ყაზახეთში დედამიწის იშვიათი ლითონების საბადო აღმოაჩინეს

ფოტო: Getty Images
ყაზახეთში აღმოაჩინეს საბადო, რომელიც დედამიწის იშვიათ ლითონებს შეიცავს და ქვეყანაში უდიდესი ასეთი ბუნებრივი რეზერვია. იქ დაახლოებით 1 მილიონ ტონა მეტალებს მიაგნეს, რაც სახელმწიფოს სამომავლო ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია.
ყაზახეთში აღმოჩენილი საბადო 13 დაუმუშავებელ მადანს შეიცავს, მათ შორისაა: ცერიუმი, ლანთანი, ნეოდიმი, იტრიუმი და სხვა. ისინი მწვანე ენერგიაზე გადასასვლელად აუცილებელია და, შესაბამისად, ბევრი ქვეყნისთვის სასურველი როგორც ევროპაში, ისე მის ფარგლებს გარეთაც.
"დღესდღეობით ეს დედამიწის იშვიათი მადნების უდიდესი საბადოა", — განაცხადა ქვეყნის მრეწველობის სამინისტროს პრესსპიკერმა მედიასთან.
ლითონების რეზერვი ყარაღანდის ოლქში მდებარეობს, რომელიც ყაზახეთის ცენტრალურ ნაწილშია.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს მნიშვნელოვანი ამბავი უზბეკეთში ევროკავშირისა და ცენტრალური აზიის სამიტის გამართვამდე ცოტა ხნით ადრე გავრცელდა. შეხვედრა თავს მოუყრის ისეთ ქვეყნებს, რომლებიც რესურსებით მდიდარი რეგიონებითაა დაინტერესებული. იქ მიწვეულნი არიან ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის ლიდერები. ასევე, ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტია, და ანტონიო კოშტა —ევროსაბჭოს პრეზიდენტი.
საბადოს მდებარეობას "ახალი ყაზახეთი" უწოდეს და იქ რესურსების ოდენობა, შესაძლოა, 20 მილიონ ტონაზე მეტს აღწევდეს. ამის გასარკვევად დამატებითი კვლევაა საჭირო და თუ დადასტურდა, ყაზახეთს ამ მხრივ ერთ-ერთ წამყვან ქვეყნად აქცევს. ამის მიუხედავად, ყაზახეთი მადნის მოსაპოვებლად უცხოურ ინვესტიციაზეა დამოკიდებული და სათანადო ტექნოლოგიაც არ გააჩნია. სამაგიეროდ, ბუნებრივი რესურსებით ევროკავშირია დაინტერესებული, რომელსაც 2050 წლისთვის ნულოვანი ემისიის მიღწევა სურს.
კომენტარები