IPCC-ის მე-6 ანგარიში — გამაფრთხილებელი დოკუმენტი კაცობრიობისთვის
კლიმატის ცვლილება შორეული საფრთხე არ არის. ეს საფრთხე ჩვენთან ძალიან ახლოსაა და ყოველ წუთას ძლიერდება. უპრეცედენტო სიცხე, ხანძარი, ძლიერი ნალექები, წყალდიდობა, ზღვის ეკოსისტემის დეგრადაცია, პოლარული ყინულის დნობა... ეს ყველაფერი მტკივნეულად გვახსენებს, თუ რაოდენ შორს შევტოპეთ. ახლა მთავარია, გავიგოთ, რას უნდა ველოდოთ მომავალში, რომ შეძლებისდაგვარად, მომზადებული შევხვდეთ ახალ გამოწვევებს.
სწორედ ამ საფრთხეებიდან გამომდინარე, საკმაოდ ბევრი ადამიანი ელოდა კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი პანელის (IPCC) მე-6 ანგარიშს. შეგახსენებთ , რომ ეს ანგარიში, სხვადასხვა ქვეყნის მკვლევარების დასკვნებს და კვლევებს ეფუძნება. კონკრეტულად, მე-6 ანგარიშზე 234 ავტორი მუშაობდა და მასში 14 ,000-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომია გამოყენებული. ამ ყველაფრის საფუძველზე მომზადდა ანგარიში, სადაც დეტალურადაა აღწერილი კლიმატის ფიზიკური ცვლილებები, მათი გამომწვევი მიზეზები და ის რისკები, რაც შეიძლება ამ ცვლილებებმა დედამიწას შეუქმნას მოკლე თუ გრძელვადიან პერიოდში.
კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი პანელის მიერ მომზადებულ ანგარიშზე, ანალიტიკური ცენტრის მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის მთავარმა მკვლევარმა კლიმატის ცვლილებების საკითხებში, გიორგი მუხიგულიშვილმა ისაუბრა.
IPCC-ის ბოლო ანგარიშს ერთგვარ გამომაფხიზლებელ ანგარიშსაც უწოდებენ. რატომ?
2021 წლის 9 აგვისტოს, IPCC-ის ანგარიშის რამდენიმე თავი გამოქვეყნდა. პირველ თავში აღწერილია უკანასკნელი სამეცნიერო კვლევები კლიმატური ცვლილებების შესახებ. ანგარიშში დეტალურად არის გადმოცემული კლიმატის ცვლილების საფრთხეები და ტენდენციები. საუბარია იმ საფრთხეებზე, რომელიც მომავალშია მოსალოდნელი. ცვლილების მასშტაბი მნიშვნელოვნად აღემატება წინა ცვლილებებს, რომლებიც მე-5 ანგარიშში იყო განხილული. მე-5 ანგარიში კი, 2014 წელს იქნა შემუშავებული.
მე-6 ანგარიშის თანახმად, მთავარ პრობლემას წარმოადგენს არა კლიმატის ცვლილება, არამედ მისი სიჩქარე. კლიმატი მუდმივად იცვლებოდა, თუმცა ახლა, ადამიანების ჩარევის შედეგად ის მნიშვნელოვნად არის აჩქარებული. და მასთან ადაპტაცია ანუ შეგუება, რთულია როგორც ადამიანისთვის, ასევე ეკოსისტემისთვის და იმ სოციალური და ეკონომიკური ყოველდღიური სივრცისთვის, რომელიც ვერ ასწრებს ამ სწრაფ ცვლილებებთან ადაპტაციას.
სწორედ ამიტომ ამ ანგარიშს გამომაფხიზლებელი უწოდეს. აქამდე არსებობდა სცენარი, თუ რა მოხდებოდა, ტემპერატურის 1,5 ან 2-გრადუსიანი ზრდის შემთხვევაში. ახლა კი უკვე იმდენად გართულებული და დაჩქარებულია კლიმატის ცვლილება, რომ არამარტო ადამიანისთვის, ეკოსტისტემებისთვისაც და ქვეყნებისთვისაც ძალიან რთულია ადაპტირება ამ ცვლილებასთან.
ჩვეულებრივი ადამიანები, შეუიარაღებელი თვალითაც კი ვხედავთ ყოველწლიურად როგორი ინტენსიური ხდება ექსტრემალური კლიმატური მოვლენები და გლობალური დათბობა.
რა მთავარ საკითხებს მოიცავს ეს დოკუმენტი. რა არის ის ძირითადი აქცენტები, რაზეც ანგარიშში ყურადღება მახვილდება?
ანგარიშის ის ნაწილი, რაც უკვე გამოქვეყნდა, მოიცავს რამდენიმე საკითხს. ერთ-ერთია კლიმატის ცვლილების გავრცელებული ტენდენციები, ანუ როგორია ამ ცვლილებების განვითარება მსოფლიოში, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში (2050-დან 2100 წლამდე პერიოდში).
ანგარიშში, ასევე მოცემულია ამ რისკების შეფასებისა და ადაპტაციისთვის მნიშვნელოვანი კლიმატური ინფორმაცია: საჭირო ძალისხმევა კლიმატის ცვლილების განვითარების შეზღუდვისთვის და ამ ცვლილების სიჩქარის შენელებისთვის, ასევე განხილულია სხვადასხვა სცენარი და მნიშვნელოვანია, რომ ყველა სცენარში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ 2050 წლამდე დედამიწაზე იზრდება საშუალო ტემპერატურა.
ანგარიშში ნახსენები ერთ-ერთი სცენარის მიხედვით, თუ ტემპერატურის ზრდა 2 გრადუსს აცდება, აქ უკვე შეუქცევადი პროცესები განვითარდება. ასეთ შემთხვევაში კი, უფრო მეტი ძალისხმევა იქნება საჭირო, რომ სხვადასხვა ქვეყნის დონეზე შემცირდეს სათბური აირების გაფრქვევები და ყველაფერი ჩადგეს ნორმის ფარგლებში.
რა რისკებზე და საფრთხეებზეა საუბარი დოკუმენტში?
ანგარიშის თანახმად, გრძელვადიან პერიოდში არის გათვლები შემდეგ რისკებზე:
- თითქმის ყველა ყინულოვანი საფარი ანუ პერმაფროსტი დნება და პოლარულ რეგიონებში ტემპერატურა იმატებს;
- სითბური ტალღები უფრო ინტენსიური და ხშირია, ათწლეულის ყველაზე ცხელი დღეები კი დაახლოებით 1.2 გრადუსით უფრო მაღალია, ვიდრე 1850 დან 1900 წწ-ში
გლობალურად, ზღვის საშუალო დონე 20 სანტიმეტრით გაიზარდა 1901 წლის შემდეგ და 2100 წლამდე კი სავარაუდოდ, 1 მეტრამდე გაიზრდება; - იმატა ნალექების რაოდენობამ, გახშირდა წყალდიდობები. ასევე ხშირია ძლიერი ქარიშხლები;
- დიდი რაოდენობის ნალექების მიუხედავად, დედამიწაზე იმატა გვალვებმა. რაც ადრე ათწლეულებში ერთხელ ხდებოდა, ახლა 2-ჯერ უფრო ხშირია.
თუ ამ საფრთხეებს შევადარებთ წინა მე-5 ანგარიშს, რომელიც 2014 წელს გამოვიდა, ვნახავთ, რომ მე-6 ანგარიშში რისკები უფრო მკაფიოდაა ხაზგასმული. ეს კი მიგვანიშნებს საშიშროებაზე, რომ ეს რისკები მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება.
კლიმატის ექსტრემალური ცვლილებები, გულისხმობს სითბური ტალღების გახშირებას, ასევე ძლიერ ნალექიანობას, გვალვებს და ტროპიკულ ციკლონებს. ძლიერი ნალექიანობა გავლენას მოახდენს სოფლის მეურნეობაზე , ეკოლოგიაზე და ა.შ. ცალკე აღსანიშნავია ინტენსიური გვალვები. ტროპიკული ციკლონები, არქტიკული ყინულის დნობა და ასევე პერმაფროსტების (მუდმივი ყინულით დაფარული ადგილების) გადნობა.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ინტენსიური გახდება გლობალურად წყლის ციკლის ცვლილება, ანუ თბილი და ცივი დინებების არევა.
ასევე რისკებში განიხილება ფუნქცია, რომელსაც დღემდე ასრულებდა ოკეანე, რადგან ის არის ნახშირორჟანგის მშთანთქმელი. ეს ე.წ. ავზი, სადაც ხდებოდა შთანთქმა ნახშირორჟანგის, გრძელვადიან პერიოდში, უკვე ნაკლებად ეფექტიანი იქნება ამ ფუნქციის შესასრულებლად. ამის მიზეზი ისაა, რომ დათბობის პროცესი საკმაოდ სერიოზულად და მძლავრად მიმდინარეობს. თუ აქამდე იმის იმედად ვიყავით, რომ ოკეანეები, ზღვები, ასევე ნიადაგი და ტყეები იყო მათი წილი სათბური აირების მშთანთქმელი, ეს ნელ-ნელა უკვე კარგავს ეფექტიანობას და შესაბამისად, უფრო მეტად ეფექტიანი, ქმედითი ღონისძიებები იქნება გასატარებელი ქვეყნების მიერ.
რა სახის კვლევებს ეფუძნება ეს ანგარიში?
ანგარიში ეფუძნება უახლეს სამეცნიერო კვლევებს, უახლეს სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებულ სტატიებს, პალეო-კლიმატური კვლევის საარქივო მასალებს, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს ამ კვლევების პროცესში. ეს არის უახლესი კვლევების შეჯამება, სისტემური ანალიზი, რომელზეც, როგორც გითხარით, მუშაობს ასობით მეცნიერი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
საქართველოდან ამ ანგარიშში კონკრეტულ მეცნიერს მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ ჩვენი ანგარიშებიდან გამოიყენეს საბაზისო მონაცემები, კავკასიის რეგიონის შეფასებისას.
საქართველოს მხრიდან 2 ან 4 წელიწადში ერთხელ ხდება ეროვნული შეტყობინებების და 2 წლიური ანგარიშების განახლება და მომზადება კლიმატური ცვლილებების შესახებ. ეროვნული შეტყობინების ანგარიშები არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ 2000 წლიდან ვახორციელებთ მას. წელს უკვე გაიგზავნა მე-4 ეროვნული შეტყობინება კლიმატის ცვლილების შესახებ, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენციის სამდივნოში (UNFCCC) , სადაც არის მონაცემთა მთელი ბაზები. მსოფლიოს ყველა ქვეყანა, ყოველ წელს, აი ამ ანგარიშებს წარადგენს და ეს თავს იყრის სამდივნოს ერთიან ბაზაში და სერვერებზე.
რა როლი აქვს დოკუმენტს გლობალური დათბობის პრობლემის მოგვარების კუთხით?
ანგარიში წარმოადგენს ერთგვარ მტკიცებულებას, განმარტებას იმისა, რომ საჭიროა დაუყოვნებელი მოქმედება კლიმატის ცვლილების შესარბილებლად და საადაპტაციო ღონისძიებების გასატარებლად. ანგარიშის საფუძველზე, გადაწყვეტილების მიმღებებს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, უკვე შეუძლიათ აიღონ პოლიტიკური ვალდებულებები და განახორციელონ შემარბილებელი და საადაპტაციო ღონისძიებები. ანუ ანგარიში წარმოადგენს, ერთგვარ მტკიცებულებას იმისა, რომ კლიმატის ცვლილების პროცესები რეალურად მიმდინარეობს და კიდევ უფრო ინტენსიური იქნება. შესაბამისად, საჭიროა რომ ყველა ქვეყანამ, კლიმატის ცვლილების დაჩქარებული პროცესის შესანელებლად, გარკვეული ვალდებულებები აიღოს.
რა როლი აქვს საქართველოსთვის ამ დოკუმენტს და როგორ შეგვიძლია პრაქტიკაში მისი გამოყენება- ამ კითხვით, საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კლიმატის ცვლილების სამმართველოს უფროსს, მაია ცხვარაძეს მივმართეთ.
რა მნიშვნელობა აქვს IPCC-ის მე-6 ანგარიშს საქართველოსთვის?
საქართველოსთვის ეს დოკუმენტი მნიშვნელოვანია იმით, რომ დავინახოთ ჩვენი ქვეყანა საყოველთაო კლიმატური ცვლილებების ჭრილში.
მოგეხსენებათ, რომ კლიმატის ცვლილება არ არის ცალკე რომელიმე ქვეყნის, ამ შემთხვევაში ცალკე საქართველოს პრობლემა. ეს გლობალური პროცესია, რომელსაც თანაბრად აქვს გავლენა ყველა ქვეყანაზე.
იმ ტენდენციების დანახვა, რაც უკვე შეიმჩნევა საქართველოში- ტემპერატურის მატება, ნალექების გაზრდა და ასე შემდეგ- გვაძლევს საშუალებას, გავიაზროთ, როგორ მიმდინარეობს კლიმატური ცვლილების პროცესი საქართველოში.
სწორედ ამ ანალიზის შემდეგ უნდა დაიგეგმოს შესაბამისი ღონისძიებები და მოხდეს ამ ცვლილებებთან ადაპტირება ისე, რომ რაც შეიძლება ნაკლები ზარალი მიადგეს ქვეყანას. საქართველო საკმაოდ მოწყვლადი ქვეყანაა და მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყანაა, ძალიან სპეციფიური პრობლემებია ამ კუთხით მოსაგვარებელი. ცოტა უფრო კარგად თუ დავაკვირდებით, ვნახავთ რომ აღმოსავლეთ საქართველოში გვაქვს გაუდაბნოება, დასავლეთ საქართველოში კი გვაქვს ნალექების ზრდა, წყალდიდობები და წყალმოვარდნები. ასევე შტორმები, რაც ამ გლობალური პროცესის შედეგია. მაგალითისთვის, საქართველოში ბოლო 20 წლის განმავლობაში, წყალმოვარდნებმა და წყალდიდობებმა 3 მილიარდ ლარამდე ეკონომიკური ზარალი მოიტანა. ბოლო 9 წელიწადში კი, ზარალი -1 მილიარდ ლარამდეა. წყალმოვარდნებს მოყვება ინფრასტრუქტურის დაზარალება, სახნავ-სათესებისა და საცხოვრებლის დატბორვა და ა.შ.
ყოველივე ზემოთ ნათქვამიდან გამომდინარე, IPCC-ის მე-6 ანგარიში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც, რადგან გვაჩვენებს ბოლო-უკანასკნელ ტენდენციებს, თუ რა ცვლილებებია გლობალურ დონეზე კლიმატის ცვლილების კუთხით. ამ ცვლილებების დანახვა კი, საშუალებას მოგვცემს, დავაკვირდეთ, კლიმატის ცვლილება რა ზეგავლენას ახდენს საქართველოში ამა თუ იმ კონკრეტულ სექტორზე.
ასევე , ანგარიში, გვაძლევს საშუალებას, კლიმატის მოსალოდნელი ცვლილებების და რისკების გათვალისწინებით, დავგეგმოთ სამომავლო პოლიტიკა იმისთვის, რომ ზარალი , რაც შეიძლება მინიმალური იყოს.
დიახ, ეს გამაფრთხილებელი ანგარიშია, რომელიც ქვეყნებმა და მათ შორის საქართველომაც, წითელი დროშასავით უნდა აფრიალოს, რათა ყველამ ნახოს რა ხდება და რა მოხდება მომავალში. მთელმა საზოგადოებამ და გადაწყვეტილების მიმღებებმა პირებმა უნდა გაიაზრონ რეალურად რა პროცესები მიდის დედამიწაზე. მნიშნველოვანია იმის გაცნობიერება, რომ გარემოს დაცვა განყენებულად არ არსებობს და ის მჭიდრო კავშირშია ქვეყნების უსაფრთოხებასა და განვითარებასთან.
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: რომ ვთქვა, რეალურად 6 ათასი იყო-თქო, მთელი ღამე კლავიატურასთან და ბანერების მომზადებაში უნდა გაათენონ და იყოს 400 000 მამუკა მდინარაძე: რომ ვთქვა, რეალურად 6 ათასი იყო-თქო, მთელი ღამე კლავიატურასთან და ბანერების მომზადებაში უნდა გაათენონ და იყოს 400 000
-
გადახედვანინო წილოსანი: ხალხი ვერ შეუკრიბეს, მიკროფნი ვერ ჩაურთეს, ლიაკა ხოშტარიას და ანა ნაცვლიშვილის დონის აქტივისტად აქციეს… ნინო წილოსანი: ხალხი ვერ შეუკრიბეს, მიკროფნი ვერ ჩაურთეს, ლიაკა ხოშტარიას და ანა ნაცვლიშვილის დონის აქტივისტად აქციეს…
-
გადახედვაჯო უილსონი: ეუთო/ოდირის დასკვნის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ იმას, რაც უკვე ვთქვი: “ქართული ოცნების” დე ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია ჯო უილსონი: ეუთო/ოდირის დასკვნის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ იმას, რაც უკვე ვთქვი: “ქართული ოცნების” დე ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია
-
გადახედვათეოდოროს რუსოპულოსი: ირაკლი კობახიძეს მინდა შევახსენო, რომ მისი ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრია თეოდოროს რუსოპულოსი: ირაკლი კობახიძეს მინდა შევახსენო, რომ მისი ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრია
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: მოვიდეს ორბელიანის სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ქვეყანას სალომე ზურაბიშვილი: მოვიდეს ორბელიანის სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ქვეყანას
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: ილია და აკაკი უყურებენ ახალ საქართველოს, რომელიც თქვენით დაიბადა, ხვალ, ზეგ ძლიერი და ევროპული იქნება, ამას ვერავინ გააჩერებს სალომე ზურაბიშვილი: ილია და აკაკი უყურებენ ახალ საქართველოს, რომელიც თქვენით დაიბადა, ხვალ, ზეგ ძლიერი და ევროპული იქნება, ამას ვერავინ გააჩერებს
-
გადახედვამარტა კოსი: ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სერიოზულ ხარვეზებზე მიუთითებს მარტა კოსი: ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სერიოზულ ხარვეზებზე მიუთითებს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფლის სცენაზე ავიდა და კახელების მარშს მიმართა სალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფლის სცენაზე ავიდა და კახელების მარშს მიმართა
-
გადახედვათამთა მიქელაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებებს პუნქტობრივად პასუხობს თამთა მიქელაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებებს პუნქტობრივად პასუხობს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო! სალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო!
-
გადახედვარასა იუკნევიჩიანე: საჭიროა 29 დეკემბრამდე სასწრაფო საერთაშორისო მოქმედება მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად რასა იუკნევიჩიანე: საჭიროა 29 დეკემბრამდე სასწრაფო საერთაშორისო მოქმედება მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად
-
გადახედვამაიკლ კარპენტერი: სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს მაიკლ კარპენტერი: სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს
-
გადახედვათურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი თურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი
-
გადახედვაირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს ირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს
-
გადახედვაკობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ კობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ
-
გადახედვაპუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია პუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია
-
გადახედვაწილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა წილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა
-
გადახედვაუკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
-
გადახედვასაგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა საგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა
-
გადახედვარაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს რაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს
-
გადახედვაუწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი უწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი
კომენტარები