ცნობილი გახდა, ვინ ითამაშებს The Beatles-ის ფილმებში
ფოტო: John Pratt / Keystone / Getty
ლეგენდარული ლივერპულელი ოთხეულის ამბები სულ მალე დიდ ეკრანზე გაცოცხლდება — The Beatles-ის თითოეულ წევრზე ცალკე ფილმს იღებენ. ოთხივე ფილმის რეჟისორი ოსკარის ნომინანტი სემ მენდესი იქნება, რომელმაც პროექტთან დაკავშირებული გეგმები სულ ახლახან გაგვიმხილა.
ლას-ვეგასში გამართულ CinemaCon-ის ფესტივალზე, მენდესმა განაცხადა, რომ ოთხივე ფილმი ერთდროულად გამოვა 2028 წლის აპრილში. რეჟისორმა სცენაზე მთავარი როლების შემსრულებელი მსახიობებიც წარადგინა. აი, ვინ ითამაშებს ყველა დროის ყველაზე პოპულარული როკჯგუფის წევრებს:
- პოლ მესკალი პოლ მაკ-კარტნის როლში
- ჰარის დიკინსონი ჯონ ლენონის როლში
- ჯოზეფ ქვინი ჯორჯ ჰარისონის როლში
- ბარი კიოგენი რინგო სტარის როლში
ფოტო: John Russo
მენდესის ამბიციური პროექტის შესახებ პირველი ცნობა გასული წლის დასაწყისში გავრცელდა. მაშინ შევიტყვეთ ისიც, რომ ფილმების შექმნის პროცესში ჯგუფის წევრები და მათი ოჯახებიც იქნებოდნენ ჩართულები. პოლ მაკარტნიმ, რინგო სტარმა და გარდაცვლილი ჯონ ლენონისა და ჯორჯ ჰარისონის ოჯახებმა ფილმის შემქმნელებს არქივზე წვდომისა და მუსიკის გამოყენების უფლებები სრულად გადასცეს. მართალია, The Beatles-ზე აქამდე არაერთი დოკუმენტური ფილმი გადაუღიათ, თუმცა, ეს პირველი შემთხვევაა, როცა პროექტი უშუალოდ ჯგუფის წევრებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერით ხორციელდება.
"ჩვენი მიზანია, ეს პროექტი გამორჩეულად ამაღელვებელ, ეპიკურ კინომოვლენად ვაქციოთ: ოთხი ფილმი, ოთხი განსხვავებული პერსპექტივით მოყოლილი ერთი ამბავი ყველა დროის ყველაზე სახელგანთქმულ ჯგუფზე", — ამბობს ფილმების ერთ-ერთი პროდიუსერი, პიპა ჰარისი, — "დიდი პატივია ისიც, რომ პროექტს The Beatles-ისა და Apple Corps-ის [ჯგუფის დაფუძნებული ორგანიზაცია] მხარდაჭერა აქვს".
ფოტო: Getty Images
The Beatles მუსიკის ისტორიაში ყველაზე პოპულარულ ჯგუფად მიიჩნევა: მსოფლიოში ბენდის გაყიდული ჩანაწერების რაოდენობა 600 მილიონს აღწევს. ინგლისური როკმუსიკის კლასიკად ქცეული ოთხეული ლივერპულში 1960 წელს ჩამოყალიბდა. ათწლიანი არსებობის განმავლობაში კი, The Beatles-მა მუსიკალური ჩარტების ლიდერობით არაერთი რეკორდი მოხსნა. ამასთან, ბენდს მიღებული აქვს გრემის შვიდი ჯილდო და ოსკარიც. ჟურნალ Rolling Stone-ის მიერ 2004 და 2011 წლებში შედგენილ ასეულში — ყველა დროის უდიდესი შემსრულებლები — The Beatles პირველ ადგილზე იყო. გამოცემა Time-მა ჯგუფი მე-20 საუკუნის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორისაც დაასახელა.
თუ ფილმები შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მათი განხილვაც გიყვარს, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი ფილმიც და...
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
კომენტარები