ალიევების ოჯახი აზერბაიჯანში 15-მდე მდიდრულ რეზიდენციას ფლობს — მედია
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და მისი ოჯახი ქვეყნის მასშტაბით 15 რეზიდენციას ფლობენ, რომელთა შესახებ ოფიციალური საჯარო ჩანაწერები არ არსებობს. ამის შესახებ დამოუკიდებელი მედიასაშუალების, Meydan TV-ის ჟურნალისტურ გამოძიებაშია ნათქვამი. ინფორმაციას OC media ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მოსახლეობის სიახლოვეს სახლების დანგრევისა და ხელისუფლების მიერ მიმდებარე საჯარო ტერიტორიებზე წვდომის შეზღუდვის გამო, აღნიშნულმა ქონებამ ადგილობრივებში უკმაყოფილება გამოიწვია.
ალიევების ქონება სტრატეგიულ და ლამაზ ადგილებთან — ტყეებთან, ტბებთან და სანაპიროებთანაა აშენებული. ჟურნალისტურ გამოძიებაში აღნიშნულია, რომ რეზიდენციები აზერბაიჯანის სხვადასხვა რეგიონშია და მხოლოდ ალიევის ოჯახის პირადი სარგებლობისთვისაა განკუთვნილი.
Meydan TV-მ გამოძიება "წლების განმავლობაში სხვადასხვა წყაროდან შეგროვებულ მასალებზე" დაფუძნებით ჩაატარა და აღნიშნა, რომ ქონების ოფიციალურ რეესტრზე წვდომა შეუძლებელი იყო. გამოცემის თქმით, მათ ამ სახლების რუკაზე დატანა ადგილობრივი მაცხოვრებლებისგან მიღებული ინფორმაციისა და სატელიტური ფოტოების მეშვეობით შეძლეს.
მედიასაშუალების ცნობით, ზოგიერთი ამ რეზიდენციის მშენებლობას ადგილობრივი მაცხოვრებლების გამოსახლება და, ზოგ შემთხვევაში, მთელი სოფლების დანგრევა მოჰყვა. გარდა ამისა, მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებს ხელფასების მიღების პრობლემა შეექმნათ.
სოფელი ქუსათი — 2011 წელს აზერბაიჯანის მთავრობამ გაბალის რეგიონში სოფელი ქუსათი დაანგრია. Meydan TV-ის ცნობით, იქვე აშენდა საცხოვრებელი სასახლე ალიევისა და მისი ქალიშვილის, ლეილა ალიევასთვის. გამოცემის ცნობით, 16 ოჯახი იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლები და კომპენსაციის სანაცვლოდ გაბალაში გადასულიყო. მედიას არ დაუკონკრეტებია, რა ოდენობის კომპენსაცია მიიღეს ამ მაცხოვრებლებმა.
"ხუტორის სასახლე" — ცნობების მიხედვით,"ხუტორის სასახლის" აშენების მიზნით, ბაქოს გარეუბანში მდებარე 16-სართულიანი შენობიდან კიდევ 120 ოჯახი გამოასახლეს .
ხოშბულაღი — Meydan TV იუწყება, რომ 2021 წელს დაშქესანის რაიონის სოფელ ხოშბულაღის ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან. მათ განაცხადეს, რომ სასოფლო-სამეურნეო და საძოვარი მიწები ქრთამის სანაცვლოდ გასხვისდა. ქონება, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ალიევის ვაჟისთვის აშენდა, ახლა ხოშბულაღის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო ადგილას დგას.
კიდევ ერთი ქონება, რომელიც სავარაუდოდ ალიევებს ეკუთვნით, ნოჰურის ტბის მიმდებარედ მდებარეობს. რეზიდენციის აშენების შემდეგ, ტბის ტერიტორიაზე შესვლა ან ფოტოების გადაღება აიკრძალა.
გამოცემამ ყურადღება გაამახვილა კიდევ ერთ უზარმაზარ მდიდრულ კომპლექსზე, რომელიც ბაქოს გარეუბანში, ბილგას სანაპიროზე აშენდა და მილიონობით დოლარი ღირს.
გარდა ამისა, Meydan TV-ის ცნობით, საგანგებო სიტუაციების მინისტრმა, ქამალადინ ჰეიდაროვმა დიდი ქონება ააშენა გაბალის რაიონის სოფელ გამარვანში და იგი ალიევს აჩუქა. ამ კომპლექსს აქვს ჩოგბურთის კორტი, ხელოვნური ტბა და გადაჰყურებს მდინარე ბუმს. ობიექტი მკაცრი დაცვის ქვეშაა.
გავრცელებული ინფორმაციით, ალიევის ოჯახი ქონებას აზერბაიჯანის ფარგლებს გარეთაც ფლობს:
2021 წელს OCCRP-მა (ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გამოძიების პროექტმა) დაადგინა, რომ ლონდონში თითქმის 700 მილიონი დოლარის ღირებულების უძრავი ქონების კოლექცია ალიევის ოჯახმა და მათმა ახლო პარტნიორებმა შეიძინეს.
უცხოური სუბიექტების რეესტრი საჯაროდ აჩვენებს, რომ ალიევის ქალიშვილები, ლეილა და არზუ ალიევები, პირადად ფლობენ ექვს მდიდრულ ბინას ლონდონში, ჰაიდ-პარკის პირდაპირ.
The Guardian-ის ცნობით, ლეილა და არზუ ალიევები ასევე დუბაიში მდებარე მდიდრული კურორტის, Sofitel-ის მფლობელები არიან.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები