეკლესიას სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა. საუბარია თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მდებარე 806 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ შენობაზე (109.85 კვ.მ). შესაბამისი განკარგულება მთავრობამ გამოაქვეყნა.

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩა #30ა-ში მდებარე 806 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა #1, საერთო ფართით - 109.85 კვ/მ (მიწის (უძრავი ქონების)) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 ლარად, საკუთრებაში გადაეცეს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას“, — წერია 4 სექტემბრის განკარგულებაში.

1 ლარად გადასაცემი უძრავი ქონებანაძალადევის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძართან მდებარეობს.