მეტროპოლ ლისი — ახალი სუბურბანული სივრცე ცხოვრების თანამედროვე სტილით
ფოტო: მეტროპოლი
მეტროპოლ ლისი თანამედროვე სისტემებით აღჭურვილი ჭკვიანი დასახლება იქნება.
დეველოპერულმა კომპანია მეტროპოლმა კერძო დასახლების პირველი პროექტი დაიწყო. ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, 7 000 M2 ფართობზე 70-ამდე ვილა განთავსდება. მისი ჯამური საინვესტიციო მოცულობა 40 მლნ. ლარია. პროექტის ერთ-ერთი ბენეფიტი სახლის პროექტია, რომელსაც ქალაქის გამორჩეულ უბანში მიწის მფლობელი მეტროპოლისგან საჩუქრად მიიღებს. კომპანია ამჯერადაც სრულად მომხმარებლის ინტერესს ერგება, სთავაზობს მას უსაფრთხო და კეთილმოწყობილ გარემოს, ხოლო მესაკუთრე თავად ირჩევს, როგორი ტიპის სახლში უნდა ცხოვრება.
მეტროპოლ ლისის პროექტისათვის დეველოპერის არქიტექტორებმა პოტენციური მობინადრეებისთვის ექსკლუზიურად შეიმუშავეს ხუთი სხვადასხვა პროექტი. მესაკუთრეს შეეძლება თავად გადაწყვიტოს, როგორი არქიტექტურული დიზაინის სახლია მისთვის კომფორტული. მეტროპოლი მომხმარებლებს დამატებით სერვისსაც სთავაზობს და სურვილის შემთხვევაში სახლს თავად აუშენებს.
ფოტო: მეტროპოლი
გიორგი მხეიძე — მეტროპოლის გენერალური დირექტორი: “ჩვენი მიზანია ბიზნესპორტფელის დივერსიფიცირება და მომხმარებლისათვის ფართო არჩევანის შეთავაზება. იქნება ეს საცხოვრებლად ან საინვესტიციოდ განკუთვნილი ბინები მრავალფუნქციურ კომპლექსებში, თუ კერძო დასახლებები ქალაქის ცენტრთან ახლოს. სწორედ ამ კონცეფციით შეიქმნა მეტროპოლ ლისის პროექტი, რომელიც 2026 წლის ბოლოს დასრულდება და მეტროპოლის ბრენდის ქვეშ ახალი დასახლება და ჩვენი კომპანიის პირველი სუბურბანული კომპლექსი მეტროპოლ ლისი გაჩნდება.
სახლები მშვიდ და ეკოლოგიურად უსაფრთხო ადგილას — ასეთია ჩვენი ჩანაფიქრი, დანარჩენს უკვე მომხმარებლის სურვილებს მოვარგებთ.
რაც შეეხება ზოგადად ახალი უბნის განაშენიანებას, ეს ნაწილი დეტალურად გათვლილია. მეტროპოლ ლისის მცხოვრებლები კეთილმოწყობილი სარეკრეაციო სივრცით ისარგებლებენ. გვინდა, დასახლების სრული ინფრასტრუქტურა თანამედროვე ცხოვრების სტილს მოვარგოთ“.
სუფთა ჰაერზე და მშვიდ გარემოში მდებარე ახალ უბანში სულ 70-ამდე ვილა აშენდება. მიწის ნაკვეთების მინიმალური ფართობი 600 M2-ია და 1500-ამდე ადის. საერთო გამოყენებისთვის განსაზღვრულია 3600 M2 ტერიტორია. მეტროპოლ ლისის გამწვანებულ ზონაში მოეწყობა მრავალფეროვანი და ფუნქციურად დატვირთული საბავშვო და სპორტული სივრცეები, ფანჩატურები, ველობილიკი და ღია კინოთეატრი. განსაკუთრებული მდებარეობის გათვალისწინებით, მომხმარებელს ხედის ფართო არჩევანი აქვს: ლისის ტბა, თბილისის ანძა და ხედი ქალაქზე.
კომპლქსი მდებარეობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებიდან 450 მეტრ მანძილზე, რაც მისი მცხოვრებლებისა თუ მათი სტუმრების გადაადგილებისტვის მეტად კომფორტულია.
ტერიტორიაზე მეტროპოლს მიწის დამუშავების სამუშაოებია დაწყებული. უკვე შემოღობილია სივრცე და გარე განათებების შერჩევა მიმდინარეობს.
ფოტო: მეტროპოლი
მამუკა იმედაშვილი — მეტროპოლის გენერალური დირექტორის მოადგილე: “გვინდა, ქალაქის ცენტრთან ახლოს ცხოვრების გამოცდილება სრულიად შევცვალოთ და ჩვენი მომხმარებლისთვის უფრო სასიამოვნო გავხადოთ. შესაბამისად, დაგეგმარების ეტაპზევე გავითვალისწინეთ ისეთი დეტალები, როგორებიცაა კეთილმოწყობილი გარემო ავტომატიზაციისა და ჭკვიანი სახლის უახლესი სისტემებით, საერთო სივრცეების კონტროლი, ავტომობილის სანომრე ნიშნის ამომცნობი, საპარკინგე ბარიერის მართვა თუ უსაფრთხოების სისტემები. აღსანიშნავია ისიც, რომ ტერიტორიაზე დამონტაჟდება ელექტროდამტენები. მეტროპოლ ლისი ბაზარზე სრულიად თანამედროვე, გამორჩეული სუბურბანული პროექტი იქნება“.
მეტროპოლ ლისის პროექტი უკვე ჩაშვებულია და წინასწარი გაყიდვებიც დაწყებულია. კომპანიაში აცხადებენ, რომ უძრავი ქონების შესაძენად ეს ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია, რადგან მომხმარებელი ფასდაკლებითა და გადახდის შეღავათიანი პირობებით სარგებლობს. პროექტში კვადრატული მეტრის ფასი $159-$225-ია. თუმცა, საწყის ეტაპზე შეძენის შემთხვევაში მომხმარებელი 1 M2-ზე $10-იან ფასდაკლებას მიიღებს. მეტროპოლ ლისის პროექტში სულ 70-ამდე მიწის ნაკვეთი გაიყიდება და, გაზრდილი მოთხოვნის პირობებში, კომპანიაში გაყიდვების სწრაფ ზრდას ვარაუდობენ.
მეტროპოლ ლისი კერძო დასახლების პირველი პროექტია მეტროპოლისთვის, თუმცა, არა ერთადერთი. უახლოეს პერიოდში დაიწყება მშენებლობა შინდისშიც, სადაც 90 ჰექტარ მიწის ფართობზე დაახლოებით 700-ამდე ვილა განთავსდება. პროექტში წინასწარი გაყიდვები ივნისიდან დაიწყება.
სამშენებლო კომპანია მეტროპოლი თბილისსა და ბათუმში ოპერირებს. დეველოპერს ამჟამად ერთი დასრულებული და ექვსი მიმდინარე პროექტი აქვს.
მეტროპოლის შესახებ: დეველოპერული კომპანია მეტროპოლი საქართველოში 2022 წელს დაფუძნდა. კომპანიას ქვეყნის მასშტაბით შვიდი პროექტი აქვს. თბილისში მეტროპოლ ბაგები უკვე დასრულებულია. ასევე მიმდინარეობს მეტროპოლ ქავთარაძისა და მეტროპოლ ორთაჭალiს მშენებლობა. 2025 წელს დაიწყო კომპანიის პირველი სუბურბანული პროექტის მეტროპოლ ლისის მშენებლობა. ბათუმში კი მეტროპოლ კუბი და მეტროპოლ ოვალი შენდება, სადაც ფრანგულ კომპანიასთან, Louvre Hotels Group-თან თანამშრომლობით 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო Royal Tulip განთავსდება. ბათუმშივე დაიწყო ახალი პროექტის პარალელის მშენებლობა, რომელიც საცხოვრებელი კორპუსი იქნება პანორამული ხედებით.
მეტროპოლის მშენებლობების ჯამური ფართი 545 000 კვ.მ-ზე მეტია და მთლიანობაში 3500 ბინას მოიცავს. მისი ჯამური ინვესტიციის მოცულობამ 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა.
-
აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე
გადახედვა
-
საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა? საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა?
გადახედვა
-
POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს
გადახედვა
-
ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს
გადახედვა
-
ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს
გადახედვა
-
ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან
გადახედვა
-
ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ
გადახედვა
-
როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები
-
ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი
გადახედვა
-
მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა
გადახედვა
-
დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს
გადახედვა
-
Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს
-
5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი 5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი
გადახედვა
-
ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა
გადახედვა
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა
-
2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა
გადახედვა
-
ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა
გადახედვა
კომენტარები