დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

26 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 132 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 956 ხოლო გარდაიცვალა — 30 ადამიანი.

ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 606 492-ს, მათგან გამოჯანმრთელდა — 576 498, ხოლო ვირუსს ჯამში ემსხვერპლა 8 817 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 798 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით — 10 317, ხოლო PCR-ით — 10 481.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 25 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5,44%, ბოლო 14 დღის განმავლობაში — 6,49%, ხოლო 7 დღის — 6,04%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 132 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასეთია:

  • თბილისი — 419;
  • აჭარა — 73;
  • იმერეთი — 172;
  • ქვემო ქართლი — 61;
  • შიდა ქართლი — 47;
  • გურია — 9;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 156;
  • კახეთი — 151;
  • მცხეთა-მთიანეთი — 12;
  • სამცხე-ჯავახეთი — 29;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 3.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 21 151, საიდანაც 4 602 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 840 — კლინიკურ სასტუმროში, ხოლო 15 709 პირი მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. მძიმე პაციენტია 1 052 ადამიანი, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 289.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 45 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაში — 18 478.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: