"ბოდვის ხასიათის ცილისწამება" — შალვა პაპუაშვილი დავით გარეჯის ნაწილის გასხვისების ბრალდებაზე
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბრიფინგზე უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმესაც გამოეხმაურა. მისი შეფასებით, "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ჯორბენაძის მიერ გაჟღერებული ბრალდებები დავით გარეჯის ტერიტორიის ნაწილის გასხვისებასთან დაკავშირებით "ცილისწამება და ბოდვაა".
"ერთი წუთით მაინც გჯერათ, როდესაც ჯერ თავის დროზე, ის ადამიანი, სანამ ცოცხალი იყო, ამბობდა, რომ მას აქვს რაღაც საიდუმლო კოდები, რომლითაც სადღაც შედის და რაღაცებს იღებს, ხოლო რაღაცებს არ გაჩვენებთ და ეს მის თავში არის და ეს ყველაფერი... ახლახან გამოქვეყნდა PISA-ს შედეგები, სადაც ლიდერები ვართ გაუმჯობესების კუთხით, მეცნიერების მიმართულებით და ასე შემდეგ. ეს შეეხება იმას, რომ ადამიანებს საღი განსჯა გვაქვს, საზოგადოებას, მოქალაქეებს და ვხვდებით, რომ ეს არის ცილისწამება. ამ ადამიანმა თვითმკვლელობით თავზე სხვა ცოდვაც დაიდო და ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, ცილი დასწამა ადამიანებს თუ ადამიანს ამ აბსოლუტურად აბსურდული განცხადებაც არ ჰქვია ამას, ეს არის ჭორი. ჭორიც არ არის, ეს არის ზღაპარი, რომელსაც გვიყვებიან. მთელი უბედურება რაში არის, იცით? რომ ყველამ, აბსოლუტურად ყველამ, მათ შორის იმ "ახალ-დასავალის" ჟურნალისტებმაც, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ეს იყო ბოდვა, ეს იყო ცილისწამება, რომელიც იყო ბოდვის ხასიათის. ბოდვა, აბსოლუტურად.
...ამ ბოდვის შემდეგ, ეს ადამიანი ცოცხალი არ არის და ახლა მის ამ ნაბოდვარს იყენებენ იმისთვის, რომ რაღაც ტირაჟირება მოახდინონ. ეს არის აბსოლუტური უსინდისობა, უპირველეს ყოვლისა, იმ გარდაცვლილი ადამიანის მიმართ, როდესაც მის სულს არ ასვენებენ იქაც და მის ცილისწამებას იმიტომ იმეორებენ, რომ ამით მის სულს კიდევ ზიანს აყენებენ.
...ჩვენ რასაც ვისმენთ, ხო გახსოვთ: "კოდები მაქვს, საიდუმლო კოდებიო, სადღაც ჩუმად შევდივარო, რაღაცები ავიღე, რაღაც ფურცლები მაქვსო". შემდეგ ახლა მისი ვითომ მეგობრები, რომლებიც სინამდვილეში მისი ყველაზე დიდი მტრები არიან, ამბობენ, რომ "ეს ფურცლები ასე შორიდან დამანახაო". აი, ასეთ ტონზე, როგორ შეიძლება ან ჟურნალისტიკა დაეშვას, ან ადამიანი დაეშვას?", — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე.
შეგახსენებთ, რომ ექსპრემიერი ღარიბაშვილი 1-ელ სექტემბერს ციხიდან გამოქვეყნებულ რიგით მე-5 წერილში უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების გარემოებების და რეალური მიზეზის გარკვევას ითხოვს.
რაც შეეხება ლაზარე ჯორბენაძეს, ის პოლიტიკური აქტივისტი და უფლებადამცველი იყო და 2026 წლის აპრილში გარდაიცვალა. საქმეზე თვითმკვლელობის ვერსია განიხილება, თუმცა მის ახლობლებს, თანაპარტიელებსა და საზოგადოების ნაწილს ამის არ სჯერათ და მიიჩნევენ, რომ გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.
სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, ლაზარე ჯორბენაძემ გაზეთ "ასავალ-დასავალში" გამოაქვეყნა ინტერვიუ, სადაც ამტკიცებდა, რომ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან საიდუმლო შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომლითაც აზერბაიჯანს დავით გარეჯის ტერიტორიის ნაწილი გადასცა და მას ამის დამადასტურებელი დოკუმენტი ჰქონდა.
მეტი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე:
- "ყველაფერი არის მარტივი ტყუილი და სპეკულაცია" — ირაკლი კობახიძე დავით გარეჯის ნაწილის გასხვისებაზე
- სპეკულაციებია და ტალახის სროლა ხელისუფლების მისამართით — კახა კალაძე დავით გარეჯის შესახებ ბრალდებებზე
- ლაზარე ჯორბენაძის მეგობარი: დავით გარეჯთან დაკავშირებული დოკუმენტების შესახებ ჩემი ჩვენება ოქმში არ ასახულა
- გული მწყდება უყურებდე ყოფილ თანაგუნდელს იმ მდგომარეობაში, რაშიც თავი ჩაიგდო — კახა კალაძე ირაკლი ღარიბაშვილზე
- "ეს არის სასაცილო და ტრაგიკული" — ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილის წერილზე
- ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
- სალომე სამადაშვილის თქმით, ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე პროკურატურაში დაკითხვაზე, პირველ რიგში, კობახიძე და მდინარაძე უნდა დაებარებინათ
- "მდინარაძის გამოგზავნილი წერილი" და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები