პრეზიდენტის კრიტიკული ბრიფინგი მთავრობის "გაუგებარ ნაბიჯებსა" და ენმ-ს "თავხედურ გადაწყვეტილებაზე"
ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია
პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა, რომელზეც ბოლო დღეებში ჭარბად დაგროვილი პოლიტიკური მოვლენები მიმოიხილა. მისი სიტყვა ძირითადად მმართველი გუნდის გადაწყვეტილებების კრიტიკას დაეთმო, თუმცა გაკრიტიკებას, ვერც ოპოზიცია, უფრო ზუსტად კი ნაციონალური მოძრაობა გადაურჩა.
ზურაბიშვილმა რამდენჯერმე აღნიშნა, რომ მისთვისაც და ხალხისთვისაც გაუგებარია მთავრობის ლოგიკა ევროკავშირის სესხზე უარის თქმასთან დაკავშირებით. მეტიც პრეზიდენტმა ქართული ოცნების ქმედებები პარადოქსულადაც მოიხსენია და თქვა, რომ მათი არგუმენტები ანალიზს ვერ უძლებს.
წინა ბრიფინგებისგან განსხვავებით, როცა მმართველი გუნდი ცდილობდა ისე წარმოეჩინა, თითქოს პრეზიდენტის კრიტიკა პირდაპირ მათ არ მიემართებათ, ახლა ზურაბიშვილმა არაერთხელ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათი საქციელი არ მოსწონს.
რა თქვა პრეზიდენტმა
პრეზიდენტმა რამდენჯერმე შეახსენა მთავრობას, ოპოზიციას და ხალხს, თუ რა წვლილი აქვს ქვეყნის განვითარებაში ევროპას და რამდენად მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა.
ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მოახლოებული არჩევნები ქვეყნისთვის და ევროპული გზისთვის მნიშვნელოვანი იქნება, ამიტომ უნდა შევძლოთ და ჩავატაროთ სამაგალითოდ. მისი თქმით, ამას ელოდებიან ჩვენი მოქალაქეები და დააკვირდებიან ჩვენი პარტნიორები.
"რომ არა ჩვენი პარტნიორების დახმარება, სოლიდარობა, გვერდში დგომა და გაწეული შრომა ძალიან რთული იქნებოდა პანდემიის მიერ გამოწვეული მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის, თუ შიდა პოლიტიკური დაპირისპირების გაძლება, გადალახვა და სტაბილურობის შენარჩუნება", — განაცხადა მან.
"გაუგებარი ნაბიჯი"
ბრიფინგზე პრეზიდენტმა საქართველოში არსებული სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემები ახსენა და თქვა, რომ ამ მოცემულობიდან გამომდინარე გაუგებარია, რატომ უნდა თქვას მთავრობამ უარი დახმარებაზე.
"ისიც გვესმის, რომ რაიმე სახის ან რამე მიზეზით ევროპული თანადგომისა და ჩვენი ქვეყნის და რეგიონის მიმართ ინტერესის შესუსტება ხელს აძლევს მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის იმ შიდა, თუ გარე ძალებს, რომლებიც ცდილობენ გამოიწვიონ დესტაბილიზაცია თუ დასუსტება.
სწორედ ამ გარემოებებიდან გამომდინარე, განცხადებული უარი ევროკავშირის სესხის მიღებაზე მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის და პირადად ჩემთვის საკმაოდ გაუგებარი ნაბიჯია".
"ვალის შემცირების აუცილებლობა ანალიზს ვერ უძლებს"
პრეზიდენტმა მმართველი გუნდი გააკრიტიკა იმის გამოც, რომ დამატებითი თანხა არასაჭიროდ მიაჩნიათ და პრიორიტეტად ვალის შემცირება მიიჩნიეს. ქართული ოცნების მიერ არაერთხელ ნახსენები "ორნიშნა ზრდაც" გაიხსენა და თქვა, რომ ესეც კი ვერ იქნება არგუმენტი იქამდე, სანამ ზრდა ხალხის კეთილდღეობაზე არ აისახება.
"ეკონომიკური არგუმენტი, ვალის შემცირების აუცილებლობა ანალიზს ვერ უძლებს. რაც არ უნდა იყოს ჩვენი ეკონომიკის ზრდა, თუნდაც ორციფრიანი, ის მაინც არ ანულირებს იმ სოციალურ და ადამიანურ ზიანს, რაც კოვიდმა მოუტანა ჩვენს მოსახლეობას და რისი შემცირებაც უშუალოდ ემსახურებოდა აღნიშნული 75-მილიონ ევროიანი, ანუ 300 მილიონი ლარის ოდენობის სესხი.
გაუგებარია, რა განაპირობებს იმას, რომ დღეს საკუთარი მოქალაქეების კრიზისულ მდგომარეობაზე მეტად საერთაშორისო ვალის შემცირება გახდა პრიორიტეტული. სანამ ორციფრიანი ზრდის შედეგი საზოგადოების კეთილდღეობაზე არ აისახება დახმარებაზე უარის თქმის ლოგიკა ძნელად გასაგებია".
"პარადოქსულია"
პრეზიდენტმა მმართველ გუნდს ისიც შეახსენა, რომ ერთდროულად ევროპულ ფულზე უარის თქმა და ამ ფულითვე დაფინანსებული პროექტებით ტრაბახი სწორი არ არის, მეტიც პრეზიდენტის აზრით, ეს პარადოქსულია.
"ცოტა არ იყოს, პარადოქსულად ჟღერს ერთი ხელით ევროპის სესხზე აურის თქმა და მეორეს მხრივ, სხვადასხვა პროექტებზე, მათ შორის რიკოთის მაგისტრალის მშენებლობაზე აპელირება, მაშინ, როცა იგი დიდწილად ევროპიდან წამოსული სესხებით ხორციელდება".
"ეკონომიკური შედეგები ამ ნაბიჯის ამ სესხის აღება-არ აღებით არ შემოიფარგლება"
ზურაბიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ დახმარებაზე უარის თქმა და ხელშეკრულების ანულიერება ნდობას არყევს პარტნიორებში და შეიძლება, ცუდად აისახოს ჩვენს რეიტინგზე, ინვესტორების სურვილებზე.
"აქ მთავარი ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია, ჩვენი სიტყვის სანდოობაა. მართალია, რომ ხელისუფლებას ნებისმიერ სესხზე უარის თქმის უფლება გააჩნია, თუმცა სესხთან ერთად ხერლმოწერილი დოკუმენტების მიმართ ცვალებადი დამოკიდებულება და ცალმხრივი აუხსნელი გადაწყვეტილებები, შესაძლოა, აისახოს როგორც ქვეყნის ხვალინდელ რეიტინგზე, ასევე, უცხოელი ინვესტორების განწყობაზე.
დარწმუნებული ვარ, რომ ეკონომიკური იზაციონალიზმი, რომელიც დღევანდელ მსოფლიოში მდიდარი ქვეყნებისთვისაც მიუღწევადია და ჩვენთვის, როგორც პატარა ქვეყნისთვის სახიფათო ილუზიაა, ამ გადაწყვეტილებებს არ უდევს საფუძვლად. თუმცა, საჭიროა სიფრთხილე, რათა ასეთმა ნაბიჯმა მოსახლეობაში არ გააჩინოს ცრუ წარმოდგენები.
ევროკავშირის სოლიდარობას და პარტნიორობას ალტერნატივა არ გააჩნია, რაც მოსახლეობის 80%-ს არათუ ესმის, კიდევაც იზიარებს".
"როცა მოქალაქეებს ვპირდებით"
პრეზიდენტმა ქართულ ოცნებას ისიც შეახსენა, რომ თუ 2024-ში ევროკავშირში წევრობის შეტანაზე ამბიცია აქვთ და მოქალაქეებს პირობას აძლევენ, მაშინ შესაბამისად უნდა მოიქცნენ და მიზნების მისაღწევად, პარტნიორების მხარდაჭერა შეინარჩუნონ.
"ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ავღანეთის შემდგომ პერიოდში, ახალი სტრატეგიული ვითარება იქმნება, სადაც ჩვენი სტაბილურობა და უსაფრთხოება კიდევ მეტად დამოკიდებული იქნება ევროპაზე, ვიდრე აქამდე იყო.
როცა ჩვენს მოქალაქეებს ვპირდებით, მეტ ევროპას საქართველოში და მეტ საქართველოს ევროპაში და ევროპელ პარტნიორებს 2024 წელს კანდიდატურის განცხადების შეტანას, ამ მიზნების მისაღწევად აუცილებელია, ამ გზაზე შევინარჩუნოთ ჩვენი პარტნიორების სრული ნდგობა და მხარდაჭერა".
"დაუფიქრებელი ნაბიჯები" და "თავხედობა"
ბრიფინგის დასასრულს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა მას, რომ ყოველთვის იდგება ქვეყნის ევროპული არჩევანის მხარეს და არც ოპოზიციას და არც ხელისუფლებას არ მისცემს უფლებას, რომ ეს პროცესები დააზიანონ.
"ყველაფერს ვიღონებ, რომ არავინ, არც ხელისუფლებამ დაუფიქრებელი ნაბიჯებით და არც დესტრუქციულმა ოპოზიციამ, რომელიც დღეს თავხედურად ხელს აწერს დოკუმენტს, რომელსაც 6 თვე ძირს უთხრიდა, შეძლოს ამ გზის არევა და ამით ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების საფრთხის ქვეშ დაყენება. ერთს ეკუთვნის პასუხისმგებლობა, სამართლიანად ჩაატაროს არჩევნები, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და გაამყაროს ქვეყნის მიმართ ნდობა, მეორეს კი არ უნდა მიეცეს დესტაბლიზაციის პროვოცირების საშუალება, უმიზეზოდ არჩევნების ლეგიტიმურობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება.
ჩემი პოზიცია უცვლელია, მე ვარ ერთგული ყველაფერი იმის, რასაც ვისაც მუდმივად, პირველი დღიდან — საზოგადოების ერთობა, დეპოლარიზაცია, ქვეყნის გაერთიანება, პოლიტიკური დემოკრატია და ევროპული მომავალი", — განაცხადა მან.
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები