ბიზნესდაჯილდოება კომპანიებს მონაწილეობას 5 ნომინაციაში სთავაზობს
ქვეყნის ყველაზე მასშტაბური პროექტი — ბიზნესდაჯილდოება — წელს მეექვსედ იმართება. დაწყების დღიდან, პროექტის მიზანია, ქვეყანაში ბიზნესგარემოს გაუმჯობესება და იმ მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშეწყობა, რომლებიც მუდმივი განვითარებისკენ ისწრაფიან და დიდი წვლილი შეაქვთ გარემოს უკეთესობისკენ შეცვლაში.
"ექვსი წლის წინ, როცა თიბისიში მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდამჭერი პროგრამა წამოვიწყეთ, შევისწავლეთ ამ ბიზნესების საჭიროებები და მივხვდით, რომ აუცილებელი იყო მათთვის საშუალება მიგვეცა ფართოდ ესაუბრათ თავიანთ გამოცდილებებზე და სხვებისთვისაც გაეზიარებინათ ბიზნესისტორიები. ასე გაჩნდა ბიზნესდაჯილდოების პროექტის იდეა და მისი მიზანი იმ დღიდან მოყოლებული, უცვლელია", — ამბობს ანკა თოთიბაძე, თიბისის ბიზნეს სეგმენტების მართვის ლიგის ასოცირებული პარტნიორი.
ზოგადი ბიზნესგარემოს გაუმჯობესება საშუალო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობით — ამ მიზანს ემსახურება წლევანდელი ბიზნესდაჯილდოების პროექტიც.
წელს პროექტს 2 ახალი ნომინაცია დაემატა, შესაბამისად, ბიზნესექსპერტებისგან შემდგარი ჟიური გამარჯვებულებს უკვე 5 ნომინაციაში გამოავლენს. განახლებულია ჯილდოების ჩამონათვალიც:
- ახალი ვებგვერდის შექმნა;
- ბრენდის სტრატეგიის შექმნამ
- ედია მხარდაჭერის უზრუნველყოფა
გამარჯვებულ კომპანიებს საშუალება ექნებათ, ჩამოთვლილთაგან ერთი, საკუთარ საჭიროებებზე მორგებული ჯილდო აირჩიონ და პროექტი თიბისის სრული მხარდაჭერით განახორციელონ.
წელს ბიზნესდაჯილდოების ჟიური გამარჯვებულებს 5 ნომინაციაში გამოავლენს:
1. საუკეთესო ბიზნესთანამშრომლობისთვის
ფოტო: თიბისი
ბიზნესდაჯილდოება 2021-ის ახალ ნომინაციაში მონაწილეობა შეუძლიათ კომპანიებს, რომლებმაც წარმატებული პროექტი ბიზნეს პარტნიორებთან ერთად განახორციელეს. საუკეთესო ბიზნესთანამშრომლობის შედეგები განისაზღვრება: გაყიდვების ზრდით, ცნობადობის ამაღლებით, პროცესების გამარტივებით, შესაძლო ფინანსური ან იმიჯური ზიანის არიდებით, ერთობლივი პროექტით ჯილდოს მოპოვებით და სხვა. საუკეთესო შედეგები გამოვლინდება შემდეგი კრიტერიუმებით:
- პროექტის გავლენა ორივე პარტნიორის ბიზნეს შედეგებზე;
- დადებითი გავლენა ბრენდზე;
- პროექტი იყო კარგი მაგალითი სხვებისთვის;
- პროექტი პასუხობს/უპასუხა მნიშვნელოვან გამოწვევას და ქონდა ამბიციური მიზნები;
- ორმხრივი კონტრიბუცია პროექტის შედეგების მიღწევაში
2. გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში
ფოტო: თიბისი
მეორე ახალ ნომინაციაში ჟიური გამოავლენს იმ კომპანიას, რომლის მიერ შექმნილმა პროდუქტმა ან მომსახურებამ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა საქართველოს რეგიონების განვითარების საქმეში — შექმნა განსხვავებული, კომფორტული გარემო, განავითარა ტურიზმი, დაასაქმა ადგილობრივი მოსახლეობა, გააჩინა მეტი ინტერესი რეგიონის მიმართ და განავითარა ინფრასტრუქტურა. კომპანიების საქმიანობა შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
- კომპანიამ რეგიონში შეიტანა სიახლე ან გააჩინა წვდომა იქამდე მიუწვდომელ სერვისებზე;
- კომპანიას აქვს დადებითი გავლება ადგილობრივ ბიზნეს გარემოზე (ქმნის კონკურენტულ გარემოს, აჩენს ახალ ბიზნეს შესაძლებლობებს);
- კომპანია ხელს უწყობს დასაქმებას რეგიონში (აჩენს ღირსებულ სამუშაო ადგილებს, არის სანდრო დამსაქმებელი);
- კომპანია ახდენს დადებით გავლენას მომხმარებლის ქცევაზე და ქმნის ახალ ქცევას;
- კომპანიას არის მზარდი (იზრდება შემოსავლები, ბაზრის წილი)
3. საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურებისთვის
ფოტო: თიბისი
ამ ნომინაციაში გამარჯვების შანსი აქვს ყველა იმ კომპანიას, რომელთა მიერ შექმნილმა პროდუქტმაც 2021 წელს განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია — გააუმჯობესა ხარისხი, ან ეფექტური რებრენდინგისა თუ მარკეტინგული კამპანიის შედეგად, შეძლო ცნობადობის, მომხმარებლების რაოდენობისა და გაყიდვების ზრდა. გამარჯვებულის ჟიური შემდეგი კრიტერიუმებით გამოავლენს:
- პროდუქტის/მომსახურების აქტუალურობა;
- ღირებულების შექმნა;
- ზრდის პოტენციალი;
- ცნობადობა;
- ხარისხი და სანდოობა
4. საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის
ფოტო: თიბისი
ამ ნომინაციაში ერთმანეთს კონკურენციას გაუწევენ ის სტარტაპები, რომლებიც ორიენტირებული არიან მომხმარებლის პრობლემების მოგვარებაზე, მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე და, აქედან გამომდინარე, აქვთ ზრდი განსაკუთრებული პოტენციალი და დიდ ბაზარზე გასვლის შესაძლებლობა. საუკეთესო ინოვაციურ სტარტაპს ჟიური შემდეგი კრიტერიუმებით გამოავლენს:
- პროდუქტი აგვარებს მნიშვნელოვან პრობლემას/ინოვაციურია;
- ბაზრის მოცულობა (მასშტაბირების პოტენციალი);
- ბიზნეს მოდელი;
- კონკურენტული უპირატესობა;
- ინოვაციის ათვისების სიმარტივე მომხმარებლებისთვის;
- გუნდის შეფასება
5. გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის
ფოტო: თიბისი
ამ ნომინაციაში გამარჯვების დიდი შანსი აქვთ კომპანიებს, რომლებიც აცნობიერებენ საკუთარი წვლილის შეტანის მნიშვნელობას ინდუსტრიის განვითარების პროცესში,გრძნობენ სოციალურ პასუხისმგებლობას, ზრუნავენ გარემოს უკეთესობისკენ შეცვლასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე. ნომინაციაში მონაწილეობა შეუძლიათ იმ კომპანიებსაც, რომლებიც განსაკუთრებით აქტიურობდნენ ან ახლა გეგმავენ აქტივობებს ვაქცინაციის წასახალისებლად. გამარჯვებულის გამოსავლენად ჟიური შემდეგი კრიტერიუმებით იხელმძღვანელებს:
- კომპანიის საქმიანობის დადებითი ზეგავლენა გარემოსა და საზოგადოებაზე;
- აქტივობების განგრძობითობა და მასშტაბურობის პოტენციალი;
- საზოგადოების ცნობიერების ამაღლება
თიბისი ბიზნესისთვის და ბიზნესდაჯილდოების ჟიურისთვის მნიშვნელოვანია, თითოეულ ნომინაციაში აღმოაჩინონ ისეთი ბიზნესები, რომლებიც თავიანი საქმიანობით დადებითად ზემოქმედებენ საზოგადოებაზე, მოტივაციას აძლევენ სხვა ბიზნესებს და უკეთესობისკენ ცვლიან მომხმარებლის ქცევას. სწორედ ამიტომ, თითოეულ ნომინაციაში საუკეთესოს გამოსავლენად ბიზნესის სხვადასხვა სფეროში მომუშავე ადამიანების ჯგუფი იზრუნებს.
"გამარჯვებისაკენ ერთ-ერთი გზა განაცხადის სრულფასოვნად შევსებაა, რადგან ჟიური სწორედ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაციით იხელმძღვანელებს. ამიტომაც, სასურველია დეტალური ინფორმაცია მოგვაწოდოთ კომპანიის საქმიანობის, მიზნებისა და აქტივობების შესახებ", — ამბობს ანკა თოთიბაძე.
ბიზნესდაჯილდოების პროექტში მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაცია დაწყებულია ვებგვერდზე www.businessaward.ge და გაგრძელდება 15 ოქტომბრის ჩათვლით. გამარჯვებულები დეკემბერში გამოვლინდებიან.
ბიზნესდაჯილდოების პარტნიორები არიან: EFSE Entrepreneurship Academy და Forbes Georgia.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
კომენტარები