საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
საქართველოში ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო. კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნა AI სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი - აკადემიური, კვლევითი და ტექნოლოგიური პლატფორმა, რომელიც ინტერდისციპლინური მიდგომის საფუძველზე გამოკვეთს ხელოვნური ინტელექტის როლს მნიშვნელოვანი მიმართულებებით.
ცენტრის შექმნა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ პერიოდში, როდესაც ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო აქტიურად ხდება ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი და ამავდროულად მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებისა და ეკონომიკის განვითარების სხვადასხვა ასპექტზე. ქვეყნისთვის AI-ის განვითარება მხოლოდ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას აღარ ნიშნავს - ის პირდაპირ უკავშირდება ახალი ცოდნის შექმნას, ეკონომიკურ განვითარებას, კონკურენტუნარიანობასა და ქვეყნის ციფრულ მომავალს.
ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი გააერთიანებს სამეცნიერო, აკადემიურ, საერთაშორისო და საინფორმაციო კომპონენტებს. მისი მრავალმხრივი ბუნება გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო და აკადემიური პროექტების განხორციელებას, არამედ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის შექმნას საჯარო, კერძო სექტორისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლების გასაერთიანებლად, რაც აუცილებელია სახელმწიფოებრივ დონეზე ინოვაციური ციფრული პოლიტიკის დღის წესრიგის შესამუშავებლად, განსახორციელებლად.
ცენტრის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა სამეცნიერო კვლევა რეალურ ტექნოლოგიურ პროდუქტად და პრაქტიკულ გადაწყვეტად გარდაქმნას.
ცენტრის ფარგლებში უკვე იგეგმება რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის დაწყება:
1. Lumen AI - ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ჰიბრიდული სწავლების მოდელი
Lumen AI ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ხელოვნური ინტელექტის საუნივერსიტეტო განათლებაში ინტეგრირების ახალ მოდელს წარმოადგენს. პროექტი სტარტს 2026-2027 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრიდან იღებს. მისი მიზანია შეისწავლოს, როგორ შეიძლება AI გახდეს სწავლების პროცესის მნიშვნელოვანი დამხმარე.
პროექტის ფარგლებში ჩატარდება ექსპერიმენტული აკადემიური კვლევა, რომელშიც ერთი და იგივე სასწავლო პროგრამა სხვადასხვა სტუდენტურ ჯგუფში ჩატარდება ორი განსხვავებული მეთოდით - კლასიკური სწავლების მოდელით და ჰიბრიდული სწავლების მოდელით - ლექტორისა და AI-მენტორის ერთობლივი მონაწილეობით.
2. AI ტერმინოლოგიის პირველი ქართულენოვანი ლექსიკონისა და ხელოვნურ ინტელექტში პირველი სრულყოფილი ქართული სახელმძღვანელოს შექმნა
ეს იქნება ცენტრის მეორე მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც გააერთიანებს ხელოვნური ინტელექტის და მასთან დაკავშირებული სფეროების ძირითად ცნებებსა და ტერმინებს. ლექსიკონი მიზნად ისახავს საერთაშორისო ტერმინოლოგიისთვის ზუსტი, ერთგვაროვანი და აკადემიურად გამართული ქართული ეკვივალენტების შექმნას და ქართულენოვანი სამეცნიერო, საგანმანათლებლო რესურსების განვითარებას. თანამედროვე ქართულენოვანი ხელოვნური ინტელექტის სახელმძღვანელო განკუთვნილი იქნება სტუდენტებისთვის, ლექტორებისთვის, მკვლევრებისთვის და დაინტერესებული პირებისათვის.
3. ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პრაქტიკული გადაწყვეტილებების შექმნა სახელმწიფო სექტორისთვის - AI-ზე დაფუძნებული საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლების პროგნოზი და ანალიზი
პლატფორმა საშუალებას მისცემს სახელმწიფო მმართველობით სისტემებს, მიმდინარე ეკონომიკური მაჩვენებლების მიხედვით, AI მეთოდების გამოყენებით გააკეთონ მომავალი წლების მაკროეკონომიკური მაჩვენებლების პროგნოზი >95%-ზე მეტი სიზუსტით და პარამეტრების ცვლილებით მოახდინონ სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარების საუკეთესო გზის დაგეგვმა.
ცენტრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია იქნება ახალგაზრდა მკვლევრებისა და დოქტორანტებისათვის სათანადო გარემოს შექმნა. კერძოდ, ისინი, ცენტრის ბაზაზე, შეძლებენ:
- განავითარონ ინოვაციური კვლევითი იდეები;
- შექმნან ექსპერიმენტული AI მოდელები;
- გამოცადონ კვლევის შედეგები რეალურ გარემოში;
- შექმნან პროგრამული პროდუქტები და პროტოტიპები;
- მოამზადონ საერთაშორისო სამეცნიერო პუბლიკაციები;
- ჩაერთონ ადგილობრივ და საერთაშორისო კვლევით პროექტებში.
გრძელვადიან პერსპექტივაში კავკასიის უნივერსიტეტის AI სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიზანია გახდეს ხელოვნური ინტელექტის კვლევისა და ინოვაციის ერთ-ერთი წამყვანი აკადემიური პლატფორმა საქართველოში, გააფართოოოს საერთაშორისო პარტნიორობა და თავისი წვლილი შეიტანოს ახალი თაობის AI მეცნიერების, მკვლევრებისა და სპეციალისტების მომზადებაში.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები