პროკურორის არჩევის წესის გარდა, საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
ფოტო: მთავრობის პრესსამსახური
პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, ერთი პუნქტის — გენერალური პროკურორის არჩევის წესის გამოკლებით. ცვლილებას მხარი 126-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი არავინ წასულა. საკონსტიტუციო ცვლილებისთვის დაწესებული კვორუმი 113 ხმაა.
კანონპროექტი გულისხმობს საკონსტიტუციო ცვლილებებს საარჩევნო ბარიერის, ფრაქციების შექმნისა და გენერალური პროკურორის არჩევის წესის შესახებ. კონკრეტულად, პროექტის მიხევდით, მომავალ ორ საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი ბუნებრივსა და 2%-ს შორის უნდა იყოს, ხოლო ფრაქციის ჩამოსაყალიბებლად საკმარისი უნდა იყოს მინიმუმ 4 წევრი, მათ შორის, მაჟორიტარები.
რაც შეეხება გენერალური პროკურორის არჩევის წესს, მიშელის დოკუმენტის შესაბამისად, ის გულისხმობდა საპროკურორო საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატის არჩევას ე.წ. კვალიფიციური უმრავლესობის, ანუ პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/5-ის, ანუ 90 დეპუტატის თანხმობის საფუძველზე. ამგვარი წესით არჩევის ორი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ კი პროკურორი უბრალო უმრავლესობით, 76 დეპუტატის თანხმობის საფუძველზე აირჩეოდა. 76 ხმით არჩეული პროკურორის უფლებამოსილების ვადა 1 წლით იყო განსაზღვრული. პროექტის მიხედვით, ერთი წლის შემდეგ პროკურორის არჩევის სტანდარტული პროცედურა ხელახლა უნდა დაიწყოს.
მმართველ პარტიასა და ოპოზიციის ნაწილს შორის აზრთა სხვადასხვაობა სწორედ გენერალური პროკურორის არჩევისთვის საჭირო ხმათა რაოდენობაზეა — ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ მხოლოდ ეს ცვლილება არ არის საკმარისი ამ ინსტიტუტის დამოუკიდებლობის აღიარებისთვის, თუმცა, აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია შესრულდეს მიშელის დოკუმენტით განსაზღვრული დებულებები. გარდა ამისა, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ რაც უფრო მეტი დეპუტატის თანხმობა იქნება საჭირო გენერალური პროკურორის ასარჩევად, მით უფრო მეტი ლეგიტიმაცია ექნება არჩეულ კანდიდატს.
მმართველი პარტია მხარს უჭერს გენერალური პროკურორის არჩევას მხოლოდ 76 დეპუტატის თანხმობის საფუძველზე. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც თანამდებობის პირებს უბრალო უმრავლესობით ირჩევენ. ქართული ოცნების კიდევ არგუმენტი ეხება კანონპროექტის იმ ნაწილს, რომლის მიხედვითაც კვალიფიციური უმრავლესობით ორჯერ ვერარჩევის შემთხვევაში, მესამედ, 76 ხმით არჩეული პროკურორის უფლებამოსილების ვადა მხოლოდ ერთი წელია.
"ეს რეგულაცია არსებითად უპირისპირდება ინსტიტუტის დამოუკიდებლობის პრინციპს. კონსტიტუციურ სამართალში არის მარტივი პრინციპი, რომ რაც უფრო ხანგრძლივია თანამდებობის პირის ან ორგანოს უფლებამოსილების ვადა, მით უფრო მაღალია მისი დამოუკიდებლობის ხარისხი", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მმართველი პარტიის პოზიციას იზიარებენ პარტია მოქალაქეების წარმომადგენლებიც. ვიცე-სპიკერის, ლევან იოსელიანის თქმით, გენერალური პროკურორის ამგვარი წესით არჩევა სამომავლოდ ბევრად უფრო დამაზიანებელი იქნება სასამართლო სისტემისთვის.
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ ირაკლი კობახიძეს, რომელიც კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორია ჰკითხა, საერთოდ რატომ ჩაწერა ეს პუნქტი დოკუმენტში, თუ მას არ ეთანხმება. მსგავსი პათოსი ჰქონდა ლელოს დეპუტატ ანა ნაცვლიშვილსაც, რომელმაც კობახიძეს ჰკითხა თვენახევრის წინ ცრუობდა, როცა კანონპროექტი ამ სახით დააინიცირა, თუ ახლა ცრუობს, როცა თავისივე ინიციატივას ეწინააღმდეგება.
კობახიძემ კოლეგებს უპასუხა, რომ ამ პუნქტის ჩაწერას კანონპროექტში ოპოზიცია მოითხოვდა და მან ეს პოლიტიკური სიტუაციის განსამუხტად გააკეთა, თუმცა ახლა მხარს არ დაუჭერს. მან გენერალური პროკურორის არჩევას კვალიფიციური უმრავლესობით "სამართლებრივი სიმახინჯე" უწოდა და განაცხადა, რომ მისი ჩაწერა კონსტიტუციაში ქვეყნის შეურაცხყოფაა. მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერმა კოლეგებმა შეახსენეს, რომ ეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებშიც იყო განსაზღვრული, მან თქვა, რომ ეს იყო "არაკორექტული რეკომენდაცია".
"ვენეციის კომისიაც არის ინსტიტუცია და მასაც აქვს სამართლებრივი ცოდვები. ესეც იყო ერთ-ერთი არაკორექტული რეკომენდაცია, რომელიც თავი დროზე წარმოგვიდგინა. ასეთი სხვებიც იყო წლების განმავლობაში, თუმცა ესეც იყო, სადაც ექსპერტები ცდებიან ხოლმე და ექსპერტები ამ შემთხვევაში შეცდნენ", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ მისი მიზანი შარლ მიშელის დოკუმენტში განსაზღვრული დებულებების კონსტიტუციაში ასახვაა. აღსანიშნავია, რომ ირაკლი კობახიძემ რამდენჯერმე ხაზგასმით განაცხადა, რომ მიშელის შეთანხმების ანულირების შემდეგ ამ ცვლილებებზე მსჯელობა მმართველი პარტიის "კეთილი ნების გამოხატულებაა".
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
-
უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა
გადახედვა
-
OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური: რუსთავის მე-17 ციხეში ოჯახის წევრს მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკები შეჰქონდა პენიტენციური სამსახური: რუსთავის მე-17 ციხეში ოჯახის წევრს მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკები შეჰქონდა
გადახედვა
-
საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების 36 საათით შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების 36 საათით შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ნახეთ: ილონ მასკზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ტრეილერი გამოვიდა ნახეთ: ილონ მასკზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ტრეილერი გამოვიდა
-
2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა $555.6 მლნ-ს შეადგინა 2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა $555.6 მლნ-ს შეადგინა
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმამ, ვასილ მხეიძემ და ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ ციხე დატოვეს ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმამ, ვასილ მხეიძემ და ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ ციხე დატოვეს
გადახედვა
-
ამოღებულია ₾19 000-ის 3 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი - 2 პირი დააკავეს ამოღებულია ₾19 000-ის 3 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი - 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
ტეილორ სვიფტის მუსიკალურ ვიდეოში დაკოტა ჯონსონი და კოლინ ფარელი მონაწილეობენ — ნახეთ თიზერი ტეილორ სვიფტის მუსიკალურ ვიდეოში დაკოტა ჯონსონი და კოლინ ფარელი მონაწილეობენ — ნახეთ თიზერი
გადახედვა
-
სააგენტო: დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია სააგენტო: დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია
გადახედვა
-
შსს: დევდორაკის ხეობაში საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა შსს: დევდორაკის ხეობაში საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა
გადახედვა
-
ლუკაშენკომ აშშ-ის წარმომადგენელთან მოლაპარაკებების ფონზე კიდევ 15 პატიმარი შეიწყალა ლუკაშენკომ აშშ-ის წარმომადგენელთან მოლაპარაკებების ფონზე კიდევ 15 პატიმარი შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მომხმარებლებს Western Union—ის გზავნილებზე 50%—იანი ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს ბანკის მომხმარებლებს Western Union—ის გზავნილებზე 50%—იანი ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ
კომენტარები